თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2014, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2489,
კომენტარები: 12
რაფაელი: "ლესტერთან" მატჩის შემდეგ ვერ დავიძინე"
რაფაელი გამარჯვებით კმაყოფილია.
რაფაელი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, რაფაელი აცხადებს, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში დაცვის ხაზის თამაშით მოხიბლულია.

"ლესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ლუი ვან გაალის გუნდმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირება "ჩაქუჩებთან" მატჩში მოახერხა. უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის გოლების დახმარებით "იუნაიტედმა" ლონდონელებს 2-1 სძლია.

შეხვედრის 59-2 წუთზე კაპიტანი დაუნინგის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა, რის შემდეგაც "იუნაიტედის" დაცვას "ვესტ ჰემმა" დიდი გამოცდა მოუწყო.

რაფაელის აზრით დაცვის ხაზი შესანიშნავად გამოიყურებოდა.

"ვფიქრობ, რუნის გაძევებამდე შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებდით. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ჩემი აზრით, აუცილებელია ასეთი ფეხბურთის ჩვენება, რაც 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. გამარჯვების ხელიდან გაშვების შემთხვევაში გასახდელში საშინელი ატმოსფერო დაისადგურებდა. საბედნიეროდ სამი ქულის მოპოვება და ამოსუნთქვა მოვახერხეთ. პირადად მე, "ლესტერთან" მატჩის შემდგომ ვერაფრით დავიძინე."

"თითოეული ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" შეტევების ჩახშობას ცდილობდა. შესანიშნავად ვაცნობიერებდით, რომ ისინი მეორე სართულზე კარგად თამაშობდნენ. მეორე გოლი როცა გაგვიტანეს, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ლაინსმენის ალამის ხილვისას მინდოდა გვერდითი მსაჯისთვის ხელი ჩამომერთმია. მეორე ტაიმში ერთ გუნდად ვთამაშობდით, რამაც წარმატების მიღწევის საშუალება მოგვცა."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
1 ოქტომბერი 2014 11:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ლესტერთან მატჩის შემდეგ 1 კვირა შოკში ვიყავი . ეგეთი თამაშის წაგება რავიცი რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: LizarD
1 ოქტომბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაფა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top