თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2014, 10:32
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3166,
კომენტარები: 11
ჰუმელსის საგა დასრულდა
გერმანელი მცველის მომავალი გადაწყვეტილია.
ჰუმელსის საგა დასრულდა
მატს ჰუმელსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამინზე იყო "წითელი ეშმაკუნების" რადარზე, თუმცა გასული სატრანსფერო ფანჯარა მისი ტრანსფერის გარეშე დასრულდა.

თუმცა "იუნაიტედის" თავკაცობა უკან დახევას არ გეგმავს და მის შეძენეას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საქმე სულ სხვაგვარად ვითარდება, რადგან ჰუმელსის თქმით იგი კლუბს უახლოს მომავალში არ გამოიცვლის.

"ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც დიდი კლუბები შენდამი ყურადღებას იჩენენ." - აცხადებს ჰუმელსი. "მე მივიღებ კომპლიმენტს, მაგრამ ეს ჩემს კარიერაზე არ იმოქმედებს. დორტმუნდში ჩვენ საკმარისად გვიხდიან."

"ყოველთვის იქნება ვინც "დორტმუნდზე" მეტს გადაგიხდის, მაგრამ ამ კლუბმა დიდი პროგრესი განიცადა. ვფიქრობ რომ ესეც საკმარისია ჩემთვის."

"თუ ერთ დღესაც მე საზღვარგარეთ თამაშზე დავიწყებ ფიქრს, ამის მიზეზი ფული არ იქნება. მაგრამ ამ მომენტზე ეხლაც კი არ მინდა ფიქრი. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს უნდა მივაღწიოთ ერთად."
დაასრულა ჰუმელსმა.

ახლა, როდესაც გერმანელის ტრანსფერი გამოირიცხა, ვან გაალმა სხვაგან უნდა გამონახოს საკუთარი გუნდის დაცვითი ხაზის გაძლიერების საშუალება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰოლანდიელი ჰუმელსის თანაგუნდელის ნევან სუბოტიჩის და რონ ვლაარის გადმობირებას შეეცდება.

წყარო: Mirror


მოახერხებს "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ახლანდელი დაცვითი ხაზის თანხლებით?

დიახ
ვერა

ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
1 ოქტომბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არადა მცველი როგორ გვჭირდება
0
№2
ავტორი: RojoDiablo
1 ოქტომბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰუმელსის ძირითადი აქცენტი ფულზე კეთდება, მაგრამ ფული არ არის ყველაფერი. ზოგიერთი ფეხბურთელი სხვა რამესაც აქცევს ყურადღებას.

კლუბის ისტორია, ამბიციები, რესურსები, მწვრთნელი, ჩემპიონატის სიძლიერე.

ბორუსიას რომ ამბიციები აქვს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით დაამტკიცა, მაგრამ რესურსი გამოელია და ემბიციების დაუკმაყოფილებელი დარჩება. ისტორია - არანაკლებ საინტერესო და დიდია, მაგრამ არა ისეთი დიადი, როგორიც "იუნაიტედის". მწვრთნელი - კლოპზე ქარიზმატული მხოლოდ მოურინიო თუ იქნება. ჩემპიონატის სიძლიერე- ბუნდესლიგას არაფერს ვუწუნებ, მაგრამ პრემიერ-ლიგის ტემპი გაცილებით სხვაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
1 ოქტომბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვერასოდეს ვერ ვიგებდი რატომ გეგონათ რომ ჰუმელსი გადმოვიდოდა, ან როისი. არსებობენ ისეთი ფეხბურთელებიც რომლებიც ყველაზე წინ თავიანთ გუნდს აყენებენ. გასაგებია რომ იუნაიტედი დიდი კლუბია, მაგრამ არიან ერთგული ფეხბურთელებიც, რომლებთაც უნდათ საკუთარი ისტორია შექმნან და ლეგენდები გახდნენ. დიდ პატივს ვცემ ჰუმელსსაც და როისსაც, კარგს შვებიან რომ გუნდს არ იცვლიან, მაგრამ თუ მაინც გამოცვლაა იმედია აქ გადმოვლენ და კროოსივით ძღრენს არ შეჭამენ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RojoDiablo
1 ოქტომბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
chudikone,
გაამუქე, რომ ყველამ კარგად დაინახოს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
1 ოქტომბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა გვჭირდება ასეთი მცველი გუნდში თორე ერთ დღესაც შეიძლება რონალდუც დავიბრუნოთ. ესეც სნეიდერი 2 გახდება. ისე არამგონია რაღაც დორტმუნდი ან ამან ან როისმა დატოვონ
0
№6
ავტორი: AkkRed
1 ოქტომბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რას გადაეკიდნენ ამას ტო აგერ მე არ ვარ წამიყვანონ რა ამის სიმაღლე ვარ ამაზე ჯანზე ვარ მეტი რაღა უნდათ wink
0
№7
ავტორი: VaRdo
1 ოქტომბერი 2014 11:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კიდე მილიონჯერ დაწერენ ჟურნალისტები ათას სისულელეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: red devil
1 ოქტომბერი 2014 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ წამოვა და დავანებოთ თავი არადა როგორ მევასება
0
№9
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 11:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ზედმეტი ოპტიმიზმით რეალობა არ დამიკარგავს. მინდოდა და ახლაც მინდა,მაგრამ ვიცოდი და ვიცი,რომ არ გადმოვიდოდა და არც გადმოვა,სამწუხაროდ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Count Alucard
1 ოქტომბერი 2014 14:55
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასე უთქვემს ბევრს მაგრამ მაინც წასულა კლუბიდან. არ არის გამორიცხული მაინც შეძლონ ჰუმელსის დათანხმება მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ და ზამთარში ვინმე უფრო ადვილი საშოვნელი იყიდონ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top