თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2014, 19:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2947,
კომენტარები: 16
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)
"ევერტონთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა.
იკვეთება პირველ ტაიმში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში. არც "ევერტონთან" მატჩი იყო გამონაკლისი. პირველი 45 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგემ მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში და ისიც ისე რა მოახვედრა.

ლუკაკუს დარტყმა კარის მაღლა წავიდა, თუმცა მაკნეირი და დე ხეა სიტუაციას აკონტროლებდნენ (პედი შორეულ კუთხეს კეტავდა, დე ხეას კი ახლო კუთხეში სწორად ჰქონდა შერჩეული პოზიცია). ამგვარად, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში "ევერტონმა" მხოლოდ პენალტის დროს დაარტყა კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


პენალტი

დარღვევის ეპიზოდი პირველი ტაიმის დამატებულ მე-2 წუთზე მოხდა. უკვე აღვნიშნეთ, რომ გატანილი გოლების შემდეგ გუნდი დუნდება და კონცენტრაციას კარგავს, პირველი ტაიმის ბოლოსაც იგივე ხდება. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს.

მაგრამ ეპიზოდს დავუბრუნდეთ.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პენალტი არ იყო. ლუკ შოუმ ბურთზე ითამაშა, თუმცა რომ არც ეთამაშა ეპიზოდში, რომელშიც მოწინააღმდეგე ზურგს უკან გამორბის და ვარდნაში შედის ლუკის დადანაშაულება სისულელე იქნებოდა (გაიხსენეთ ნანის გაძევება ჩაკირის მიერ).

მეორე რიგში, მიმაჩნია, რომ ლუკმა იმ მომენტში კარგად ითამაშა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლუკი ფლანგისკენ იყურება, ალბათ ფიქრობდა, რომ შემტევი სწორედ იმ პოზიციაზე წავიდოდა (წითელი ისრის მიმართულებით), მაგრამ როცა იქ ლურჯ მაისურში ჩაცმული ფეხბურთელი ვერ შეამჩნია მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე ზურგს უკან ჩაირბენდა - სწორი ადგილმდგებარეობის გამო შოუ ბურთთან პირველი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბერტი აჩქარებული იყო.

მინდა აღვნიშნო დი მარიას მოქმედებაც. საჯარიმოში ნელა ბრუნდებოდა, არადა ორი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ორ კაცს შორის გარღვევა არ მომხდარიყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


ამის შემდეგ კი დაინიშნა პენალტი, რომელიც დაარტყა ბეინსმა - კაცმა, რომელიც 10-ში ათს იტანს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


მაგრამ თითოეულ ბეინსს მოეძებნება ერთი დე ხეა.

***


მეორე ტაიმში თამაშის ხასიათი ძლიერ არ შეცვლილა. "იუნაიტედმა" გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაუშვა (ამას ისევ მივუბრუნდებით), გარდა ამისა ფალკაომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი ჯაგიელკას დარტყმის შემდეგ. მეტწილად კი 90 წუთის განმავლობაში "ევერტონს" მომენტი არ ჰქონია.

90+


მეშინია თქმა, მაგრამ დამატებული 4 წუთის განმავლობაში "იუნატედი" იმდენად ჩაჯდა დაცვაში, რომ რობერტო მარტინესის გუნდმა იმაზე მეტი მომენტი შექმნა, ვიდრე მთელი 90 წუთის განმავლობაში.

90-ე წუთზე მოხდა ჩავარდნა სახელად ფელაინი. რა თქმა უნდა არც ცენტრალურ მცველებს უთამაშიათ დიდებულად - როხო ნახევარპოზიციაზე ჩარჩა, მაკნეირს შესაძლოა იდეალური პასის შემთხვევაში ლუკაკუსთვის ვერც მიესწრო. მაგრამ ნერვიულობის მიზეზი არის ის, რომ სანამ ფელაინი ფლანგზე სეირნობდა ბლინდმა ორი შემტევის დაფარვა ვერ მოახერხა. მოედანზე ვალენსია რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს არც კი შევეხებოდით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


***


"ევერტონი" შეტევაში სუსტად გამოიყურებოდა. ლუკაკუ მაკნეირმა "ჩაყლაპა", რაფაელმა და ვალენსიამ კი ბეინსი გააუნებელყვეს.

ყურადღება მიაქციეთ "კანფეტების" მარცხენა ფლანგიდან შეტევის სიხშირეს. მე ამას ბეინსზე დამოკიდებულებას ვუწოდებდი. სიტყვას მოჰყვა და ერთხელ გადაწყვიტეს შეტევის ფლანგის შეცვლა და მაშინვე პენალტი მოიპოვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


სტანდარტული მდგომარეობა

"ევერტონმა" 6 კუთხური მოაწოდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ "კანფეტებს" მინიმუმ 6 საგოლე მომენტი ჰქონდათ. არ ვიცი სტანდარტული მდგომარეობისას რას უკავშირდება ცუდი თამაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ეს სერიოზული საფრთხეა, თუნდაც მოწინააღმდეგე "ვესტ ჰემი" იყოს, "ევერტონი" თუ ვინ.

