თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2014, 19:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 16
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)
"ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა.
იკვეთება პირველ ტაიმში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში. არც "ევერტონთან" მატჩი იყო გამონაკლისი. პირველი 45 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგემ მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში და ისიც ისე რა მოახვედრა.

ლუკაკუს დარტყმა კარის მაღლა წავიდა, თუმცა მაკნეირი და დე ხეა სიტუაციას აკონტროლებდნენ (პედი შორეულ კუთხეს კეტავდა, დე ხეას კი ახლო კუთხეში სწორად ჰქონდა შერჩეული პოზიცია). ამგვარად, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში "ევერტონმა" მხოლოდ პენალტის დროს დაარტყა კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


პენალტი

დარღვევის ეპიზოდი პირველი ტაიმის დამატებულ მე-2 წუთზე მოხდა. უკვე აღვნიშნეთ, რომ გატანილი გოლების შემდეგ გუნდი დუნდება და კონცენტრაციას კარგავს, პირველი ტაიმის ბოლოსაც იგივე ხდება. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს.

მაგრამ ეპიზოდს დავუბრუნდეთ.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პენალტი არ იყო. ლუკ შოუმ ბურთზე ითამაშა, თუმცა რომ არც ეთამაშა ეპიზოდში, რომელშიც მოწინააღმდეგე ზურგს უკან გამორბის და ვარდნაში შედის ლუკის დადანაშაულება სისულელე იქნებოდა (გაიხსენეთ ნანის გაძევება ჩაკირის მიერ).

მეორე რიგში, მიმაჩნია, რომ ლუკმა იმ მომენტში კარგად ითამაშა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლუკი ფლანგისკენ იყურება, ალბათ ფიქრობდა, რომ შემტევი სწორედ იმ პოზიციაზე წავიდოდა (წითელი ისრის მიმართულებით), მაგრამ როცა იქ ლურჯ მაისურში ჩაცმული ფეხბურთელი ვერ შეამჩნია მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე ზურგს უკან ჩაირბენდა - სწორი ადგილმდგებარეობის გამო შოუ ბურთთან პირველი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბერტი აჩქარებული იყო.

მინდა აღვნიშნო დი მარიას მოქმედებაც. საჯარიმოში ნელა ბრუნდებოდა, არადა ორი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ორ კაცს შორის გარღვევა არ მომხდარიყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


ამის შემდეგ კი დაინიშნა პენალტი, რომელიც დაარტყა ბეინსმა - კაცმა, რომელიც 10-ში ათს იტანს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


მაგრამ თითოეულ ბეინსს მოეძებნება ერთი დე ხეა.

***


მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი ძლიერ არ შეცვლილა. "იუნაიტედმა" გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაუშვა (ამას ისევ მივუბრუნდებით), გარდა ამისა ფალკაომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი ჯაგიელკას დარტყმის შემდეგ. მეტწილად კი 90 წუთის განმავლობაში "ევერტონს" მომენტი არ ჰქონია.

90+


მეშინია თქმა, მაგრამ დამატებული 4 წუთის განმავლობაში "იუნატედი" იმდენად ჩაჯდა დაცვაში, რომ რობერტო მარტინესის გუნდმა იმაზე მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე მთელი 90 წუთის განმავლობაში.

90-ე წუთზე მოხდა ჩავარდნა სახელად ფელაინი. რა თქმა უნდა არც ცენტრალურ მცველებს უთამაშიათ დიდებულად - როხო ნახევარპოზიციაზე ჩარჩა, მაკნეირს შესაძლოა იდეალური პასის შემთხვევაში ლუკაკუსთვის ვერც მიესწრო. მაგრამ ნერვიულობის მიზეზი არის ის, რომ სანამ ფელაინი ფლანგზე სეირნობდა ბლინდმა ორი შემტევის დაფარვა ვერ მოახერხა. მოედანზე ვალენსია რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს არც კი შევეხებოდით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


***


"ევერტონი" შეტევაში სუსტად გამოიყურებოდა. ლუკაკუ მაკნეირმა "ჩაყლაპა", რაფაელმა და ვალენსიამ კი ბეინსი გააუნებელყვეს.

