თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2014, 10:32
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3170,
კომენტარები: 11
ჰუმელსის საგა დასრულდა
გერმანელი მცველის მომავალი გადაწყვეტილია.
ჰუმელსის საგა დასრულდა
მატს ჰუმელსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამინზე იყო "წითელი ეშმაკუნების" რადარზე, თუმცა გასული სატრანსფერო ფანჯარა მისი ტრანსფერის გარეშე დასრულდა.

თუმცა "იუნაიტედის" თავკაცობა უკან დახევას არ გეგმავს და მის შეძენეას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საქმე სულ სხვაგვარად ვითარდება, რადგან ჰუმელსის თქმით იგი კლუბს უახლოს მომავალში არ გამოიცვლის.

"ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც დიდი კლუბები შენდამი ყურადღებას იჩენენ." - აცხადებს ჰუმელსი. "მე მივიღებ კომპლიმენტს, მაგრამ ეს ჩემს კარიერაზე არ იმოქმედებს. დორტმუნდში ჩვენ საკმარისად გვიხდიან."

"ყოველთვის იქნება ვინც "დორტმუნდზე" მეტს გადაგიხდის, მაგრამ ამ კლუბმა დიდი პროგრესი განიცადა. ვფიქრობ რომ ესეც საკმარისია ჩემთვის."

"თუ ერთ დღესაც მე საზღვარგარეთ თამაშზე დავიწყებ ფიქრს, ამის მიზეზი ფული არ იქნება. მაგრამ ამ მომენტზე ეხლაც კი არ მინდა ფიქრი. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს უნდა მივაღწიოთ ერთად."
დაასრულა ჰუმელსმა.

ახლა, როდესაც გერმანელის ტრანსფერი გამოირიცხა, ვან გაალმა სხვაგან უნდა გამონახოს საკუთარი გუნდის დაცვითი ხაზის გაძლიერების საშუალება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჰოლანდიელი ჰუმელსის თანაგუნდელის ნევან სუბოტიჩის და რონ ვლაარის გადმობირებას შეეცდება.

წყარო: Mirror


მოახერხებს "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ახლანდელი დაცვითი ხაზის თანხლებით?

დიახ
ვერა

ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
1 ოქტომბერი 2014 17:53
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვაფშე არ გვინდა ეს !! სუბოტიჩი ან ვლარიც კაი ვარიანტი იქნება მომდევნო 2 სეზონისთვის :) მერე ბლეკეტი და მაკნეირი გაიზდრებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top