თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 17:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2999,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)
გუშინდელი მატჩის დაწვრილებითი განხილვა.
შეცდომები

მე-18 წუთი

მოედნის ცენტრში რუნის მიერ წესების დარღვევის შემდეგ სტანდარტული მდგომარეობა. ფლანგზე დგას ფეხბურთელი, რომლის დაფარვაც ერთი ნაბიჯის გადადგმით დი მარიას შეუძლია. ნაცვლად ამისა, ის ბურთისკენ მიდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ხდება თავისუფალ ფეხბურთელზე ლოგიკური პასის გადაცემა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბლინდი, რომელიც გაცილებით შორს დგას (პირველ სურათზე), საბოლოო ჯამში ჩამწოდებელთან უფრო ახლოს აღმოჩნდა.

რატომ დატოვა დი მარიამ მოთამაშე მარტო და რატომ არ მიუთითეს პარტნიორებმა, ჯერ კიდევ გამოცანად რჩება.

ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ მაკნეირმა თავდამსხმელს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


38-ე წუთი. საკოს გოლი (2:1)

ისევ სტანდარტული მდგომარეობა, ამჯერად კუთხური. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თითოეული მოწინააღმდეგე აყვანილია. ჩნდება ერთადერთი კითხვა: ერერა რატომ უშლის ხელს დე ხეას? ასეთ სტილში თამაში ფორვარდებს უყვართ, მათ შორის ჩიჩარიტოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეტოქის საჯარიმოშია და მეკარეს პრობლემებს უქმნის. ჩვენ შემთხვევაში კი მოქმედება "იუნაიტედის" საჯარიმოში ხდება.

საბოლოო ჯამში დე ხეა გამოსვლაზე შეცდომას უშვებს და ბურთს ვერ სწვდება, ხოლო მოთამაშე, რომელიც ერერასა და ვან პერსის უნდა აეყვანათ ბურთის შორეულ ძელთან გადაგზავნას ახერხებს, სადაც დარტყმა განახორციელა ფეხბურთელმა, რომელსაც რაფაელი მეთვალყურეობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ზედიზედ მეორე თამაშში რაფაელი საჰაერო ორთაბრძოლას აგებს. ეს შეცდომა არ არის, ის მყარად იჭერდა ფეხბურთელს, მაგრამ მას ფიზიკური მონაცემები არ ჰყოფნის. ვალენსიამ ჩვენი მცველი დაჯაბნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ერთ-ერთ მატჩისშემდგომ ინტერვიუში ვან გაალმა განაცხადა, რომ საკო გოლის გატანის ეპიზოდში დე ხეაზე ჯარიმდებოდა. განმეორებაზე კარგად ჩანს, რომ გოლი სუფთად იქნა გატანილი.



55-ე წუთი

"ვესტ ჰემის" ფეხბურთელი ფლანგიდან ჩაწოდების განხორციელებას ახერხებს, ბურთი შორეულ ძელთან მიდის, სადაც საკოს შოუ მეურვეობს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ლუკ შოუს მიერ ბურთის ტრაექტორიის ცუდად გათვლამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ მარტო მყოფი საკო კუთხიდან არტყმას კარში. ყურადღება მიაქციეთ რამდენად დიდია მანძილი მცველსა და თავდამსხმელს შორის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


"ვესტ ჰემის" არჩათვლილი გოლი

თამაშგარე იყო, გოლი მართებულად არ ჩაითვალა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ შოუ ისევ ვერ ახერხებს ჩაწოდების დაფარვას, რაც მეორედ ხდება ამ თამაშში (მეორე შემთხვევაში ბურთი მაკნეირმა გამოიტანა, ამას შემდეგში მივუბრუნდებით).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


***


"ვესტ ჰემთან" მატჩში დაცვამ მყარი ოთხიანი დაიმსახურა. მთელი მატჩის განმავლობაში შერწყმული მოქმედების შედეგად თითქმის აღმოიფხვრა შეცდომები.