59-ე წუთზე კუთხურის მოწოდებისა და ჯაგიელკას მიერ თავური დარტყმის შემდეგ ფალკაომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ანგარიში 1:1 იყო და "იუნაიტედი" შესაძლოა განწირულიყო. 87-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ოსმანი მარტო დატოვეს, მაგრამ დე ხეამ ურთულესი ბურთი აიღო.

კუთხურებს მივუმატოთ ჯარიმებიც. სწორედ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მივიღეთ გოლი. დამატებით დროს კი გუნდში პანიკა შეიქმნა, დე ხეას სეივიც სწორედ საჯარიმოს გათამაშების შემდეგ შედგა.

წარმოგიდგენიათ, "ევერტონის" პირველი სახიფათო მომენტი 91-ე წუთზე ვიხილეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ევერტონის" იმედი სტანდარტული მდგომარეობა იყო. თანაც იმის ფონზე, რომ დაცვის ცენტრში მაკნეირი და როხო გვყავს. სიტყვა "ბრწყინვალე" შესანიშნავად ესადაგება "იუნაიტედის" დაცვის ხაზს.

მსაჯები

2014 წელს "იუნაიტედის" კარში დაინიშნა უფრო მეტი პენალტი, ვიდრე პრემიერ-ლიგის სხვა ნებისმიერი გუნდის კარში.

ამის გაგება რბილი მოიესის დროს შეიძლებოდა, მაგრამ ახლა გუნდს საშიშის სტატუსისა და ავტორიტეტის დაბრუნება სჭირდება.

ინგლისელი მსაჯები განებივრებულ ბავშვებს ჰგვანან, თუ ყურზე არ მოჰქაჩავ თამამდებიან.

ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ "იუნაიტედის" აღარ ეშინიათ. თუ მსაჯი მოგონილ პენალტს დანიშნავს არ ეშინია, რომ ტრიბუნებს ქვემოთ მას თავს მოსჭრიან და მის დამხმარეებს პენალტის შესრულების დროს ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევთ.

ვან გაალს მოვუწოდებ მსაჯთა კომიტეტს მიმართოს, თორემ სეზონის ბოლოს ასეთი პენალტების რიცხვის დათვლას ვეღარც კი მოვახერხებთ.

ვალენსია და ერერა

ვალენსია - ეს არის ვალენსია. პოპულარული აზრი: "იუნაიტედს" შეტევაში კრეატივი არ ჰყოფნიდა. შეტევის ხაზში ჩვენ გვყავს მატა, დი მარია, ფალკაო, პერსი, ჩვენ კი კრეატივი გვაკლია. რაღაც შეუსაბამოა არა? მართალია ერერა უფრო უნივერსალია, ვიდრე ვალენსია, მაგრამ "ევერტონთან" შეხვედრაში ვალენსიას გამანადგურებელი შესაძლებლობები სწორედ რომ მისწრება იყო.

შესაძლოა ეს ვალენსიას მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩია გასული და მიმდინარე სეზონის განმავლობაში. თითქოსდა თავის სტიქიაში აღმოჩნდა: მას აღარ სჭირდება ფლანგიდან სასწაული პასების გაკეთება; აღარ სჭირდება დაცვაში თავქუდმოგლეჯილი სირბილი; ამ ფუნქციას გაცილებით უკეთ უმკლავდება რაფაელი. ვალენსიამ კი მოედნის ცენტრში საიმედოობა დაამყარა. ბლინდთან ერთად "ევერტონს" მოედნის ცენტრი წაართვა. კიდევ ერთი პლუსი რაფაელთან ერთად მოქმედებისას გამოვლინდა - ისინი ეპიზოდების მსვლელობისას თავისუფლად ცვლიდნენ პოზიციებს, რაც შეტევის ბევრ ვარიაციას იძლეოდა.

ვიხილოთ უბრალო ეპიზოდი. ანტონიომ შეამჩნია, რომ შეტევის გაგრძელებისთვის ვარიანტი არ არსებობდა, რის გამოც ფლანგზე გაიხსნა. ბევრის თქმით ამ პოზიციაზე კერიკი უნდა იდგეს. უბრალო კითხვა: როგორ მოიქცეოდა კერიკი ამ ეპიზოდში?



