თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2014, 06:43
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2640,
კომენტარები: 20
რუნიმ ბოდიში მოიხადა
რუნი თავის საქციელის გასაჩივრებას არ აპირებს.
რუნიმ ბოდიში მოიხადა
რუნიმ ბოდიში მოიხადა, შაბათს გამართულ საშინაო მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი თამაშიდან 1 საათის შემდეგ მოედნიდან სტიუარტ დაუნინგზე წესების გამო გააძევეს.

28 წლის რუნიმ განაცხადა: "მაშინვე გავაცნობიერე, რომ წესები დავარღვიე"

"ეს ნამდვილი წითელი ბარათია და არამგონია გადაწყვეტილების გასაჩივრება ღირდეს."

"სწორი გადაწყვეტილება იყო. კონტრშეტევაზე მიმავალი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელი დავინახე და თამაშის შეჩერება მინდოდა, მაგრამ ეს წესების დარღვევით გავაკეთე."

"ბოდიში მოვუხადე მას. სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა მათი კონტრშეტევით, ამიტომაც საჩივარი არ მაქვს."

შევეცადე მასთან ახლოს მივსულიყავი და წესების დაცვით შემეჩერებინა, მაგრამ ის მოშორებით აღმოჩნდა, რის გამოც ფეხი წესების დარღვევით დავარტყი."

"მან ბურთი წინ გაიგდო, მე გაშლილი ფეხით ჩავარტყი, რის გამოც მსაჯმა ჩათვალა, რომ პირდაპირი წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა"



რუნის ქმედება ნიშნავს, რომ იგი პრემიერ ლიგის სამ ტურს გამოტოვებს. 5 ოქტომბერს "იუნაიტედი" რუნის ყოფილ კლუბს, "ევერტონს" უმასპინძლებს, რასაც მოჰყვება "ვესტ ბრომვიჩთან" 20 ოქტომბერს გასვლითი შეხვედრა და ამავე თვის 26 რიცხვში სახლში "ჩელსის" წინააღმდეგ კაპიტანი მოედანზე არ იქნება.

"ყველაზე დიდი იმედგაცრუება სამი თამაშის გამოტოვება გახლავთ. რთულია ამის ატანა და განაწყენებული ვარ."

"საბედნიეროდ ინგლისის ნაკრების თამაშები ახლოვდება და "იუნაიტედის" ვარჯიშებიც კარგია. ეს ყველაფერი ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ კარგად ვივარჯიშე და დასაბრუნებლად მზად ვარ."


წყარო: SkySport.com
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
29 სექტემბერი 2014 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
მიდი რუნი დაცხე მაგათ. თუ გაგექცნენ და ფეხი ვერ ამოარტყი დანით გამოეკიდე მაგ kvercxebs!!!! lol რუნის გარეშეც მშვენივრად მოვიგებთ მატა სრულფასოვნად შეცვლის თავის პოზიციაზე...პროსტო ტეხავს რომ როგორც ლიდერი და ბრაზიანი ძია დავკარგეთ facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
ლონდონელები ისეთ ფორმაში არიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ხშირად ეწირებიან ეგენი. ჩვენთან თამაშის მერე თუ არ ვცდები ლიგა აქვთ. მართალია სუსტი მეტოქეა, მაგრამ არაფერია გამორიცხული. წაგებისთვის განწირულები არ ვართ რაც მთავარია. წინა წელსაც არ გვყავდა რუნი, მაგრამ მაშინ საერთოდ არავინ გვყავდა. წელს კი გვყავს ფეხბურთელები. სხვა საქმეა მანამდე თუ შეგვრჩება. სამი თამაშია "ჩელსიმდე" და თუ ტრავმა და ეგეთები არ იქნა ისიც კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2014 10:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ეხლა ორივე დაწყნარდით :დდ 5ში ვიგებთ თამაშ 3-1 და ვესტ ბრომვიჩთან 2-0 და ჩელსისთან ეშმაკმაც დალახროს love
0
№14
ავტორი: Best 7
29 სექტემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჯიგარი ხარ რუნი! მაგრამ ბოდიში არ იყო საჭირო!
0
№15
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 11:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
აი ესაა კაპიტნისგან ღირსეული საქციელი, სწორედაც,რომ საჭირო იყო ბოდიშის მოხდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: Malboro463
29 სექტემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
პერსი და ფალკაო რომ დაყენოს ორივე მერე სკამზე თავდამსხმელი არ გვრჩება თამაშის შემოსატრიალებლად ერთი თავდამსხმელით თამაში ჯობია ჩემი აზრით
0
№17
ავტორი: VaRdo
29 სექტემბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Goginashvili103
ზუსტადაც RojoDiablo,
:) მართალია ლიდერია მაგრამ მის გარეშე უნდა შეგვეძლოს ბრატ ტამაში :) აი ნახე მარტო ვესტ ბრომვიჩს თუ მოუგებენ ისეც ძლივს :) ჩელი მოგვიგებს და ევერტონი ფრეა ..


ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა. აი ზუსტად ლიდერებთან დადებს იუნაიტედი 3 ქულას და ჩელსიმ კიდე არ წაიღსო რა ოლდ.ტრაფორდზე : ))) იმენა არ მევასება ესეთი კომენტარები.

ციტატა: Goginashvili103
) ევერტონსაც არ მოუგია კაი ხანია


იუნაიტედი ყველა თამაშს იგებს ხო რომ? wink ოლდ.ტრაფორდზეა ეს თამაში და ევერტონის ფარჩაკ დაცვასაც გავარღვევთ. არც ჩვენ გვყავს კაი დაცვა მაგრამ ჯონსი ბრუნდება მგონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: George27
29 სექტემბერი 2014 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ევერტონი და ჩელსი... რუნის გარეშე... კაპიტნის გარეშე... აბა ვნახოთ რუნის გარეშე რანი ვართ =)) ისე გული მწყდება რომ არ ორ შეხედრას გამტოვებს...
0
№19
ავტორი: GeorgeBest
29 სექტემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან უაზროდ მოიქცა მარა არაუშავრს როგორმე გავძლებთ ეს სამი თამაში
0
№20
ავტორი: Manchester_M
29 სექტემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მართალია ცუდია რუნი დაგვაკლდება ამ 3 თამაშში მაგრამ გადაიტანს კლუბი 1 ფეხბურთელი არ არის კლუბი და არც არასდროს ყოფილა :X ისე 3 მატჩიანი რატო მისცეს დიდი ამბავი ყვერებში ამოარ*** 2 იანი მაინც მიეცათ მაგ შობელძაღლებს :X
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top