ყურადღება მიაქციეთ "კანფეტების" მარცხენა ფლანგიდან შეტევის სიხშირეს. მე ამას ბეინსზე დამოკიდებულებას ვუწოდებდი. სიტყვას მოჰყვა და ერთხელ გადაწყვიტეს შეტევის ფლანგის შეცვლა და მაშინვე პენალტი მოიპოვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


სტანდარტული მდგომარეობა

"ევერტონმა" 6 კუთხური მოაწოდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ "კანფეტებს" მინიმუმ 6 საგოლე მომენტი ჰქონდათ. არ ვიცი სტანდარტული მდგომარეობისას რას უკავშირდება ცუდი თამაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ეს სერიოზული საფრთხეა, თუნდაც მოწინააღმდეგე "ვესტ ჰემი" იყოს, "ევერტონი" თუ ვინ.

59-ე წუთზე კუთხურის მოწოდებისა და ჯაგიელკას მიერ თავური დარტყმის შემდეგ ფალკაომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ანგარიში 1:1 იყო და "იუნაიტედი" შესაძლოა განწირულიყო. 87-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ოსმანი მარტო დატოვეს, მაგრამ დე ხეამ ურთულესი ბურთი აიღო.

კუთხურებს მივუმატოთ ჯარიმებიც. სწორედ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მივიღეთ გოლი. დამატებით დროს კი გუნდში პანიკა შეიქმნა, დე ხეას სეივიც სწორედ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ შედგა.

წარმოგიდგენიათ, "ევერტონის" პირველი სახიფათო მომენტი 91-ე წუთზე ვიხილეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ევერტონის" იმედი სტანდარტული მდგომარეობა იყო. თანაც იმის ფონზე, რომ დაცვის ცენტრში მაკნეირი და როხო გვყავს. სიტყვა "ბრწყინვალე" შესანიშნავად ესადაგება "იუნაიტედის" დაცვის ხაზს.

მსაჯები

2014 წელს "იუნაიტედის" კარში დაინიშნა უფრო მეტი პენალტი, ვიდრე პრემიერ-ლიგის სხვა ნებისმიერი გუნდის კარში.

ამის გაგება რბილი მოიესის დროს შეიძლებოდა, მაგრამ ახლა გუნდს საშიშის სტატუსისა და ავტორიტეტის დაბრუნება სჭირდება.

ინგლისელი მსაჯები განებივრებულ ბავშვებს ჰგვანან, თუ ყურზე არ მოჰქაჩავ თამამდებიან.

ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ "იუნაიტედის" აღარ ეშინიათ. თუ მსაჯი მოგონილ პენალტს დანიშნავს არ ეშინია, რომ ტრიბუნებს ქვემოთ მას თავს მოსჭრიან და მის დამხმარეებს პენალტის შესრულების დროს ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევთ.

ვან გაალს მოვუწოდებ მსაჯთა კომიტეტს მიმართოს, თორემ სეზონის ბოლოს ასეთი პენალტების რიცხვის დათვლას ვეღარც კი მოვახერხებთ.

ვალენსია და ერერა

ვალენსია - ეს არის ვალენსია. პოპულარული აზრი: "იუნაიტედს" შეტევაში კრეატივი არ ჰყოფნიდა. შეტევის ხაზში ჩვენ გვყავს მატა, დი მარია, ფალკაო, პერსი, ჩვენ კი კრეატივი გვაკლია. რაღაც შეუსაბამოა არა? მართალია ერერა უფრო უნივერსალია, ვიდრე ვალენსია, მაგრამ "ევერტონთან" შეხვედრაში ვალენსიას გამანადგურებელი შესაძლებლობები სწორედ რომ მისწრება იყო.

შესაძლოა ეს ვალენსიას მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩია გასული და მიმდინარე სეზონის განმავლობაში. თითქოსდა თავის სტიქიაში აღმოჩნდა: მას აღარ სჭირდება ფლანგიდან სასწაული პასების გაკეთება; აღარ სჭირდება დაცვაში თავქუდმოგლეჯილი სირბილი; ამ ფუნქციას გაცილებით უკეთ უმკლავდება რაფაელი. ვალენსიამ კი მოედნის ცენტრში საიმედოობა დაამყარა. ბლინდთან ერთად "ევერტონს" მოედნის ცენტრი წაართვა. კიდევ ერთი პლუსი რაფაელთან ერთად მოქმედებისას გამოვლინდა - ისინი ეპიზოდების მსვლელობისას თავისუფლად ცვლიდნენ პოზიციებს, რაც შეტევის ბევრ ვარიაციას იძლეოდა.

