თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 17:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2773,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)
გუშინდელი მატჩის დაწვრილებითი განხილვა.
შეცდომები

მე-18 წუთი

მოედნის ცენტრში რუნის მიერ წესების დარღვევის შემდეგ სტანდარტული მდგომარეობა. ფლანგზე დგას ფეხბურთელი, რომლის დაფარვაც ერთი ნაბიჯის გადადგმით დი მარიას შეუძლია. ნაცვლად ამისა, ის ბურთისკენ მიდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ხდება თავისუფალ ფეხბურთელზე ლოგიკური პასის გადაცემა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბლინდი, რომელიც გაცილებით შორს დგას (პირველ სურათზე), საბოლოო ჯამში ჩამწოდებელთან უფრო ახლოს აღმოჩნდა.

რატომ დატოვა დი მარიამ მოთამაშე მარტო და რატომ არ მიუთითეს პარტნიორებმა, ჯერ კიდევ გამოცანად რჩება.

ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ მაკნეირმა თავდამსხმელს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


38-ე წუთი. საკოს გოლი (2:1)

ისევ სტანდარტული მდგომარეობა, ამჯერად კუთხური. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თითოეული მოწინააღმდეგე აყვანილია. ჩნდება ერთადერთი კითხვა: ერერა რატომ უშლის ხელს დე ხეას? ასეთ სტილში თამაში ფორვარდებს უყვართ, მათ შორის ჩიჩარიტოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეტოქის საჯარიმოშია და მეკარეს პრობლემებს უქმნის. ჩვენ შემთხვევაში კი მოქმედება "იუნაიტედის" საჯარიმოში ხდება.

საბოლოო ჯამში დე ხეა გამოსვლაზე შეცდომას უშვებს და ბურთს ვერ სწვდება, ხოლო მოთამაშე, რომელიც ერერასა და ვან პერსის უნდა აეყვანათ ბურთის შორეულ ძელთან გადაგზავნას ახერხებს, სადაც დარტყმა განახორციელა ფეხბურთელმა, რომელსაც რაფაელი მეთვალყურეობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ზედიზედ მეორე თამაშში რაფაელი საჰაერო ორთაბრძოლას აგებს. ეს შეცდომა არ არის, ის მყარად იჭერდა ფეხბურთელს, მაგრამ მას ფიზიკური მონაცემები არ ჰყოფნის. ვალენსიამ ჩვენი მცველი დაჯაბნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ერთ-ერთ მატჩისშემდგომ ინტერვიუში ვან გაალმა განაცხადა, რომ საკო გოლის გატანის ეპიზოდში დე ხეაზე ჯარიმდებოდა. განმეორებაზე კარგად ჩანს, რომ გოლი სუფთად იქნა გატანილი.



55-ე წუთი

"ვესტ ჰემის" ფეხბურთელი ფლანგიდან ჩაწოდების განხორციელებას ახერხებს, ბურთი შორეულ ძელთან მიდის, სადაც საკოს შოუ მეურვეობს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ლუკ შოუს მიერ ბურთის ტრაექტორიის ცუდად გათვლამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ მარტო მყოფი საკო კუთხიდან არტყმას კარში. ყურადღება მიაქციეთ რამდენად დიდია მანძილი მცველსა და თავდამსხმელს შორის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


"ვესტ ჰემის" არჩათვლილი გოლი

თამაშგარე იყო, გოლი მართებულად არ ჩაითვალა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შოუ ისევ ვერ ახერხებს ჩაწოდების დაფარვას, რაც მეორედ ხდება ამ თამაშში (მეორე შემთხვევაში ბურთი მაკნეირმა გამოიტანა, ამას შემდეგში მივუბრუნდებით).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


***


"ვესტ ჰემთან" მატჩში დაცვამ მყარი ოთხიანი დაიმსახურა. მთელი მატჩის განმავლობაში შერწყმული მოქმედების შედეგად თითქმის აღმოიფხვრა შეცდომები.

