თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 19:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალი "ევერტონთან" მატჩის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო ზედიზედ ორი შეხვედრა. დღეს "იუნაიტედმა" "ევერტონს" საშინაო არენაზე ფალკაოს, დი მარის გოლებისა და დე ხეას საოცარი თამაშის წყალობით 2:1 სძლია.

თამაში ორივე ნახევარში: "ვესტ ჰემთან" მატჩის მსგავსად აქაც დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ. უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ. შემდეგ კი ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთამდე "ევერტონს" არავითარი შანსი არ ჰქონია, მაგრამ საბედნიეროდ დე ხეამ პენალტი აიღო. შემდეგ კი ვიფიქრე, რომ მეორე ტაიმში უფრო გაგვიადვილდებოდა, რადგან "ევერტონს" გათანაბრება სურდა, ასე რომ, ჩვენ ბურთი უნდა დაგვეჭირა. მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. შემდეგ შეცვლა განვახორციელე, რათა გუნდის ორგანიზებას დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი ცვლილების მიუხედავად არაფერი გაუმჯობესებულა, რადგან ბოლო 15 წუთში მათ სამი დიდებული მომენტი ჰქონდათ."

დე ხეას თამაში: დავიდ დე ხეა დღეს ფანტასტიური იყო. როცა შენს წინ ამდენი ფეხბურთელი დგას ხედვა გიჭირს. როცა დარტყმა საჯარიმოს გარედან ხორციელდება ბურთის დანახვას ბოლო მომენტამდე ვერ ახერხებ, თუმცა მას არაჩვეულებრივი რეფლექსები აქვს.

ფალკაოს გოლი: დიახ, მას ეს გოლი სჭირდებოდა. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გოლის გასატანად ბევრი უნდა ემუშავა. ის არის მოთამაშე, რომელსაც თითოეულ შეხვედრაში გააქვს გოლი, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევს. ახლა უკვე გაიტანა, საერთაშორისო შესვენების შემდეგ უკეთ იგრძნობს თავს.

დი მარიას თამაში: პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ის გუნდური ფეხბურთელია, რამეთუ საგოლე პასებს აკეთებს და ბევრი გოლიც გააქვს. როცა ბურთს ვერ ვფლობთ გუნდში ბალანსი გვჭირდება. ამ პრობლემის გადასაწყვეტი საშუალება უნდა ვიპოვოთ. დი მარია შესანიშნავად მოქმედებს. ის დაცვაშიც მუშაობს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი თამაში გაუმჯობესებას საჭიროებს. როცა ბურთს ვფლობთ, მისი შენარჩუნება უნდა შეგვეძლოს, ამას კი ვერ ვახერხებთ. ამიტომაც მეორე ტაიმი რთული იყო გულშემატკივართათვის, ფეხბურთელთათვის, შეცვლაზე შემოსულთათვის, ასევე მწვრთნელისთვის.

შოუს ტრავმა: მას მუხლზე ჰქონდა პრობლემა და მისი გამიზეზება შეიძლებოდა, ამიტომაც გავიყვანე.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: NUGI
5 ოქტომბერი 2014 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
კაი თამაში იყო
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 ოქტომბერი 2014 19:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მზად ვარ ყველა თამაშში ასე ვინერვიულო თუ კი საბოლოოდ მოვიგებთ. დე ხეას უბრალოდ დიდი მადლობა. მხოლოდ პენალტის აღება არაა საქმე, ოსმანს აუღო საოცარი ბურთი და ბოლო წამებზე ხომ სულ საოცრება გააკეთა. მისი ემოცია რად ღირს მხოლოდ, როცა მსაჯის სასტვენის ხმა გაიგო. ჩვენი კიპერი ისევ ფორმაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Jubo
5 ოქტომბერი 2014 19:50
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მომნატრებია შეკრებიდან ბედნიერი სახით გამოსვლა. მადლობა დე ხეას ამის შესაძლებლობა რომ მომცა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: VaRdo
5 ოქტომბერი 2014 20:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აქამდე შეგეკრიჭა თმები დავიდ? wink აშკარად გამძიმებდა ეხლა კიდე დაფრინავ wink

საღოლ რა :* სერიოზული გუნდია თან რომ ვფიქრობ ვინ გვაკლია? რუნი, ერერა, ჯონსი, კერიკი. love ჯერ სად ხართ.

მეორე ტაიმში ყველამ გადაგვირბინა ეს კი აშკარად გამოსაწორებელია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: Best 7
5 ოქტომბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
საღოლ დე ხეას! კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ და ზამთრისთვის უნდა ვიფრინოთ!
0
№6
ავტორი: Count Alucard
5 ოქტომბერი 2014 20:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეორე ტაიმი არ მომწონს არცერთ თამაშში,. პირველში დაფრინავენ მეორეში ყველა გვერევა, რაღაც უნდა ქნას ვან გაალმა.
0
№7
ავტორი: Manchester_M
5 ოქტომბერი 2014 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი სული მაქ როდის ვუყურებ თამაშს :)) მალადეც ბიჭებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ :))
0
№8
ავტორი: tupaca
5 ოქტომბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გილოცავთ ყველას თამაშისთვის არ მიყური. მაგრამ შეგუებული ვიყავი წინასწარ, ყველაზე მაგრად ფალკაოს გოლი და დეხეას კარგი თამაში გამისწორდა, ეს ერთი და სხვა მრავალი: )))
0
№9
ავტორი: GeorgeBest
5 ოქტომბერი 2014 21:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დი მარია და დე ხეა გამორჩეულები იყვნენ დღეს
0
№10
ავტორი: DiMaria
5 ოქტომბერი 2014 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გიორგი,
feel
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top