ვიხილოთ უბრალო ეპიზოდი. ანტონიომ შეამჩნია, რომ შეტევის გაგრძელებისთვის ვარიანტი არ არსებობდა, რის გამოც ფლანგზე გაიხსნა. ბევრის თქმით ამ პოზიციაზე კერიკი უნდა იდგეს. უბრალო კითხვა: როგორ მოიქცეოდა კერიკი ამ ეპიზოდში?



მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ "იუნაიტედი" ფელაინის გამოსვლის შემდეგ დაიშალა. მარუანის სრულიად გაუგებარი სირბილი ბლინდს ყველგან დასწრებას აიძულებდა. "ევერტონი" ცენტრს დაეუფლა, ზეწოლა განახორციელა და დამატებით დროში "იუნაიტედი" პანიკამდე მიიყვანა.

თავდასხმის კრიტიკა

ფალკაო, მატა, ვან პერსი.

მატჩის დროს რომლისთვის არ შეგიგინებიათ? ვან პერსიმ ბარათი მიიღო, ფალკაომ ორი მომენტი გააფუჭა, მატამ ბრძოლა წააგო. ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა ამას.

თუმცა მატამ საგოლე პასი გააკეთა, ფალკაომ გოლს გადაგვარჩინა და გოლი გაიტანა. შეტევის ხაზი თავის საქმეს აკეთებს, შეხედეთ იგივე რობინს. ის მოედანზე ბევრს მუშაობს. გუშინ ვერ გაიტანა, მაგრამ ეს მომენტი გვაჩვენებს, რომ მოედანზე ზარმაცები არ თამაშობენ.



ფალკაო და ვან პერსი

შეგიძლიათ წინა სეზონი ნახოთ და რუნისა და ვან პერსის ერთად მოქმედება იხილოთ. არავითარი ერთად მოქმედება არ არსებობდა. მხოლოდ მოედნის ცენტრში გაკეთებული პასებით თუ შემოიფარგლებოდა.

არ ღირს ცხვირის ჩამოშვება და თავის ჩაქინდვრა. მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს ურთიერთქმედება არც უნდა არსებობდეს (იმ გზით, რა გზითაც ქომაგს და ჟურნალისტებს სურთ). პრობლემა სხვა რამეში იმალება: ფალკაო და ვან პერსი ერთმანეთს ჰგვანან და ჯერ-ჯერობით საუკეთესო პოზიციას ვერ არჩევენ.

ყურადღება მიაქციეთ მოთამაშეთა გაშუალედებულ პოზიციებს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


შეტევის დროს ფალკაო და ვან პერსი თითქმის ყოველთვის ერთმანეთთან ახლოს დგანან. ისინი თავიდან ფეხებამდე თავდამსხმელები არიან. სწორედ ამის კეთებას მიეჩვივნენ ისინი - გამწვავებაზე თამაშს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


მეორე გოლის ეპიზოდში თავდამსხმელებს შორის მანძილი 27 მეტრი იყო, რაც ერთ-ერთი მიზეზია წარმატების მიღწევის. გაწელეს დაცვა და მანევრირებისთვის უფრო მეტი თავისუფალი ზონა შექმნეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


რა მოხდება რობინისა და რადამელის წყვილში ამას კიდევ ვნახავთ, მსგავსების პრობლემა კი თავად ლუიმ გადაწყვიტოს.

ცუდ-კარგი დი მარია

ანხელი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი დიდებულების ქვეშ ბევრი რამ იმალება. წინა თამაშში მის მიერ განხორციელებულ არაზუსტ მოწოდებებზე გავამახვილეთ ყურადღება, ახლა კი იმაზე, რომ დაცვაში ნაკლებად ირჯება. ის მშვიდად ბრუნდება უკან, როგორც გოლის ეპიზოდში. გუნდს უჭირს, როცა ბოლო წუთებზე მოწინააღმდეგე ზეწოლას ახორციელებს, დი მარია და ფელაინი კი გუნდს კაცნაკლულს ტოვებენ.

თუმცა ანხელი თავის ნაკლოვანებას შეტევაში კარგი თამაშით ავსებს.