თუმცა, ყველაფერი ასე ტკბილად როდია. გუნდს სიმაღლე და ფიზიკური კონდიციები არ ჰყოფნის, რათა სტანდარტული მდგომარეობის დროს საჰაერო ორთაბრძოლა მოიგოს. თითქმის ყოველი კუთხურისას სახიფათო მომენტი იქმნებოდა. ერთია, როცა მეტოქე სტანდარტის გათამაშებისას გამარცხებს და სულ სხვაა, როცა განადგურებს. ეს შესაძლოა თანამედროვე "იუნაიტედის" დიდი პრობლემა გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუნის გაძევების შემდეგ "იუნაიტედი" დაცვაში იდეალურად მოქმედებდა და მოწინააღმდეგეს თითქმის არაფრის საშუალებას არ აძლევდა. დროის ამ მონაკვეთში "ვესტ ჰემმა" მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით, რაც საერთოდ არ წარმოადგენდა ხიფათს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


რობინ ვან პერსი

ვან პერსი ნაკლებად ჩართული იყო თამაშში და მხოლოდ 17 გადაცემა გააკეთა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი გამხდარიყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


რაფაელთან ფლანგზე ბურთის გათამაშების შემდეგ ვან პერსიმ პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა და მეორე თავად გაიტანა.

რობინის გოლი შესაძლოა საერთოდ ელიტ გოლებს მივაკუთვნოთ. შესანიშნამვა ტექნიკამ ჰოლანდიელს საშუალება მისცა მატჩის ერთადერთი შანსი გამოეყენებინა.

აღსანიშნავია ერერაც, რომელმაც ბურთი წაართვა მეტოქეს და ფალკაო, რომელმაც რობინის მოქმედება შესანიშნავად შეამჩნია და თამაშგარიდან ამოსულს ზუსტ დროს გადააწოდა პასი.



პოზიციაც არანაკლებ საინტერესოა. შემტევი პარტნიორებისგან განსხვავებით რობინი არაერთი მატჩია რაც სიღრმეში იხევს და ხშირად რაფაელის უკანაც კი აღმოჩნდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ანხელ დი მარია

უნდა ვაღიაროთ, რომ დი მარია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო მოედანზე. თავისი ფენომენალური სისწრაფის ხარჯზე იგი პერიოდულად ფლანგზე გარღვევას ახერხებდა, მაგრამ არც ერთ მის ჩაწოდებას ხიფათი არ მოჰყოლია, მათ შორის არც კუთხურიდან მოწოდებულს.

ვერც მოწინააღმდეგის მოტყუება მოახერხა. 4 მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ბლინდი და ერერა

პირდაპირ ის მომენტი განვიხილოთ, როცა ბლინდი დე ხეასთვის ბურთის დაბრუნებისას შეცდა და თითქმის გოლი გამოიწვია. შეცდომა დაუშვა გოლის შემდეგაც. ცენტრის გათამაშების პირველ მომენტში ისევ გაუგებრობა და პანიკა გამოჩნდა. იმედია ეს შეცდომა მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და ყველაფერს გააკეთებენ მის აღმოსაფხვრელად, რათა სისტემატურად არ იქცეს.

სხვა შემთხვევაში დეილის ნიჭის მაქებარი სიმღერების გაგრძელებას ვეცდები. იგივე სასწაული შრომისუნარიანობა - ყოველთვის იქ, სადაც ბურთია. საიმედო თამაში პასის დროს. შეტევის მხარდაჭერა. თამაშის კითხვა და პოზიციის შერჩევა - ეს ყველაფერი ბლინდია.

"ვესტ ჰემთან" მატჩის განმასხვავებელ განსაკუთრებულობად ერერას ღრმა პოზიცია გვესახება. ანდერი ძალიან ხშირად იწევდა დეილის უკან, საიმედო იყო დაცვითი მოქმედებების დროს და არც შეტევას ივიწყებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე გოლის ეპიზოდში ბურთი ერერამ ჩაჭრა და შემტევ პარტნიორებთან შესანიშნავად კომბინირებდა. სამწუხაროდ, ესპანელის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "იუნაიტედის" რიგებში ტრავმის გამო შეცვლით დასრულდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ანდერი მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება. ბლინდი-ერერას კავშირი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" აუცილებელია.

რუნის გაძევება

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ მომენტი, რომლის დროსაც შოუ ბურთის წინ გადაგდებას ცდილობს, მაგრამ მოწინააღმდეგეს ხელზე ხვდება და მისდის დაუნინგს, რომელიც რუნიმ წააქცია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


ნათელია, რომ რუნის ფოლი აუცილებელი არ იყო. კარამდე მანძილი 70 მეტრი იყო, დაცვა ადგილზე მდებაროებდა და ეპიზოდი ჯარიმის აუცილებლობას არ მოითხოვდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


გამოვთქვამ ალბათ არაპოპულარულ აზრს: რუნის ჯარიმა კარგია.

