თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2014, 06:43
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2414,
კომენტარები: 20
რუნიმ ბოდიში მოიხადა
რუნი თავის საქციელის გასაჩივრებას არ აპირებს.
რუნიმ ბოდიში მოიხადა
რუნიმ ბოდიში მოიხადა, შაბათს გამართულ საშინაო მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი თამაშიდან 1 საათის შემდეგ მოედნიდან სტიუარტ დაუნინგზე წესების გამო გააძევეს.

28 წლის რუნიმ განაცხადა: "მაშინვე გავაცნობიერე, რომ წესები დავარღვიე"

"ეს ნამდვილი წითელი ბარათია და არამგონია გადაწყვეტილების გასაჩივრება ღირდეს."

"სწორი გადაწყვეტილება იყო. კონტრშეტევაზე მიმავალი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი დავინახე და თამაშის შეჩერება მინდოდა, მაგრამ ეს წესების დარღვევით გავაკეთე."

"ბოდიში მოვუხადე მას. სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა მათი კონტრშეტევით, ამიტომაც საჩივარი არ მაქვს."

შევეცადე მასთან ახლოს მივსულიყავი და წესების დაცვით შემეჩერებინა, მაგრამ ის მოშორებით აღმოჩნდა, რის გამოც ფეხი წესების დარღვევით დავარტყი."

"მან ბურთი წინ გაიგდო, მე გაშლილი ფეხით ჩავარტყი, რის გამოც მსაჯმა ჩათვალა, რომ პირდაპირი წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა"



რუნის ქმედება ნიშნავს, რომ იგი პრემიერ ლიგის სამ ტურს გამოტოვებს. 5 ოქტომბერს "იუნაიტედი" რუნის ყოფილ კლუბს, "ევერტონს" უმასპინძლებს, რასაც მოჰყვება "ვესტ ბრომვიჩთან" 20 ოქტომბერს გასვლითი შეხვედრა და ამავე თვის 26 რიცხვში სახლში "ჩელსის" წინააღმდეგ კაპიტანი მოედანზე არ იქნება.

"ყველაზე დიდი იმედგაცრუება სამი თამაშის გამოტოვება გახლავთ. რთულია ამის ატანა და განაწყენებული ვარ."

"საბედნიეროდ ინგლისის ნაკრების თამაშები ახლოვდება და "იუნაიტედის" ვარჯიშებიც კარგია. ეს ყველაფერი ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ კარგად ვივარჯიშე და დასაბრუნებლად მზად ვარ."


წყარო: SkySport.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
29 სექტემბერი 2014 06:47
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რაღა შენ და რაღა ამ დროს recourse
ძალიან დიდი დანაკლისია.. მართალია ისეთი კლუბი როგორიც ჩვენ ვართ რუნის გარეშეც უნდა ახერხებდეს გამარჯვებას მაგრამ, ახლა ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას და კაპიტანი ამ მომენტში აარ უნდა აღალატებდეს თანაგუნდელებს !! რა იყო შე კაცო თამაშის მერე გეცემა crying მომინდომა მოედანზე მუშტი კრივი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: chudikone
29 სექტემბერი 2014 07:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე ვფიქრობ რომ არც პერსი უნდა იყოს ევერტონთან, ჯობს ცენტრი დავიჭიროთ და წინ მარტო ფალკაომ ითამაშოს, მგონი დროა მაგანაც გაიტანოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Goginashvili777
29 სექტემბერი 2014 07:41
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ფალკაო არა ნანი troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2014 07:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ახლა ჯობია 4-2-3-1 ით ვითამაშოთ თორე რუნის გარეშე მაგრად გაგვიჭირდება იმედია ერერაც იქნება
0
№5
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 07:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ რუნი გვაკლია, მაგრამ მისი სახით მაინც ლიდერი დაგვაკლდება და არა პლეიმეიკერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Goginashvili777
29 სექტემბერი 2014 08:02
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
როცა იქნება რუნი წავა :) და არ უნდა გაუჭირდეს თამაში მის გარეშე კლუბს :)))

დე ხეა
რაფაელი ჯონსი როხო შოუ
ბლინდი
ვალენსია ერერა დი მარია
მატა
პერსი ან ფალკაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 08:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
ჰო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქედანვე უნდა დაიწყოს რუნის გარეშე თამაშზე შეგუება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Goginashvili777
29 სექტემბერი 2014 08:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ზუსტადაც RojoDiablo,
:) მართალია ლიდერია მაგრამ მის გარეშე უნდა შეგვეძლოს ბრატ ტამაში :) აი ნახე მარტო ვესტ ბრომვიჩს თუ მოუგებენ ისეც ძლივს :) ჩელი მოგვიგებს და ევერტონი ფრეა ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 09:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
რა ჩამოყარე ყურები კაცო :D რუნი თამაშობდა რომ მაინც ვაგებდით. რუნი არ თამაშობდა და მაინც ვაგებდით. მთელი "იუნაიტედი" რუნი არ არის და არც რუნია მთელი "იუნაიტედი". რუნის გარეშე სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ და ის სხვა ფეხბურთი როგორი იქნება ეს სხვა საკითხია.

არც ჩელსია დაუმარცხებელი და არც ევერტონი. წინასწარ არ ღირს თვალების დათხრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Goginashvili777
29 სექტემბერი 2014 09:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეეჰ .. წინასწარ არ მიყვარს ხოლმე რაღაცის თქმა მაგრამ. ლონდონელები ისეთ ფორმაში არიან რო ... მანამდე იმედია დავალაგებთ ყოლიფერს :) ევერტონსაც არ მოუგია კაი ხანია და ისედაც ჩვენთან ყოველთვის მოტივირებულები გამოდიან ეგ შობელძაღლები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top