თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2014, 22:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2684,
კომენტარები: 16
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
მატა ძირითადში ითამაშებს.
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ევერტონის" წინააღმდეგ პედი მაკნეირი და ხუან მატა შენადგენლობაში იქნებიან.

ესპანელი ნახევარცმველი, ხუან მატა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოთამაშე უეინ რუნის "ათიანის" პოზიციაზე ჩაანაცვლებს, ხოლო პედი მაკნეირი, რომელმაც სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა "ვესტ ჰემთან" მატჩში, ფილ ჯონსის ნაცვლად ითამაშებს.

"ხუანი კარგად თამაშობს თავის პოზიციაზე. არჩევანის გაკეთება მომიწევს. უეინი დამაკლდება, რადგან ის გუნდის კაპიტანია, მაგრამ მატასაც მშვენივრად შეუძლია თამაში."

"ჯერ კიდევ სამი ტრავმირებული ცენტრალური მცველი გვყავს, ასე რომ, მაკნეირმა უნდა ითამაშოს. ის ერთადერთი მარჯვენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელია, რომელიც ჯანმრთელია. წინა კვირას არჩვენი მასზე შევაჩერე და შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის რთულია ასეთ დონეზე თამაში - ეს მისი ურთულესი გამოცდა იქნება."

"ჩვენ რვა ტრავმირებული და ერთი დისკვალიფიცირებული გვყავს, ასე რომ, 9 ფეხბურთელია ხელმიუწვდომელი. ამის ახსნა რთულია. შენ შეიძლება ჯანმრთელი იყო, მაგრამ ფორმაში არ იყო - ეს დიდი სხვაობაა. მაგალითად, ანდერ ერერა ფორმაშია, მაგრამ ნეკნის ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მარუან ფელაინი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის."
- განაცხადა ვან გაალმა წინა სამატჩო პრეს-კონფერენციაზე.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
16 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
4 ოქტომბერი 2014 07:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
nika_123,
getanxmebi tan xo kidiat eg evropis liga magram,tan xelovnuri balaxia.,da tan ukve 1 gradusia temperatura.. Raga evertoni baierns rogor gauchirda ar naxet?
0
№12
ავტორი: chudikone
4 ოქტომბერი 2014 08:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი აზრით ჯობია 1 თავდამსხმელით ვითამაშოთ, მატა 10ნზე დადგეს და ორი საყრდენით გავამაგროთ ცენტრი. დი მარია და რაფაელი ფლანგებიდან უნდა უტევდნენ. თუ იცით ბლეკეტი ხელმისაწვდომია ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: REDDEVILS
4 ოქტომბერი 2014 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
chemi azrit felainic imsaxurebs shans da araa ese ubralod gasashvebi. ianuzaic atamashos bolobolo tore wava juveshi
0
№14
ავტორი: Manchester_M
4 ოქტომბერი 2014 09:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
უნდა მოვიგოთ ეს თამაში არაა წასაგები მატჩი ეს წინაც წავიწევით 1-2 ადგილით :)))

მატა კარგია იმედია თავს გამოიჩენს და რუნის დაბრუნების შემდეგაც არ იქნება დაჩაგრული
0
№15
ავტორი: Mufc7
4 ოქტომბერი 2014 10:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვნახოთ მატა ამ შანსს როგორ განოიყენებს და კიდევ შეძლებს თუ არა მაკნეირი ჩვენს მოხიბვლას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: Donkirvala
4 ოქტომბერი 2014 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ორივე გუნდი მიახლოვებით ერთნაირ სიტუაციაშია დაცვის ხაზი ორივეში გადახალისებულია. ასე რომ მხიარულ და უხვგოლიან შეხვედრას ველოდები იმედია მოვიგებთ manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top