თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 12
კორეელი კლუბში ბრუნდება
ჯი სუნ პარკი კლუბს უბრუნდება.
კორეელი კლუბში ბრუნდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, ჯი-სუნ პარკი ელჩის პოსტის თანამდებობაზე კლუბს უბრუნდება.

ამ მოვლენის აღსანიშნავად "ევერტონთან" მატჩის დაწყებამდე იაპონელი სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად "ოლდ ტრაფორდს" კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.

პაკის მოვალეობა კლუბის სახელით სხვადასხვა მოვლენებზე დასწრება იქნება.

კორეელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 7 წლის განმავლობაში თამაშობდა (2005/12) და ამ პერიოდში მან პრემიერ-ლიგის 4, ლიგის თასის სამი, ჩემპიონთა ლიგისა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ტიტული მოიგო.

ის აზიის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, რადგან პირველი აზიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგისა და ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით უამრავი მოგონება მაქვს. მოხარული და ამაყი ვარ, რომ კლუბის ელჩი გავხდი."

"ჩემი ცხოვრებისა და კარიერის უდიდესი მომენტები აქ მაქვს გატარებული და არასდროს დამავიწყდება მხარდაჭერა, რომელსაც კლუბისა და გულშემატკივრისგან ვგრძნობდი. მოუთმენლად ველოდები "იუნაიტედში" დაბრუნებას და ასეთი დიადი მომენტების გაზიარებას."
- აცხადებს პარკი.

კლუბის მმართველი დირექტორი, რიჩარდ არნოლდი:

"ჯი შესანიშნავად ემსახურა კლუბს და მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩი გახდა. ის ყოველთვის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა "ოლდ ტრაფორდისა" და მსოფლიო მასშტაბით მყოფ გულშემატკივრებს შორის და მისი ახალი როლი ჯის ქომაგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს."

"ის ყოფილი ფეხბურთელების გრძელ სიას უერთდება, რომლებიც კლუბში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ. ამით კლუბი ცხადყოფს, რომ არამარტო მსოფლიო კლასისა და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენის უნარი აქვს, არამედ კარიერადამთავრებული ფეხბურთელების დაბრუნების უნარიც."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
3 ოქტომბერი 2014 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
dzalian magariaaa....
0
№12
ავტორი: Best 7
3 ოქტომბერი 2014 18:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან კარგია რო დაბრუნდა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top