თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 09:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3202,
კომენტარები: 18
მატას პრობლემები "ათიანზე"
რა არის მატას სავარაუდო გაშვების მიზეზი.
მატას პრობლემები
როცა ჟოზე მოურინიომ მატა "იუნაიტედს" მიჰყიდა, განაცხადა, რომ უპირატესობას ოსკარს ანიჭებს, რადგან ესპანელს არასაკმარისი დაცვითი უნარი აქვს. ამას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ "რეალში" ყოფნისას მოურინიო "ათიანის" პოზიციაზე მესუთ ოზილს იყენებდა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ დაცვით თამაშში მატაზე უკეთესი არ არის.


"ათიანის" ძირითადი ვალდებულება - სივრცეებს შორის არსებულ ზონაში გადაადგილებაა, რაც შესაძლებლობას იძლევა ცენტრალურ ზონაში გარღვევა მოახდინოს და თავდამსხმელები ნახევარმცველებს დაუკავშიროს. ეს უკანასკნელი კი სწრაფი მობრუნების ან შეტევის მიმართულების ცვლით ხდება. როგორც ჯეიმისა და სებასტიანის სტატიაშია აღნიშნული, მატა დისკომფორტს განიცდის შეზღუდული სივრცის დროს და აუცილებლობიდან გამომდინარე კარისკენ ზურგით დგას.

შედეგად, მატა ვერ ახდენს "ათიანის" უნარის სრულ გამოვლინებას, რადგანაც ბურთის მიღებისას კარის მოპორდაპირე მხარეს იხედება. ხუანი მუდმივად ფლანგზე გადადიოდა, ან ბურთის მფლობელ ფეხბურთელთან ერთად მოქმედებდა მოედნის ცენტრში, რათა პირველი შეხების, მოტრიალებისა და წინ გადაცემისთვის თავისუფალი სივრცე მოეძებნა. ამით ის შეტევის ტემპს ანელებდა. მატა მოედნის საჭირო ზონაში არ ყოფნის გამო გუნდურ თამაშს გამოთიშული იყო.

***


მაგალითი 1

ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგის განლაგების შესაბამის ხაზზე დადგეს, მატა ცენტრალური ზონისკენ მიიწევს, სადაც თავისუფალი სივრცეა.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ფლანგზე უკვე ორი მოთამაშე დგას და მატას საჭიროება იქ აღარ არის.

ეს მისი მთავარი ნაკლია - თავისუფალი სივრცის ძიება და საკუთარი პოზიციის დაკარგვა.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატა უნდა იდგეს თეთრი რგოლით აღნიშნულ პოზიციაზე, რათა ბლეკეტს შეტევის გაგრძელების უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მაგალითი 2

ამ სურათზე მატა დგას მარჯვენა ფლანგზე, სადაც ერერასგან იღებს გადაცემას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


რადგანაც მატა შეტევის სიღრმიდან ჩამოდიოდა, იგი იძულებულია პასი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მეორე განსაკუთრებულობა და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მატა არის №10 და მისი დავალება შეტევის გაგრძელების ვარიანტის ცენტრიდან შეთავაზებაა. ნათელია, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თავად ის ფლანგზე დგას. ამ ეპიზოდში მატა უკან მცველს უკეთებს პასს.

მაგალითი 3

მატა ისევ თავისუფალი სივრცისკენ იწევს...

მატას პრობლემები "ათიანზე"


...ნაცვლად იმისა, რომ ისრის მიმართულებით წავიდეს, რათა რაფაელს უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზოს შეტევის გაგრძელებისთვის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


რაფაელი იძულებით აკეთებს პასს მატაზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხუანის ასეთი თამაშის გამო დაცვა პოზიციების დაჭერას ასწრებს. შეტევა ჩამხშვალია.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მაგალითი 4

მატა უნდა იდგეს ცენტრში, როგორც №10.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ფლანგზე ის შეტევის გაგრძელების ვარიანტებს არ იძლევა. ბურთი უკან ბრუნდება.

მატას პრობლემები "ათიანზე"


***


ცენტრში მდებარე მოწინააღმდეგის მიერ შეზღუდულ სივრცეში თამაშის სურვილის არ ქონის ორი ძირითადი მიზეზი: არასაკმარისი ფიზიკური სიძლიერე და სწრაფი მოტრიალებისა და კორპუსით ბურთის დაფარვის უნარის არ ქონა.

***


მაგალითი 1



"ლესტერის" მეოთხე გოლის ეპიზოდში როხო პასს აძლევს მატას, რომელსაც მეტოქე მეურვეობს. ხუანი ვერ ახერხებს სწრაფად მოტრიალებას, ან ბურთის კორპუსით დაფარვას, რათა მეტოქე ზურგს უკან მოიტოვოს. ის უბრალოდ გამოთიშეს ეპიზოდს, რასაც სახიფათო კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა.

მაგალითი 2

ამ შემთხვევაში ბლინდი პასს აწვდის მატას, რომელიც თავის პოზიციაზე დგას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატას სამი ვარიანტი აქვს ერთი შეხებით შეტევის გასაგრძელებელად, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან ახლოს მოქმედებს და ესპანელს ძალა არ ეყო ბურთის კორპუსით დასაცავად. მას ჯაბნიან და იძულებული ხდება ბურთი უკან დააბრუნოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


***


მატას გადაადგილებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ თავისი სარისკო გადაცემების გარდა ის მხოლოდ გვერდით და უკან აკეთებდა პასებს, რაც შეტევის განვითარებას ნამდვილად არ ეხმარება. სხვა "ათიანები", როგორიც მაგალითად დავიდ სილვა და გაყიდული კაგავა არიან, ჩვეულებრივ ინტენსიურ, მოკლე პასებს იყენებენ, რათა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდნენ და თამაში ახალ ფაზაში გადაიყვანონ.

