"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, ჯი-სუნ პარკი ელჩის პოსტის თანამდებობაზე კლუბს უბრუნდება.
ამ მოვლენის აღსანიშნავად "ევერტონთან" მატჩის დაწყებამდე იაპონელი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად "ოლდ ტრაფორდს" კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.
პაკის მოვალეობა კლუბის სახელით სხვადასხვა მოვლენებზე დასწრება იქნება.
კორეელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 7 წლის განმავლობაში თამაშობდა (2005/12) და ამ პერიოდში მან პრემიერ-ლიგის 4, ლიგის თასის სამი, ჩემპიონთა ლიგისა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ტიტული მოიგო.
ის აზიის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, რადგან პირველი აზიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგისა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით უამრავი მოგონება მაქვს. მოხარული და ამაყი ვარ, რომ კლუბის ელჩი გავხდი."
"ჩემი ცხოვრებისა და კარიერის უდიდესი მომენტები აქ მაქვს გატარებული და არასდროს დამავიწყდება მხარდაჭერა, რომელსაც კლუბისა და გულშემატკივრისგან ვგრძნობდი. მოუთმენლად ველოდები "იუნაიტედში" დაბრუნებას და ასეთი დიადი მომენტების გაზიარებას." - აცხადებს პარკი.
კლუბის მმართველი დირექტორი, რიჩარდ არნოლდი:
"ჯი შესანიშნავად ემსახურა კლუბს და მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩი გახდა. ის ყოველთვის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა "ოლდ ტრაფორდისა" და მსოფლიო მასშტაბით მყოფ გულშემატკივრებს შორის და მისი ახალი როლი ჯის ქომაგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს."
"ის ყოფილი ფეხბურთელების გრძელ სიას უერთდება, რომლებიც კლუბში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ. ამით კლუბი ცხადყოფს, რომ არამარტო მსოფლიო კლასისა და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენის უნარი აქვს, არამედ კარიერადამთავრებული ფეხბურთელების დაბრუნების უნარიც."