თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2014, 22:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 16
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
მატა ძირითადში ითამაშებს.
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ევერტონის" წინააღმდეგ პედი მაკნეირი და ხუან მატა შენადგენლობაში იქნებიან.

ესპანელი ნახევარცმველი, ხუან მატა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოთამაშე უეინ რუნის "ათიანის" პოზიციაზე ჩაანაცვლებს, ხოლო პედი მაკნეირი, რომელმაც სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა "ვესტ ჰემთან" მატჩში, ფილ ჯონსის ნაცვლად ითამაშებს.

"ხუანი კარგად თამაშობს თავის პოზიციაზე. არჩევანის გაკეთება მომიწევს. უეინი დამაკლდება, რადგან ის გუნდის კაპიტანია, მაგრამ მატასაც მშვენივრად შეუძლია თამაში."

"ჯერ კიდევ სამი ტრავმირებული ცენტრალური მცველი გვყავს, ასე რომ, მაკნეირმა უნდა ითამაშოს. ის ერთადერთი მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელია, რომელიც ჯანმრთელია. წინა კვირას არჩვენი მასზე შევაჩერე და შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის რთულია ასეთ დონეზე თამაში - ეს მისი ურთულესი გამოცდა იქნება."

"ჩვენ რვა ტრავმირებული და ერთი დისკვალიფიცირებული გვყავს, ასე რომ, 9 ფეხბურთელია ხელმიუწვდომელი. ამის ახსნა რთულია. შენ შეიძლება ჯანმრთელი იყო, მაგრამ ფორმაში არ იყო - ეს დიდი სხვაობაა. მაგალითად, ანდერ ერერა ფორმაშია, მაგრამ ნეკნის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მარუან ფელაინი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის."
- განაცხადა ვან გაალმა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
3 ოქტომბერი 2014 21:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატა ისედაც უნდა იდგეს თავის პოზიციაზე ჩემი აზრით. ვნახოთ რუნის გარეშე გუნდი როგორ ითამაშებს. ერერაც მაგრად დაგვაკლდება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 ოქტომბერი 2014 21:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ევერტონის" თავდასხმა გაცილებით რთულად შესაჩერებელი იქნება, ვიდრე ვესტ ჰემის. ლუკაკუ მშვენივრად თამაშობს და არც ბებერი ეტო'ოა ხელწამოსაკრავი. მეორე სართულზე უფრო მარტივი უნდა იყოს წესით, ვიდრე ვესტ ჰემთან, მაგრამ თუ მცველებიც ჩავიდნენ მერე მაგრად დაცხება საჯარიმოში. ასე რომ, მაკნეირს რთული გამოცდა ელოდება. თუ არ ანერვიულდება და წინა მატჩის გამოცდილებას აქაც გადმოიტანს ყველაფერი კარგად იქნება.

მატას კი უბრალოდ საოცარი შანსი ეძლევა თავისი ძალების დასამტკიცებლად. ეს უნდა გამოიყენოს. თუ არადა მას ალბათ მართლაც სხვა გუნდში ვიხილავთ.

საერთო ჯამში კი მოგება ძალიან გვჭირდება და იმედებს ნუ გაგვიცრუვებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: VaRdo
3 ოქტომბერი 2014 22:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჯონსი ერერა რუნი winked ეჰ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: ლადო
3 ოქტომბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Auu hereraa :-(
0
№5
ავტორი: Malboro463
3 ოქტომბერი 2014 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვიცე კაპიტანი იქნება ხვალე ძირითადში ალბათ
0
№6
ავტორი: LizarD
3 ოქტომბერი 2014 23:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რთული თამაშია, ფელაინის მიეცემა ალბათ შანსი
0
№7
ავტორი: DiMaria
3 ოქტომბერი 2014 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამ თამაშში წინასგან განსხვავებით ასისტს ან გოლს გპირდებით. მარა მაგ ევერტონის ისე მეშინია რამე არ მომტეხონ.

მე და მატა ერთად უკეთ ვითამაშებთ ვიდრე მე და რუნი.
0
№8
ავტორი: Shako Jones
4 ოქტომბერი 2014 00:03
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ტფუ რა ბრაკები არიან დღევანდელი ფეხბურთელები :)))) როგორ შეიძლება ასე უბრალოდ სულ ტრავმები ჰქონდეს ფეხბურთელს.
0
№9
ავტორი: Wardell
4 ოქტომბერი 2014 00:30
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კრასნოდართან თამაშს თუ უყურეთ ვინმემ? ძირითადი შემადგენლობით არა მაგრამ იმ დაცვით და ნახევარდაცვით ითამაშა რაც კვირას ეყოლება 1-2 ცვლილებას თუ არ ჩავთვლით და არც ისე კარგად გამოიყურებოდნენ 5-6 კარგი საგოლე მომენტი ქონდათ რუსებს უბრალოდ კლასი არ ეყოთ და იმედია პერსი-ფალკაო გამოიყენებენ შანსებს და სულაც არ წარმოადგენს სასწაულ ბარიერს ევერტონი ;) მთავარია სისწრაფეებში არ წავაგოთ ეს ნეისმიტი და ლუკაკუ შობელძაღლები არიან :D :D :D
0
№10
ავტორი: Count Alucard
4 ოქტომბერი 2014 01:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
lashavk6,
მე ვუყურე მაგ თამაშს და ეგრე გადაჭრითაც ვერ ვიტყვით, ინგლისურ გუნდებს ყოველთვის კიდიათ ევროპის ლიგა და შეიძლება იქ სულაც წაეგოთ მაგრამ ჩვენტან თავს გაიგიჟებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top