თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 12
რაფაელი: "ლესტერთან" მატჩის შემდეგ ვერ დავიძინე"
რაფაელი გამარჯვებით კმაყოფილია.
რაფაელი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, რაფაელი აცხადებს, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში დაცვის ხაზის თამაშით მოხიბლულია.

"ლესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ლუი ვან გაალის გუნდმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირება "ჩაქუჩებთან" მატჩში მოახერხა. უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის გოლების დახმარებით "იუნაიტედმა" ლონდონელებს 2-1 სძლია.

შეხვედრის 59-2 წუთზე კაპიტანი დაუნინგის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა, რის შემდეგაც "იუნაიტედის" დაცვას "ვესტ ჰემმა" დიდი გამოცდა მოუწყო.

რაფაელის აზრით დაცვის ხაზი შესანიშნავად გამოიყურებოდა.

"ვფიქრობ, რუნის გაძევებამდე შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებდით. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ჩემი აზრით, აუცილებელია ასეთი ფეხბურთის ჩვენება, რაც 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. გამარჯვების ხელიდან გაშვების შემთხვევაში გასახდელში საშინელი ატმოსფერო დაისადგურებდა. საბედნიეროდ სამი ქულის მოპოვება და ამოსუნთქვა მოვახერხეთ. პირადად მე, "ლესტერთან" მატჩის შემდგომ ვერაფრით დავიძინე."

"თითოეული ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" შეტევების ჩახშობას ცდილობდა. შესანიშნავად ვაცნობიერებდით, რომ ისინი მეორე სართულზე კარგად თამაშობდნენ. მეორე გოლი როცა გაგვიტანეს, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ლაინსმენის ალამის ხილვისას მინდოდა გვერდითი მსაჯისთვის ხელი ჩამომერთმია. მეორე ტაიმში ერთ გუნდად ვთამაშობდით, რამაც წარმატების მიღწევის საშუალება მოგვცა."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 19:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვესტ ჰემმა რომ გოლი გაგვიტანა (ჩათვლილი) ვინმე დააკვირდით როგორი რეაგირე ჰქონდა ამას?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
30 სექტემბერი 2014 20:03
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
კი :დ მაგარი კაცია ... ამოუვიდა ყელში ამათი ფაფხური.. სერ ალექსმა გამარჯვებას მიაჩვია და ასწავლა მისკენ მიმავალი გზა . ეს როგორცმონდომებული და მოტივირებულია, ყველა რომ მასე იყოს მატჩს არ წავაგებდით სეზონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Manchester_M
30 სექტემბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი კაცია რაფიკა ასეთი გულიანი რომ იყოს ყველა რა უჭირს გუნდს :) იანგი კლევერლი აბა კარგად გამოთვრებოდა და ქალებსაც მოინახულებდნენ :D

RojoDiablo,
შენი კომენტარის შემდეგ ვნახე სპეციალურად და ისეთი რეაქცია ქონდა შემეცოდა :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 სექტემბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თამაშგარე რო დაფიქსირდა ამოვისუნთქე
0
№5
ავტორი: Wardell
30 სექტემბერი 2014 22:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
კი ძაან ეწყინა მარა ნაწილობრივ მაგის ბრალიც იყო რო წააგო ვალნსიასთან მეორე სართულზე (((( ეგ არაფერი მთავარია მოვიგეთ და მაგარ ფორმაშია ნეტა ნაკრებში გამოიძახონ derphappycry
0
№6
ავტორი: RojoDiablo
30 სექტემბერი 2014 22:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
lashavk6,
როგორ შეიძლება რაფაელის ტანის მქონე ფეხბურთელს რამე დააბრალო. ამაზე მატჩის შემდგომ განხილვაშიც იყო გამახვილებული ყურადღება და მის ავტორს სრულად ვეთანხმები. რაფაელი მეორე სართულზე ვერ იბრძოლებს ისე, როგორც უნდა იბრძოდეს ჯონსი, ბლეკეტი, სმოლინგი ან სხვა. ცენტრალური მცველის მოვალეობაა თავზე თამაში.

მე ასე ვიტყოდი - რაფაელმა ვერ გადაგვარჩინა, მაგრამ შეცდომა არ დაუშვია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
30 სექტემბერი 2014 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ბრაზილიელი ძამიკო. კარგი ბიჭი ხარ
0
№8
ავტორი: Mufc7
1 ოქტომბერი 2014 00:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია,ეგ ბოლო წაგება იყო და თუნდაც ეგეთ გუნდებთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RedTeen
1 ოქტომბერი 2014 01:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მეც არ მეძინა.. :// არაუშავს, როცა სამარცხვინო წაგებები გვქონდა იმ წელს ელპი მოვიგეთ.. :დ ამ იმედით ვარ ახლაც რომ მოგებით თუ ვერა მეორეზე მაინც გავალთ..
0
№10
ავტორი: chudikone
1 ოქტომბერი 2014 08:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დამისახურა კიდეც მატჩის საუკეთესოს წოდება.
RojoDiablo,
lashavk6,
მაგას ლაივშივე დავაკვირდი და დამეთუთქა გული :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top