თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2014, 19:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2656,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალი "ევერტონთან" მატჩის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო ზედიზედ ორი შეხვედრა. დღეს "იუნაიტედმა" "ევერტონს" საშინაო არენაზე ფალკაოს, დი მარის გოლებისა და დე ხეას საოცარი თამაშის წყალობით 2:1 სძლია.

თამაში ორივე ნახევარში: "ვესტ ჰემთან" მატჩის მსგავსად აქაც დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ. უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ. შემდეგ კი ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთამდე "ევერტონს" არავითარი შანსი არ ჰქონია, მაგრამ საბედნიეროდ დე ხეამ პენალტი აიღო. შემდეგ კი ვიფიქრე, რომ მეორე ტაიმში უფრო გაგვიადვილდებოდა, რადგან "ევერტონს" გათანაბრება სურდა, ასე რომ, ჩვენ ბურთი უნდა დაგვეჭირა. მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. შემდეგ შეცვლა განვახორციელე, რათა გუნდის ორგანიზებას დავხმარებოდი, მაგრამ ჩემი ცვლილების მიუხედავად არაფერი გაუმჯობესებულა, რადგან ბოლო 15 წუთში მათ სამი დიდებული მომენტი ჰქონდათ."

დე ხეას თამაში: დავიდ დე ხეა დღეს ფანტასტიური იყო. როცა შენს წინ ამდენი ფეხბურთელი დგას ხედვა გიჭირს. როცა დარტყმა საჯარიმოს გარედან ხორციელდება ბურთის დანახვას ბოლო მომენტამდე ვერ ახერხებ, თუმცა მას არაჩვეულებრივი რეფლექსები აქვს.

ფალკაოს გოლი: დიახ, მას ეს გოლი სჭირდებოდა. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გოლის გასატანად ბევრი უნდა ემუშავა. ის არის მოთამაშე, რომელსაც თითოეულ შეხვედრაში გააქვს გოლი, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევს. ახლა უკვე გაიტანა, საერთაშორისო შესვენების შემდეგ უკეთ იგრძნობს თავს.

დი მარიას თამაში: პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ის გუნდური ფეხბურთელია, რამეთუ საგოლე პასებს აკეთებს და ბევრი გოლიც გააქვს. როცა ბურთს ვერ ვფლობთ გუნდში ბალანსი გვჭირდება. ამ პრობლემის გადასაწყვეტი საშუალება უნდა ვიპოვოთ. დი მარია შესანიშნავად მოქმედებს. ის დაცვაშიც მუშაობს, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი თამაში გაუმჯობესებას საჭიროებს. როცა ბურთს ვფლობთ, მისი შენარჩუნება უნდა შეგვეძლოს, ამას კი ვერ ვახერხებთ. ამიტომაც მეორე ტაიმი რთული იყო გულშემატკივართათვის, ფეხბურთელთათვის, შეცვლაზე შემოსულთათვის, ასევე მწვრთნელისთვის.

შოუს ტრავმა: მას მუხლზე ჰქონდა პრობლემა და მისი გამიზეზება შეიძლებოდა, ამიტომაც გავიყვანე.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
6 ოქტომბერი 2014 06:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია ჩელსისთან დეხეა იფერენს ეს კოშტაც რო მაგრად თამაშობს იქნებ მივხედოთ როგორმე
0
№12
ავტორი: AkkRed
6 ოქტომბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩელსისთან ერერა უეჭველი უნდა იყოს და ჯონსი რო დაცვას გამაგრებული იყოს თორე ფაბრე და კოშტა გაგიჟებულები არიან
0
№13
ავტორი: chudikone
6 ოქტომბერი 2014 10:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: AkkRed
ჩელსისთან ერერა უეჭველი უნდა იყოს და ჯონსი რო დაცვას გამაგრებული იყოს თორე ფაბრე და კოშტა გაგიჟებულები არიან

ყველანაირად გეთანხმები. + ამას ვან პერსი ტყუილად იკავებს ადგილს ძირითადში და მის დაყენებას ჯობია სამი ჩამშლელით ვითამაშოთ ჩელსისთან თორე სახეს გაგვაძრობენ. წინ ფალკაო, უკან მატა და მოედნის ცენტრში ერერა ბლინდი და ქერიქი. დაცვაში რაფიკა ჯონსი როხო და შოუ. დი მარია კიდე ყველგან იქნება, როგორც ყოველთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top