თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 09:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3426,
კომენტარები: 18
მატას პრობლემები "ათიანზე"
რა არის მატას სავარაუდო გაშვების მიზეზი.
მატას პრობლემები
როცა ჟოზე მოურინიომ მატა "იუნაიტედს" მიჰყიდა, განაცხადა, რომ უპირატესობას ოსკარს ანიჭებს, რადგან ესპანელს არასაკმარისი დაცვითი უნარი აქვს. ამას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ "რეალში" ყოფნისას მოურინიო "ათიანის" პოზიციაზე მესუთ ოზილს იყენებდა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ დაცვით თამაშში მატაზე უკეთესი არ არის.


"ათიანის" ძირითადი ვალდებულება - სივრცეებს შორის არსებულ ზონაში გადაადგილებაა, რაც შესაძლებლობას იძლევა ცენტრალურ ზონაში გარღვევა მოახდინოს და თავდამსხმელები ნახევარმცველებს დაუკავშიროს. ეს უკანასკნელი კი სწრაფი მობრუნების ან შეტევის მიმართულების ცვლით ხდება. როგორც ჯეიმისა და სებასტიანის სტატიაშია აღნიშნული, მატა დისკომფორტს განიცდის შეზღუდული სივრცის დროს და აუცილებლობიდან გამომდინარე კარისკენ ზურგით დგას.

შედეგად, მატა ვერ ახდენს "ათიანის" უნარის სრულ გამოვლინებას, რადგანაც ბურთის მიღებისას კარის მოპორდაპირე მხარეს იხედება. ხუანი მუდმივად ფლანგზე გადადიოდა, ან ბურთის მფლობელ ფეხბურთელთან ერთად მოქმედებდა მოედნის ცენტრში, რათა პირველი შეხების, მოტრიალებისა და წინ გადაცემისთვის თავისუფალი სივრცე მოეძებნა. ამით ის შეტევის ტემპს ანელებდა. მატა მოედნის საჭირო ზონაში არ ყოფნის გამო გუნდურ თამაშს გამოთიშული იყო.

***


მაგალითი 1

ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგის განლაგების შესაბამის ხაზზე დადგეს, მატა ცენტრალური ზონისკენ მიიწევს, სადაც თავისუფალი სივრცეა.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ფლანგზე უკვე ორი მოთამაშე დგას და მატას საჭიროება იქ აღარ არის.

ეს მისი მთავარი ნაკლია - თავისუფალი სივრცის ძიება და საკუთარი პოზიციის დაკარგვა.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატა უნდა იდგეს თეთრი რგოლით აღნიშნულ პოზიციაზე, რათა ბლეკეტს შეტევის გაგრძელების უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მაგალითი 2

ამ სურათზე მატა დგას მარჯვენა ფლანგზე, სადაც ერერასგან იღებს გადაცემას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


რადგანაც მატა შეტევის სიღრმიდან ჩამოდიოდა, იგი იძულებულია პასი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მეორე განსაკუთრებულობა და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მატა არის №10 და მისი დავალება შეტევის გაგრძელების ვარიანტის ცენტრიდან შეთავაზებაა. ნათელია, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თავად ის ფლანგზე დგას. ამ ეპიზოდში მატა უკან მცველს უკეთებს პასს.

მაგალითი 3

მატა ისევ თავისუფალი სივრცისკენ იწევს...

მატას პრობლემები "ათიანზე"


...ნაცვლად იმისა, რომ ისრის მიმართულებით წავიდეს, რათა რაფაელს უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზოს შეტევის გაგრძელებისთვის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


რაფაელი იძულებით აკეთებს პასს მატაზე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხუანის ასეთი თამაშის გამო დაცვა პოზიციების დაჭერას ასწრებს. შეტევა ჩამხშვალია.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მაგალითი 4

მატა უნდა იდგეს ცენტრში, როგორც №10.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ფლანგზე ის შეტევის გაგრძელების ვარიანტებს არ იძლევა. ბურთი უკან ბრუნდება.

მატას პრობლემები "ათიანზე"


***


ცენტრში მდებარე მოწინააღმდეგის მიერ შეზღუდულ სივრცეში თამაშის სურვილის არ ქონის ორი ძირითადი მიზეზი: არასაკმარისი ფიზიკური სიძლიერე და სწრაფი მოტრიალებისა და კორპუსით ბურთის დაფარვის უნარის არ ქონა.

***


მაგალითი 1



"ლესტერის" მეოთხე გოლის ეპიზოდში როხო პასს აძლევს მატას, რომელსაც მეტოქე მეურვეობს. ხუანი ვერ ახერხებს სწრაფად მოტრიალებას, ან ბურთის კორპუსით დაფარვას, რათა მეტოქე ზურგს უკან მოიტოვოს. ის უბრალოდ გამოთიშეს ეპიზოდს, რასაც სახიფათო კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა.

მაგალითი 2

ამ შემთხვევაში ბლინდი პასს აწვდის მატას, რომელიც თავის პოზიციაზე დგას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატას სამი ვარიანტი აქვს ერთი შეხებით შეტევის გასაგრძელებელად, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან ახლოს მოქმედებს და ესპანელს ძალა არ ეყო ბურთის კორპუსით დასაცავად. მას ჯაბნიან და იძულებული ხდება ბურთი უკან დააბრუნოს.