ვფიქრობ, ეს ვიდეო მთლიანად აღწერს ანხელს:



დღის რაფაელი

ბოლოს მინდა ყურადღება გავამახვილო რაფაელზე, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა.

მეორე გოლის ეპიზოდში ჰოვარდმა რაფაელს მისცა ბურთი, კარი ცარიელი იყო, ბრაზილიელს კი შეეძლო პირდაპირ კარში დაერტყა (რუნი, ფალკაო და ვან პერსი ასეც მოიქცეოდნენ და ალბათ რომელიმე მათგანი გაიტანდა კიდეც.) მაგრამ მან ვალენსიას გადააწოდა ბურთი, რომელმაც შესანიშნავად გადასცა ბურთი დი მარიას, ეს ყველაფერი კი გოლით დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


P.S.

"იუნაიტედის" მაისურით დე ხეას 140-ე მატჩი. ეს მეოთხე მაჩვენებელია "იუნაიტედის" მეკარეთა შორის. მართლაც დიდებულად ითამაშა არა?

დე ხეას კრიტიკოსებს ვურჩევ ეს მატჩი გადაწერონ და ახალად უყურონ. მათ შორის დელ ბოსკესაც.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


ავტორი: ალექსანდრ კორენევი

carrick.ru
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 ოქტომბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცარიელი კარი რომ დავინახე მართლა ველოდებოდი, რომ რაფაელი დაარ***მდა და სიმარტლეს ვიტყვი, ძალიან გავბრაზდი, რომ არ სცადა, მაგრამ თურმე სად ხარ wink

დი მარიას ეგ ნაკლი აქვს, მაგრამ მაგან უკანაც რომ ისე ირბინოს, როგორც წინ დარბის, მაშინ სადღაც 70-ე წუთისთვის მისი შეცვლა მოგვიწევს და მის გარეშე რაც ვართ კი ჩნდება თამაშებში.

ფალაკოსა და ვან პერსის საკითხში კი დროს არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებს. პერსი უნდა დაჯდეს, ან ფალკაო დაჯდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ფალკაო დიდებულია არ დაჯდება, გამომდინარე იქიდან რომ ვან პერსი ლუის "შვილობილია" არც ის დაჯდება. არადა სკამზე ფეხბურთელი გვჭირდება. პლუს ამას ნახევარდაცვას ერთი ფეხბურთელი იბარებს, რაც სწორედ როი თავდამსხმელის ბრალია. ან პლეიმეიკერი უნდა მოიხსნას. თორემ დი მარია და მეორე ფლანგზე მდგომი ფეხბურთელი რომ იწევს უკვე გვიანია.

სტანდარტულის დროს რომ დასახვეწები ვართ მაგას ბევრი თქმა არ სჭირდება და არც ყურადღებას გავამახვილებ.

აი პენალტის თაობაზე კი უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები: პენალტი არ იყო. განმეორებაზე ვნახე რამდენიმეჯერ და ასე ვფიქრობ.

ცოტა არ მომწონს ის ფაქტი, რომ ბოლო წუთებზე გვიტევენ და ჩვენ თავს ვიცავთ, მაგრამ რას იზამ. ასე იყო საჭირო - წინა თამაშში რუნი იყო მაგის მიზეზი, ახლა ანგარიშის შენარჩუნება, მაგრამ ამან შეიძლება ერთ დღეს არ გაამართლოს და ყველაზე მეტად ბოლო წუთზე განიავებულ ქულებს ვერ ვიტან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Malboro463
6 ოქტომბერი 2014 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ბბს მიმოხილვის ლინკი მომწერეთ პმ
0
№3
ავტორი: Esi
6 ოქტომბერი 2014 20:25
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყოჩაღ გიო!

რაც შეეხება გუშIნდელ მატჩს, რაფაელი დი მარია და დე ხეა რაღაც სასწაული იყო. მთლიანად გუნდმა ითამაშა კარგად, ამ მეორე ტაიმს რა საქართველოს ნაკრებივით თამაშობენ. იმედია მალე გამოასწორებენ.
0
№4
ავტორი: gilmour
6 ოქტომბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგი განხილვა იყო ვისიამოვნე.
ციტატა: RojoDiablo
დი მარიას ეგ ნაკლი აქვს, მაგრამ მაგან უკანაც რომ ისე ირბინოს, როგორც წინ დარბის, მაშინ სადღაც 70-ე წუთისთვის მისი შეცვლა მოგვიწევს და მის გარეშე რაც ვართ კი ჩნდება თამაშებში.