მატჩის მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ "იუნაიტედი" ფელაინის გამოსვლის შემდეგ დაიშალა. მარუანის სრულიად გაუგებარი სირბილი ბლინდს ყველგან დასწრებას აიძულებდა. "ევერტონი" ცენტრს დაეუფლა, ზეწოლა განახორციელა და დამატებით დროში "იუნაიტედი" პანიკამდე მიიყვანა.

თავდასხმის კრიტიკა

ფალკაო, მატა, ვან პერსი.

მატჩის დროს რომლისთვის არ შეგიგინებიათ? ვან პერსიმ ბარათი მიიღო, ფალკაომ ორი მომენტი გააფუჭა, მატამ ბრძოლა წააგო. ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა ამას.

თუმცა მატამ საგოლე პასი გააკეთა, ფალკაომ გოლს გადაგვარჩინა და გოლი გაიტანა. შეტევის ხაზი თავის საქმეს აკეთებს, შეხედეთ იგივე რობინს. ის მოედანზე ბევრს მუშაობს. გუშინ ვერ გაიტანა, მაგრამ ეს მომენტი გვაჩვენებს, რომ მოედანზე ზარმაცები არ თამაშობენ.



ფალკაო და ვან პერსი

შეგიძლიათ წინა სეზონი ნახოთ და რუნისა და ვან პერსის ერთად მოქმედება იხილოთ. არავითარი ერთად მოქმედება არ არსებობდა. მხოლოდ მოედნის ცენტრში გაკეთებული პასებით თუ შემოიფარგლებოდა.

არ ღირს ცხვირის ჩამოშვება და თავის ჩაქინდვრა. მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს ურთიერთქმედება არც უნდა არსებობდეს (იმ გზით, რა გზითაც ქომაგს და ჟურნალისტებს სურთ). პრობლემა სხვა რამეში იმალება: ფალკაო და ვან პერსი ერთმანეთს ჰგვანან და ჯერ-ჯერობით საუკეთესო პოზიციას ვერ არჩევენ.

ყურადღება მიაქციეთ მოთამაშეთა გაშუალედებულ პოზიციებს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


შეტევის დროს ფალკაო და ვან პერსი თითქმის ყოველთვის ერთმანეთთან ახლოს დგანან. ისინი თავიდან ფეხებამდე თავდამსხმელები არიან. სწორედ ამის კეთებას მიეჩვივნენ ისინი - გამწვავებაზე თამაშს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


მეორე გოლის ეპიზოდში თავდამსხმელებს შორის მანძილი 27 მეტრი იყო, რაც ერთ-ერთი მიზეზია წარმატების მიღწევის. გაწელეს დაცვა და მანევრირებისთვის უფრო მეტი თავისუფალი ზონა შექმნეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


რა მოხდება რობინისა და რადამელის წყვილში ამას კიდევ ვნახავთ, მსგავსების პრობლემა კი თავად ლუიმ გადაწყვიტოს.

ცუდ-კარგი დი მარია

ანხელი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი დიდებულების ქვეშ ბევრი რამ იმალება. წინა თამაშში მის მიერ განხორციელებულ არაზუსტ მოწოდებებზე გავამახვილეთ ყურადღება, ახლა კი იმაზე, რომ დაცვაში ნაკლებად ირჯება. ის მშვიდად ბრუნდება უკან, როგორც გოლის ეპიზოდში. გუნდს უჭირს, როცა ბოლო წუთებზე მოწინააღმდეგე ზეწოლას ახორციელებს, დი მარია და ფელაინი კი გუნდს კაცნაკლულს ტოვებენ.

თუმცა ანხელი თავის ნაკლოვანებას შეტევაში კარგი თამაშით ავსებს.

ვფიქრობ, ეს ვიდეო მთლიანად აღწერს ანხელს:



დღის რაფაელი

ბოლოს მინდა ყურადღება გავამახვილო რაფაელზე, რომელმაც კიდევ ერთი დიდებული მატჩი ჩაატარა.

მეორე გოლის ეპიზოდში ჰოვარდმა რაფაელს მისცა ბურთი, კარი ცარიელი იყო, ბრაზილიელს კი შეეძლო პირდაპირ კარში დაერტყა (რუნი, ფალკაო და ვან პერსი ასეც მოიქცეოდნენ და ალბათ რომელიმე მათგანი გაიტანდა კიდეც.) მაგრამ მან ვალენსიას გადააწოდა ბურთი, რომელმაც შესანიშნავად გადასცა ბურთი დი მარიას, ეს ყველაფერი კი გოლით დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


P.S.

"იუნაიტედის" მაისურით დე ხეას 140-ე მატჩი. ეს მეოთხე მაჩვენებელია "იუნაიტედის" მეკარეთა შორის. მართლაც დიდებულად ითამაშა არა?