უეინი გუნდის კაპიტანია, გუნდს გმირი სჭირდება. ეს არ უნდა იყოს ბიჭი, რომელიც მოედანზე ჩუმად დადის, პერიოდულად გააქვს გოლები და აკეთებს გადაცემებს. საჭიროა კაცი, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთი არაა. ამის გამოვლენა სხვადასხვაგვარად ხდება: დაუძახო გუნდს საერთო სადილზე; უყვირო ყველას საჭირო დროს (თუნდაც თავად იყო დამნაშავე); გამოავლინო ისეთივე სიგიჟე, როგორიც წითელი ბარათის ეპიზოდში.

დანარჩენებისთვის რუნი ყოველთვის იყო ფეხბურთელი, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე მიადგებოდა ფერგიუსონს და ჰკითხავდა იქნებოდა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. ახლა რუნის მოუწევს გუნდში საკუთარ თავზე წარმოდგენა შეცვალოს. ის უნდა გახდეს ავტორიტეტი, უნდა გახდეს სახიფათო. გუნდს აკლია გმირი - როგორიც კანტონა ან კინი იყვნენ - ვისიც როგორც თავისიანებს, ისე უცხოებს შეეშინდებათ. მჯერა, რომ რუნი მრისხანე კაპიტანსა და მეგობრულ პარტნიორს შორის საზღვარს იპოვის. ვარსკვალვებს მიღმა სწორედ ასეთ სიტუაციას ვხედავ.

ბარათი კი იყო წითელი, არ ღირს თეორიების შექმნა.

დებიუტანტები

ლუკ შოუ

პირველი თამაშის კვალობაზე ლუკი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შოუს მოტყუება ძალიან რთულია ერთი-ერთზე როგორც სისწრაფის, ისე ტქნიკის ხარჯზე - ხასიათის ეს ნაწილი გასულ სეზონში გამოავლინა. მინუსებიდან: ხანდახან ვერ ახერხებდა გადაცემის დაფარვას - პოზიციური გაუთვლელობა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს მიაწეროთ არასაკმარის კონცენტრაციას, რომელიც ძირითადად არაოპტიმალური ფიზიკური ფორმის გამო იქნა გამოწვეული. მაგრამ ეს მხოლოდ უდიდესი სურვილის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ინგლისელი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე როხო.

პედი მაკნეირი


დებიუტანტის დაუჯერებელმა საიმედოობამ გამაოცა. ფიზიკური მდგომარეობა არც მას უწყობს ხელს, მაგრამ საჰაერო ბრძოლებში რაფაელზე უკეთ გამოიყურებოდა. თავდამსხმელთან ერთი-ერთზე დარჩენისას პედიმ ბრძოლა მოიგო (რა იქნებოდა ევანსის შემთხვევაში?). მას იმის გამბედაობაც ეყო, რომ მოედნის ცენტრში პირველ ტაიმში ორჯერ გადასულიყო. ის ხედავს შესაძლებლობას, ის იყენებს მას - საერთოდ არ ერიდება გამოცდილი ფეხბურთელების.

მომენტი, როცა შოუ უბრალოდ ვალდებულია მადლობა გადაუხადოს ახალგაზრდა ფეხბურთელს.



ტომ ტორპი

პრემიერ-ლიგაში ნათამაშევი 29-ე ფეხბურთელი გახლავთ ტომ ტორპი, რომელიც დამატებითი დროის მეოთხე წუთზე შემოვიდა.

გვერდი ვერ ავუარე ტორპის თბილ რუკას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (ტაქტიკური განხილვა)


იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე სრულფასოვანი დებიუტი ექნება.

წარმატებები ტომს, წარმატებები გუნდს, წარმატებები ჩვენ.

წყარო: carrick.ru

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
29 სექტემბერი 2014 00:22
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მევასება მაგრად ეს სიახლე და უეჭველი დადეთ ხოლმე რა ყოვლი მატჩის წინ. love

ერერა ევერტონთან თუ არ იქნება მაგარ შარში ვართ. ძაან დაგვაკლდება რუნიზე მეტადაც კი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: dachi_mu
29 სექტემბერი 2014 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
magaria ra eseti ganxilvebi.sg avtor. Nu shetamasheba unda gunds ra da eg drois ambavia.exa rac sheexeba rafaels, nu rafaeli ro sastavis kacia ori azri araaa..is ro ortabrdzolas meore sartulze agebs nu ra qnas dabalia da simartle ro vtqvat arcaa misi saqme. Smolins imito ayenebda xolme baabu ro magali iyo ra.
0
№13
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2014 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ ბევრი გიშრომია დეხეა თუ გამოფხიზლდება კაი იქნება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top