მეც ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, კაცი ბურთს მიიღებს თუ არა ტყვიასავით გარბის წინ არ ჩერდება და კიდე დაცვაში თუ ირბინა მოვკლათ ბარემ.
ის თამაში გაიხსენეთ ვან გაალმა რო შეცვალა დიმარია ვითომ უმიზეზოდ, ზუსტად მასე თამაშობდა წინ და უკან და მოკვდა ბოლოს.
0
№5
ავტორი: Malboro463
6 ოქტომბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ვიხილოთ უბრალო ეპიზოდი. ანტონიომ შეამჩნია, რომ შეტევის გაგრძელებისთვის ვარიანტი არ არსებობდა, რის გამოც ფლანგზე გაიხსნა. ბევრის თქმით ამ პოზიციაზე კერიკი უნდა იდგეს. უბრალო კითხვა: როგორ მოიქცეოდა კერიკი ამ ეპიზოდში?

კერიკს კარგი პასი და მოედნის ხედვა აქვს და ალბათ მარცხენა ფლანგზედ გადაიტანდა თამაშს ან საჯარიმოში ჩაგდებდა საკაიფოდ ბურთს
0
№6
ავტორი: Wardell
6 ოქტომბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ეჰ მარუან მარუან ძალიან ხე ხარ და მაგრად მწყინს (((
0
№7
ავტორი: VaRdo
6 ოქტომბერი 2014 23:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფელაინი გააგდეთ რა გუნდიდან იმენა შემოგვატყუეს რა. მთლიან ჯამში კაი თამაში იყო თუ ბოლო 5 წუთს არ ჩავთვლი ევერტონს არაფერი არ გაუკეთებია. თან ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუნი, ჯონსი, ერერა გვაკლია. სამი გლადიატორი :* + შოუ ფორმაში ჯერ არაა და ასევე გუნდი ნელა_ნელა უმატებს თამაშს. მოკლედ ოთხეულში 90% შევალთ უბრალოდ მეტი მინდა ამ გუნდით.


საღოლ ბრატ :* ჯიგარი ხარ მევასება ეს სიახლე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Wardell
7 ოქტომბერი 2014 00:35
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სადღაც წავიკითხე მაკნეირმაც ტრამვა მიიღო მინიმუმ 3 კვირიანი (((( რა უბედურებააა ვინ დაგვწყევლა
0
№9
ავტორი: VaRdo
7 ოქტომბერი 2014 01:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: lashavk6
სადღაც წავიკითხე მაკნეირმაც ტრამვა მიიღო მინიმუმ 3 კვირიანი (((( რა უბედურებააა ვინ დაგვწყევლა


კი მიიღო, მაგრამ ეგ დანაკლისად მე არ მიმაჩნია. ჯონსი ბრუნდება ევანსიც როგორც ვიცი და ბლეკეტიც გვყავს უკვე + როხო ასე, რომ. თან 2 კვირა შესვენებაა. ჩელსისთან მაინც არ იქნებოდა ეგ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: red devil
7 ოქტომბერი 2014 07:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ მაგრად გიმუშავია. რაც შეეხება დიმარიას ის შეტევის კაცია და არა დაცვის. ეს უფანტაზიო ფეხბურთელი მაგრად მევასება სულ ბოლომდე საღოლ ავტორ მაგრად გიმუშავია. რაც შეეხება დიმარიას ის შეტევის კაცია და არა დაცვის. ეს უფანტაზიო ფეხბურთელი მაგრად მევასება სულ ბოლომდე საღოლ ავტორ მაგრად გიმუშავია. რაც შეეხება დიმარიას ის შეტევის კაცია და არა დაცვის. ეს უფანტაზიო ფეხბურთელი მაგრად მევასება სულ ბოლომდე საღოლ ავტორ მაგრად გიმუშავია. რაც შეეხება დიმარიას ის შეტევის კაცია და არა დაცვის. ეს უფანტაზიო ფეხბურთელი მაგრად მევასება სულ ბოლომდე იხარჯება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top