უმეტეს შემთხვევაში, როცა მატა გვერდით ან უკან აკეთებდა გადაცემას, ნაცვლად იმისა, რომ გახსნილიყო, უბრალოდ მოედნის ზედა ნაწილში ბრუნდებოდა. სწორედ ამიტომ, მატას წვლილი თამაშის შენებაში ნაკლებია.

მაგალითი 1

მატა ტოვებს თავის პოზიციას და თავისუფალ ზონაში გადადის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მას აღარაფერი დარჩენია, თუ არა შეტევის შემოტრიალება და ბლეკეტისთვის ფლანგზე პასის გადაწოდება.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ამის შემდეგ ხუანი ფლანგის გასწვრივ წავიდა წინ, თუმცა "ათიანის" ზონაში დგომით უფრო მეტი ვარიანტები უნდა შეექმნა შეტევის გაგრძელებისთვის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატა მუდმივად ეძებს თავისუფალ ზონას, თავის პოზიციას ტოვებს, რის გამოც ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის კავშირი ირღვევა, რაც შეტევით ქმედებებს ვნებს.

მაგალითი 2

მატა ფლანგისკენ მიდის, სადაც თავისუფალი სივრცეა, რის გამოც ტოვებს თავის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზე ორი მოთამაშე დგას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ნაცვლად ამისა, ის ცენტრისკენ უნდა მიიწევდეს, რათა ვან პერსის გაეხსნას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


საბოლოოდ, ამ ზონაში შემოდის რუნი, რომელმაც ბურთი მიიღო, მაგრამ შეტევის გაგრძელების ვარიანტი წინ არ არის, რადგან თავად რუნი უნდა იმყოფებოდეს გამწვავებაზე. ამ ეპიზოდში თავდამსხმელები სხვის სამუშაოს ასრულებენ.

მატას პრობლემები "ათიანზე"




http://livelifeunited.com/
სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 09:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Manchester_m აი რატომ უნდა შეგეცვალოს აზრი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
8 ოქტომბერი 2014 10:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარტო ცუდ მხარეს რატო უყურებთ ევერტონთან ათიანზე იდგა დიმკა პასი რო მისცა
0
№3
ავტორი: Lev
8 ოქტომბერი 2014 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
თვალები ამიხილა ამ სტატიამ bigboss2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან საინტერესო სტატიები იყო. ამით ფეხბურთის სხვა მხარეს ხედავ და უფრო ჩახედული ხდები ამა თუ იმ საკითხში. მადლობა გიოს ასეთი ტაქტიკური ანალიზების მოწოდებისთვის. ჩვენც დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ, ამაზე საინტერესო რა უნდა იყოს, რავიცი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: GoGa.
8 ოქტომბერი 2014 11:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
ar aris es kaciN10da ra qnas? mara runis magivroba ase tu ise gagviwia evertontan, da tavis saqme gaaketa...
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა ბრავო ამ სტატიის ავტორებს. რაც შეეხება მატას, როგორც სტატიაში ვნახეთ ბევრ შეცდომებს უშვებს პოზიციურად, თორე მატასთვის თავდამსხმელისთვის პასის მიწოდება არასოდეს ყოფილა პრობლემა. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არ ვფიქრობ, რომ მატა გუნდიდან უნდა გავუშვათ, ეს პრობლემები გამოსწორებადია და განსაკუთრებულ ტრაგიკულობას ვერ ვხედავ. მატა საჭირო ფეხბურთელია!
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 13:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი სიახლეა როგორც ყოველთვის, ყოჩაღ ავტორებს და გიოს good2

ხშირად აკრიტიკებს ვან გაალი მატას რომ არ მოსწონს 10 ნომერზე ის დ არუნი უკეთეს შედეგს აჩვენებს. გასაგებია ისიც რომ საერტოდ არ შედის მის გეგმებში ეს კაცი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ 10 ნოემრზე სარგებელი არ მოაქვს გუნდისთვის ან რამე. საჭირო კაცია და ფლანგზე თამასით ან სკამზე ჯდომით ვერაფერს ვერ იზამს. ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება როცა რუნი არ იქნება და 2 მნიშვნელოვან თამაშს ჩაატარებს თავის პოზიციაზე
0
№8
ავტორი: Esi
8 ოქტომბერი 2014 14:54
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ხო მაგრამ მარტო ცუდი მხარეები ხო არ არის არა? ძალიან ბევრი პლიუსი აქვს ამ ფეხბურთელს და ამაზე კაი ათიანი არც გვყავს გუუნდში :P
0
№9
ავტორი: lefty
8 ოქტომბერი 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
კაი სტატიაა,მაგრამ მატა არაა გასაშვები გუნდიდან
0
№10
ავტორი: Manchester_M
8 ოქტომბერი 2014 21:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
ახლა მივხვდი მაგრამ ვერ შემაცვლევინებ აზრს :D გუნდური ფეხბურთელია კაი პიროვნებაც და არ მინდა რა მისი გაშვება ბევრი პლიუსიც აქვს დაახვეწიებს ამ მინუსებს იმედია ვან გაალი :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top