თუმცა, ყველაფერი ასე ტკბილად როდია. გუნდს სიმაღლე და ფიზიკური კონდიციები არ ჰყოფნის, რათა სტანდარტული მდგომარეობის დროს საჰაერო ორთაბრძოლა მოიგოს. თითქმის ყოველი კუთხურისას სახიფათო მომენტი იქმნებოდა. ერთია, როცა მეტოქე სტანდარტის გათამაშებისას გამარცხებს და სულ სხვაა, როცა განადგურებს. ეს შესაძლოა თანამედროვე "იუნაიტედის" დიდი პრობლემა გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუნის გაძევების შემდეგ "იუნაიტედი" დაცვაში იდეალურად მოქმედებდა და მოწინააღმდეგეს თითქმის არაფრის საშუალებას არ აძლევდა. დროის ამ მონაკვეთში "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით, რაც საერთოდ არ წარმოადგენდა ხიფათს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


რობინ ვან პერსი

ვან პერსი ნაკლებად ჩართული იყო თამაშში და მხოლოდ 17 გადაცემა გააკეთა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი გამხდარიყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


რაფაელთან ფლანგზე ბურთის გათამაშების შემდეგ ვან პერსიმ პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა და მეორე თავად გაიტანა.

რობინის გოლი შესაძლოა საერთოდ ელიტ გოლებს მივაკუთვნოთ. შესანიშნამვა ტექნიკამ ჰოლანდიელს საშუალება მისცა მატჩის ერთადერთი შანსი გამოეყენებინა.

აღსანიშნავია ერერაც, რომელმაც ბურთი წაართვა მეტოქეს და ფალკაო, რომელმაც რობინის მოქმედება შესანიშნავად შეამჩნია და თამაშგარიდან ამოსულს ზუსტ დროს გადააწოდა პასი.



პოზიციაც არანაკლებ საინტერესოა. შემტევი პარტნიორებისგან განსხვავებით რობინი არაერთი მატჩია რაც სიღრმეში იხევს და ხშირად რაფაელის უკანაც კი აღმოჩნდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ანხელ დი მარია

უნდა ვაღიაროთ, რომ დი მარია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო მოედანზე. თავისი ფენომენალური სისწრაფის ხარჯზე იგი პერიოდულად ფლანგზე გარღვევას ახერხებდა, მაგრამ არც ერთ მის ჩაწოდებას ხიფათი არ მოჰყოლია, მათ შორის არც კუთხურიდან მოწოდებულს.

ვერც მოწინააღმდეგის მოტყუება მოახერხა. 4 მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ბლინდი და ერერა

პირდაპირ ის მომენტი განვიხილოთ, როცა ბლინდი დე ხეასთვის ბურთის დაბრუნებისას შეცდა და თითქმის გოლი გამოიწვია. შეცდომა დაუშვა გოლის შემდეგაც. ცენტრის გათამაშების პირველ მომენტში ისევ გაუგებრობა და პანიკა გამოჩნდა. იმედია ეს შეცდომა მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და ყველაფერს გააკეთებენ მის აღმოსაფხვრელად, რათა სისტემატურად არ იქცეს.

სხვა შემთხვევაში დეილის ნიჭის მაქებარი სიმღერების გაგრძელებას ვეცდები. იგივე სასწაული შრომისუნარიანობა - ყოველთვის იქ, სადაც ბურთია. საიმედო თამაში პასის დროს. შეტევის მხარდაჭერა. თამაშის კითხვა და პოზიციის შერჩევა - ეს ყველაფერი ბლინდია.

"ვესტ ჰემთან" მატჩის განმასხვავებელ განსაკუთრებულობად ერერას ღრმა პოზიცია გვესახება. ანდერი ძალიან ხშირად იწევდა დეილის უკან, საიმედო იყო დაცვითი მოქმედებების დროს და არც შეტევას ივიწყებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე გოლის ეპიზოდში ბურთი ერერამ ჩაჭრა და შემტევ პარტნიორებთან შესანიშნავად კომბინირებდა. სამწუხაროდ, ესპანელის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "იუნაიტედის" რიგებში ტრავმის გამო შეცვლით დასრულდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ანდერი მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება. ბლინდი-ერერას კავშირი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" აუცილებელია.

რუნის გაძევება

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ მომენტი, რომლის დროსაც შოუ ბურთის წინ გადაგდებას ცდილობს, მაგრამ მოწინააღმდეგეს ხელზე ხვდება და მისდის დაუნინგს, რომელიც რუნიმ წააქცია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ნათელია, რომ რუნის ფოლი აუცილებელი არ იყო. კარამდე მანძილი 70 მეტრი იყო, დაცვა ადგილზე მდებაროებდა და ეპიზოდი ჯარიმის აუცილებლობას არ მოითხოვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


გამოვთქვამ ალბათ არაპოპულარულ აზრს: რუნის ჯარიმა კარგია.

