თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 21:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2700,
კომენტარები: 12
ფერგიუსონი: "კაგავა მატას გამო წავიდა"
სერ ალექსი კაგავას წასვლის მიზეზად ხუან მატას მიიჩნევს.
ფერგიუსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შინჯი კაგავას პერსპექტივებს ხუან მატას მოსვლამ გადაუსვა ხაზი.

მიმდინარე წლის იანვარში "იუნაიტედმა" თავისი სარეკორდო შენაძენი განახორციელა და ხუან მატა 37 მლნ. ფუნტად შეიძინა. მზარდმა კონკურენციამ კაგავას "დორტმუნდში" დაბრუნებისკენ უბიძგა, სადაც ფერგიუსონის აზრით იაპონელი ჩვეულ ფორმას აღიდგენს.

"მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი შინჯით. ის კარგად შეგვეგუა და მიმაჩნდა, რომ თავს კომფორტულად გრძნობდა."

"თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია გააჩნია. როცა მოიესმა ხუან მატა გადაიბირა, კაგავა მიხვდა, რომ ის აღარ იქნებოდა უპირველესი არჩევანი და იმედი დაკარგა."

"მჯერა, რომ "ბორუსიამ" და კაგავამ სწორი არჩევანი გააკეთეს. შინჯი იქ ისე იგრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. კლოპი კი ის მწვრთნელია, რომელიც მას აუცილებელ თავდაჯერებულობას შესძენს."
- განაცხადა სერ ალექსმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
9 ოქტომბერი 2014 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეეე მომენატრება ბრუსლი მაგრამ მატა უფრო მევასება
0
№12
ავტორი: Macklemore
10 ოქტომბერი 2014 02:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაია რო წავიდა. სისულელე იყო მაგის აქ დარჩენა. ისე მაგრად მევასებოდა წვრილთვალა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top