მატას პრობლემები "ათიანზე"


***


მატას გადაადგილებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ თავისი სარისკო გადაცემების გარდა ის მხოლოდ გვერდით და უკან აკეთებდა პასებს, რაც შეტევის განვითარებას ნამდვილად არ ეხმარება. სხვა "ათიანები", როგორიც მაგალითად დავიდ სილვა და გაყიდული კაგავა არიან, ჩვეულებრივ ინტენსიურ, მოკლე პასებს იყენებენ, რათა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდნენ და თამაში ახალ ფაზაში გადაიყვანონ.

უმეტეს შემთხვევაში, როცა მატა გვერდით ან უკან აკეთებდა გადაცემას, ნაცვლად იმისა, რომ გახსნილიყო, უბრალოდ მოედნის ზედა ნაწილში ბრუნდებოდა. სწორედ ამიტომ, მატას წვლილი თამაშის შენებაში ნაკლებია.

მაგალითი 1

მატა ტოვებს თავის პოზიციას და თავისუფალ ზონაში გადადის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მას აღარაფერი დარჩენია, თუ არა შეტევის შემოტრიალება და ბლეკეტისთვის ფლანგზე პასის გადაწოდება.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ამის შემდეგ ხუანი ფლანგის გასწვრივ წავიდა წინ, თუმცა "ათიანის" ზონაში დგომით უფრო მეტი ვარიანტები უნდა შეექმნა შეტევის გაგრძელებისთვის.

მატას პრობლემები "ათიანზე"


მატა მუდმივად ეძებს თავისუფალ ზონას, თავის პოზიციას ტოვებს, რის გამოც ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის კავშირი ირღვევა, რაც შეტევით ქმედებებს ვნებს.

მაგალითი 2

მატა ფლანგისკენ მიდის, სადაც თავისუფალი სივრცეა, რის გამოც ტოვებს თავის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზე ორი მოთამაშე დგას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


ნაცვლად ამისა, ის ცენტრისკენ უნდა მიიწევდეს, რათა ვან პერსის გაეხსნას.

მატას პრობლემები "ათიანზე"


საბოლოოდ, ამ ზონაში შემოდის რუნი, რომელმაც ბურთი მიიღო, მაგრამ შეტევის გაგრძელების ვარიანტი წინ არ არის, რადგან თავად რუნი უნდა იმყოფებოდეს გამწვავებაზე. ამ ეპიზოდში თავდამსხმელები სხვის სამუშაოს ასრულებენ.

მატას პრობლემები "ათიანზე"




http://livelifeunited.com/
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
8 ოქტომბერი 2014 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამ სტატიას ბოლოში რომ მატას მიერ გაკეთებული უთვალავი საგოლე გადაცემის ვიდეოც დაერთოს დამიჯერეთ რაც ზემოთ წაიკითხეთ ყველაფერი დაგავიწყდებოდათ.
მაშინ სათითაოდ განვიხილოთ თუნდაც რუნი ან პერსი და დაინახავთ რომ ყველა ცდება პოზიციურად რაღაც ეტაპზე, ზოგჯერ პერსი მთელი თამაში სადაა და თუა მოედანზე ვერ მიხვდები, ზუსტად ათიანის პოზიციაზე გახდა მატა ორჯერ ზედიზედ ჩელსიში წლის ფეხბურთელი და რა გინდათ რომ თქვათ მატამ პოზიციური თამაში არ იცის? მომკალით და ვერ დავეთანხმნები ამ სტატიას.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 21:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
gilmour,
მოიცა კაცო, მაგაზეც გავამახვილებ ყურადღებას :D ჯერ მხოლოდ ცუდზე გავაკეთე აქცენტი. ხვალ შეგიძლია მისი საუკეთესო მხარე დაინახო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Count Alucard
8 ოქტომბერი 2014 22:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს, ყველას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.
0
№14
ავტორი: gilmour
8 ოქტომბერი 2014 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
ჯერ მწარეს გვაჭმევ ხო?:)))
პროსტა ამის მერე კარგი რაღა უნდა იყოს, შემობრუნება თუ არ შეუძლია ბურთიანად და ცენტრში თამაში, ფლანგზე ისედაც არ ბრწყინავს და არ ყოფილა მაშინ ამის საშველი უნდა დაანებოს ფეხბურთს თავი:)
0
№15
ავტორი: LASHA_MANAGADZE
9 ოქტომბერი 2014 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Sagol avtor magari statia, kargi iqneba tu bevrs gaaketeb
0
№16
ავტორი: DimaSanaia
9 ოქტომბერი 2014 01:48
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
პირველ რიგში სტატიის ავტორს ყოჩაღ !

ჩემი პირადი აზრი კიდევ ნათელია და მიმაჩნია, რომ მატა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ. ასეთი ანალიზი შეგვიძლია ვან პერსიზეც გავაკეთოთ და ნებისმიერ ფეხბურთელზე და ყველას ვუპოვით მინუსებს.

მთავარია ანალიზი გაკეთდეს და გამოსწორდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№17
ავტორი: PaLoMo
9 ოქტომბერი 2014 02:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Es is ar aris rac tqven ggoniat:d..mata erterti sauketesoa am poziciaze da ar unda amas bevri laparaki
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: DiMaria
9 ოქტომბერი 2014 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მატას ფიზიკური აღნაგობა იმის საშუალებას მართლაც არ იძლევა, რომ ბრძოლაში ვინმეს რამე მოუგოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია, ან უუნაროა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top