უეინი გუნდის კაპიტანია, გუნდს გმირი სჭირდება. ეს არ უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოედანზე ჩუმად დადის, პერიოდულად გააქვს გოლები და აკეთებს გადაცემებს. საჭიროა კაცი, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთი არაა. ამის გამოვლენა სხვადასხვაგვარად ხდება: დაუძახო გუნდს საერთო სადილზე; უყვირო ყველას საჭირო დროს (თუნდაც თავად იყო დამნაშავე); გამოავლინო ისეთივე სიგიჟე, როგორიც წითელი ბარათის ეპიზოდში.

დანარჩენებისთვის რუნი ყოველთვის იყო ფეხბურთელი, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე მიადგებოდა ფერგიუსონს და ჰკითხავდა იქნებოდა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. ახლა რუნის მოუწევს გუნდში საკუთარ თავზე წარმოდგენა შეცვალოს. ის უნდა გახდეს ავტორიტეტი, უნდა გახდეს სახიფათო. გუნდს აკლია გმირი - როგორიც კანტონა ან კინი იყვნენ - ვისიც როგორც თავისიანებს, ისე უცხოებს შეეშინდებათ. მჯერა, რომ რუნი მრისხანე კაპიტანსა და მეგობრულ პარტნიორს შორის საზღვარს იპოვის. ვარსკვალვებს მიღმა სწორედ ასეთ სიტუაციას ვხედავ.

ბარათი კი იყო წითელი, არ ღირს თეორიების შექმნა.

დებიუტანტები

ლუკ შოუ

პირველი თამაშის კვალობაზე ლუკი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შოუს მოტყუება ძალიან რთულია ერთი-ერთზე როგორც სისწრაფის, ისე ტქნიკის ხარჯზე - ხასიათის ეს ნაწილი გასულ სეზონში გამოავლინა. მინუსებიდან: ხანდახან ვერ ახერხებდა გადაცემის დაფარვას - პოზიციური გაუთვლელობა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს მიაწეროთ არასაკმარის კონცენტრაციას, რომელიც ძირითადად არაოპტიმალური ფიზიკური ფორმის გამო იქნა გამოწვეული. მაგრამ ეს მხოლოდ უდიდესი სურვილის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ინგლისელი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე როხო.

პედი მაკნეირი


დებიუტანტის დაუჯერებელმა საიმედოობამ გამაოცა. ფიზიკური მდგომარეობა არც მას უწყობს ხელს, მაგრამ საჰაერო ბრძოლებში რაფაელზე უკეთ გამოიყურებოდა. თავდამსხმელთან ერთი-ერთზე დარჩენისას პედიმ ბრძოლა მოიგო (რა იქნებოდა ევანსის შემთხვევაში?). მას იმის გამბედაობაც ეყო, რომ მოედნის ცენტრში პირველ ტაიმში ორჯერ გადასულიყო. ის ხედავს შესაძლებლობას, ის იყენებს მას - საერთოდ არ ერიდება გამოცდილი ფეხბურთელების.

მომენტი, როცა შოუ უბრალოდ ვალდებულია მადლობა გადაუხადოს ახალგაზრდა ფეხბურთელს.



ტომ ტორპი

პრემიერ-ლიგაში ნათამაშევი 29-ე ფეხბურთელი გახლავთ ტომ ტორპი, რომელიც დამატებითი დროის მეოთხე წუთზე შემოვიდა.

გვერდი ვერ ავუარე ტორპის თბილ რუკას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე სრულფასოვანი დებიუტი ექნება.

წარმატებები ტომს, წარმატებები გუნდს, წარმატებები ჩვენ.

წყარო: carrick.ru

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 სექტემბერი 2014 17:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გვერდი ვერ ავუარე ტორპის თბილ რუკას.
wink

მადლობა გიორგის დახმარებისთვის. მადლობა ალექსანდრს, რომ ასე დეტალურად განიხილავს თამაშს. ერთია, როცა უშუალოდ თამაშიშას უყურებ შეხვედრას ფრჩხილების ჭამისას ვერაფერს ამჩნევ (თითქმის) და მეორეა, როცა დეტალურად, მშვიდ გონებაზე განიხილავ შეცდომებსა და კარგ თამაშს.