დე ხეას კრიტიკოსებს ვურჩევ ეს მატჩი გადაწერონ და ახალად უყურონ. მათ შორის დელ ბოსკესაც.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" (ტაქტიკური ანალიზი)


ავტორი: ალექსანდრ კორენევი

carrick.ru
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
7 ოქტომბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
საღოლ უჟმურ wink როგორც ყოველთვის მაგარი ხარ ოღონდ თავში არ აგივარდეს ahahaha რაც შეეხება განხილვას ^_^ ფალკაოს და პერსის შეთამაშება უნდათ ორივე გოლეადორია და სასწაულ ბურთებს იტანენ... ნახევარდაცვა მატა მაგრად ირჯება და თავისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად კარგად ფლობს ბურთს ნუ ზოგი შემთხვევა გამონაკლისია ვის არ დაუკარგავს პოზიცია, დი მარია სასწაულია ამ თამაში თუ არა წინა თამაში რამდენიჯერმა გამოგვიტანა ბურთი საჯარიმოდან როცა მცველები თხებს კოდავდნენ :დდ ბლინდი-ვალენსია რა ვთქვა ეხლა გვანცას არ ვაწყენინებ და კარგები იყვნენ wink დაცვაში კიდე პროგრესი ჩანს gun2 დალშე დე ხეა უდავოდ საუკეთესო ხდება love ხე გაიტანეთ ჯართში ჩააბარეთ... კარგი თამაში იყო უდავო ლიდერის გარეშე :) 3-1 რო მოგვეგო უფრო მაგრად გამიხარდებოდა wink
0
№12
ავტორი: Wardell
7 ოქტომბერი 2014 14:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
VaRdo,
მე ვთვლი დანაკლისად მაგრად მომწონს ეგ ბიჭი რა უკვე ჯობია სმოლინგსაც და ევანსსაც მირჩევნია დაჟე პოზიციურად ძაან მაგრა თამაშობს შეჭამა ლუკაკუ რასაც ქვია ის ერთი მომენტი რაც ქონდა იქაც კარში რო დაერ*** პედი დაუფარებდა
0
№13
ავტორი: GeorgeBest
7 ოქტომბერი 2014 18:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტანდარტების დროს დიდი საფრთხე იქმნება კართან. წინა მატჩში ვესტ ჰემს დააბრალეს რადგან ეგ მაგათი პიუსია მარა ყველა თამაშში ესეა
0
№14
ავტორი: RojoDiablo
7 ოქტომბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ენასწრაფო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: VaRdo
7 ოქტომბერი 2014 22:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: lashavk6
VaRdo,
მე ვთვლი დანაკლისად მაგრად მომწონს ეგ ბიჭი რა უკვე ჯობია სმოლინგსაც და ევანსსაც მირჩევნია დაჟე პოზიციურად ძაან მაგრა თამაშობს შეჭამა ლუკაკუ რასაც ქვია ის ერთი მომენტი რაც ქონდა იქაც კარში რო დაერ*** პედი დაუფარებდა


გამოჯამრთელდება და ნახავ როცა ჯონსია რამდენი თამაში მოუწევს ;) დანაკლისი რუნია და ერერა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 11:10
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ისეთი სტატიაა, კითხვას რომ მორჩები სიგარეტს გაუკიდო smoke wink

რავი, რაღა დავამატო, ერთი იმის იმედი მაქვს რომ ფორმაში შევლენ ფეხბურთელები. რომ დავუკვირდეთ, ვინ არის ეხლა ჩვენი ფეხბურთელებიდამ ფორმაში ?! ერთი დი მარია, ფალკაო არ ვიცით როგორ განაგრძობს თამაშს გოლის მერე. რუნი აქამდე არ იყო ფორმაში და სანაკრებო პაუზის მერე არ ვიცი როგორი დაბრუნდება. ვან პერსი - უკომენტაროდ. მატას მინუსებზე ბევრი ვილაპარაკეთ ზევით სტატიაში. ერთი ბლინდი და ერერა არიან სტაბილურები, მაგრამ რათ გინდა, ტრავმიანობა არ გვასვენებს. დაცვაში ჯონსი დაბრუნდება და მე ეგ ფეხბურთელი ცუდ ფორმაში არ მინახავს, აი ევანსს რა დაემართა ამ სეზონში ნაღდად არ ვიცი, მაგრად მომწონდა ბოლო სეზონებში. შოუმ მოუმატა და კიდე უფრო უნდა მოუმატოს, რადგან რაც სოტონში იყო, იმის ნახევარი არ არის ახლა იუნაიტედში. რაფაელი ყოველთვის კარგ ფორმაშია და დე ხეამ კი გაგვაჩუმა კრიტიკოსები.

მოკკლედ, ლუი მართალი ყოფილა 3 თვე გვჭირდება ფორმაში შესასვლელადო..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top