დე ხეას ეპიზოდში ვეთანხმები ავტორს, არავითარი წესების დარღვევა არ იყო. ასევე არჩათვლილი გოლის ეპიზოდში - თავი წინ ჰქონდა წაწეული ნოლანს, რაც თავისთავად თამაშგარეს ნიშნავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
28 სექტემბერი 2014 17:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუკეთესო რაფა იყო მაგრამ მაკნეირი დაცვაში ყველაზე მეტად გაისარჯა ალბათ. მაგრად მომეწონა და ისევ ექნება შანსი მითუმეტეს ამ თამაშის მერე. დი მარია ისეთი ვერ იყო როგორიც წინებში სამწუხაროდ მარა ეს რა თქმა უნდა არაფერია და არც ცუდი მატჩი ჩაუტარებია

სტანდარტებზე გადაგვიარეს და საერთოდ მაგრად გვიჭირს მეორე სართულზე ბრძოლა

ძაან მაგარი სიახლეა მადლობა გიო რომ იწვალე და მოიტანე ჩვენამდე good2
0
№3
ავტორი: Man-United
28 სექტემბერი 2014 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ვესთ ჰემის ძლიერი მხარე ყოველთვის სტანდარტები იყო და არც გამკვირებია რო გვაჯობეს თან იმ დაცვით რაც გყვავდა მარა ჩელსისთან თამაშის როგორ მეშინია რა იმედია ჯონეს დბრუნდება და ერარას არ აქ სერიოზული არაფერი თორე იმ თამაშის ყურებაც არ ღირს
0
№4
ავტორი: nika1997
28 სექტემბერი 2014 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მემგონი ჯობს მაკნეირი დაისვას მტავრ გუნბდში ვანგალმა დაა ავარჯიშოსს
0
№5
ავტორი: Manchester_M
28 სექტემბერი 2014 18:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ მართლაც კარგი ანალიზი იყო !!!!
მაკნიერს დებიუტი მართლაც კარგი გამოუვიდა დაცვაში გვყავს ბიჭები სამომავლოდ და იმედია გაამართლებენ იმედებს მაგრამ ერთი მაღალი დონის მცველი ახლა გვჭირდება :)
0
№6
ავტორი: RedGirl
28 სექტემბერი 2014 18:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თამაში გაუმჯობესებული არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იდეალურ დონეზე იყო. თმა გამითეთრდა :დ რაფა კარგი იყო მემგონი ზამენაზე ჯდომამ უფრო გამოაცოცხლა :დ მაკნაირზე რამის თქმისგან ჯერ თავს შევიკავებ ვნახოთ როგორ დონეზე ჩაატარებს დანარჩენ მატჩებს, ნუ თუ მისცემს ვან გაალი შანს. დე ხეას გამოფხიზლებაა ახლა ყველაზე მეტად საჭირო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2014 19:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და მართლა ჯარიმა იყო დე ხეაზე angry
0
№8
ავტორი: Count Alucard
28 სექტემბერი 2014 20:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მაკნაირს პასი აქვს დასახვეწი, დაცვის მხრივ კარგია, პოზიციასაც კარგად არჩევს, მაგრამ გადაცემები არ მომეწონა. დე ხეა გამოსვლებზე დებილია, ამ სეზონში რამდენჯერ გაგვიხეთქა გული უკვე ცოტა გამოფხიზლდეს. დანარჩენებზე რა უნდა ითქვას, ბლინდი და ერერა ძალიან კარგები არიან, ნახევარდაცვას არ თმობენ და ცენტრს მუდამ იჭერენ, შეტევაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით ოდნავ შეთამაშდებიან და მერე ვეღარავინ გააჩერებთ.
0
№9
ავტორი: Best 7
28 სექტემბერი 2014 21:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შემდეგში უკეთესად უნდ ავითამაშოდ!
0
№10
ავტორი: Berba 9
28 სექტემბერი 2014 23:48
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხო ნუ შოუმ დაუშვა შეცდომები, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა ეპატიება... ნელ-ნელა იზავს, კარგად გააკეთებს ყველაფერს))

ვან პერსის არ გაყვანით(როდესაც ფალკაო გაიყვანა) მეგონა, რომ პერსი თავზე ითამაშებდა საჯარიმოში, კუთხურებზე, სტანდარტულებზე, თუმცა მარტო ძელთან იდგა... არადა როდესაც ფალკაო გაყავდა, თან ნაწყენი სახით გავიდა (მონდომებული ჩანდა), ვანპერსიც აჩვენეს და უკვე ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო

საბოლოო ჯამში, დაცვამ ასე თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დე ხეა კი შეცდა 2-ჯერ, მაგრამ მერე გამოასწორა (თუ მანამდე) :))) მეორე ტაიმში ფაქტიურად ზედ გვეჯდნენ და მყარად იყვნენ მაინც ბიჭები, მოკლედ დაცვისთვის კარგი გამოცდა გამოდგა, თუმცა უკეთესი გამოცდა მომდევნო თამაშებში გველის :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top