თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 21:39
ავტორი: washington,
ნანახია: 2256,
კომენტარები: 12
ერერა "მანჩესტერს" ეგუება
"ტელეგრაფის" ჟურნალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ახალწვეულ ანდერ ერერას გაესაუბრა, რომელაც სხადასხვა თემებზე ისაუბრა
ერერა
"ტელეგრაფის" ჟურნალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ახალწვეულ ანდერ ერერას გაესაუბრა, რომელაც სხადასხვა თემებზე ისაუბრა.

– რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

– "იუნაიტედმა" ჩემს გადასაბირებლად ყველაზე მეტი გააკეთა, რის გამოც ყველაზე მეტად უარის თქმა ამ გუნდისთვის გამიჭირდა. მოიესის დროსაც ჩემს აგენტს ლამის ყოველდღე ეხმიანებოდნენ და მის დარწმუნებას ცდილობდნენ, რამაც უფრო დიდი სიამოვნება და სიამაყე მომანიჭა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ".

- გულშემატკივრებმა თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?

- "უკეთეს ალბათ ვერსად ვნახავდი. ამ გუნდს მართლაც არაჩვეულებრივი გულშემატკივრები ჰყავს. რაც შეეხება ფანთა დაჯგუფებას, ისინი მართლაც დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან, რადგან გუნდს გახსნილად და ლამაზად ქომაგობენ".

- როდესაც ქუჩაში გულშემატკივრები გხვდებიან, რას გეუბნებიან?

- "ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მათ ჩემი სჯერათ, რაც ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და თუ ლუი ვან გაალის ყველა რჩევას გავითვალისწინებ, მაშინ მართლაც ბევრ რამეს მივაღწევ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რადგან გულშემატკივრები მხარს ასე მიჭერენ. მათი თანადგომის ფონზე არაფერი გამიჭირდება".

- სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედმა", ასევე კონკურენტებმაც საკმარისზე მეტად იაქტიურეს

- "განსაკუთრებით “ჩელსის” და “არსენალს” გამოვყოფდი, რაც იმის მაუწყებელია, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის არამხოლოდ ჩვენ, "ჩელსი" და "არსენალი”, არამედ ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს"

- რისი ბრალია "მანჩესტერის" წარუმატებელი სტარტი?

- "ფეხბურთელებს ერთმანეთში შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება. გუნდში ბევრი ახალწვეული ვართ, ამიტომ დროთა განმავლობაში ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და თამაშსაც მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესებთ".

- მოკლედ, რას ეტყვით საკუთარ თავს?

- "ასეთ შეკითხვას არ ველოდი. მშვიდი და მხიარული ადამიანი ვარ, რომელსაც ვარჯიშთან ერთად, თანაგუნდელებთან მოედნის გარეთ "სიგიჟეების" გაკეთებაც უყვარს".

- ადაპტაციაში განსაკუთრებით ვინ გეხმარებათ?

- "ამას თქვენც შეამჩნევთ, რომ ყველაზე ხშირი კონტაქტი დე ხეასთან და ხუან მატასთან მაქვს".

წყარო: www.telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 21:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი რატომ და რა დიდი დამსახურების გამო, მაგრამ ერერა დღევანდელ გუნდში ყველაზე მეტად მიყვარს. ძალიან მჯერა შენი ანდერ, წინა თამაშში ბევრი "მიქარე", მაგრამ ჯერ გეპატიება. მაგრამ მხოლოდ ჯერ

ამას თქვენც შეამჩნევთ, რომ ყველაზე ხშირად დე ხეასთან და ხუან მატასთან ვკონტაქტობ".


გამიკვირდებოდა სხვა რომ გეთქვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: love united
25 სექტემბერი 2014 21:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ანდერიჩა მაგარი კაცია love
0
№3
ავტორი: Esi
25 სექტემბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდი მიდი შენი იმედი მომეცა "რაცხა"
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფეხბურთელებს ერთმანეთში შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება. გუნდში ბევრი ახალწვეული ვართ, ამიტომ დროთა განმავლობაში ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და თამაშსაც მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესებთ".

ნელ–ნელა ყველაფერი მოგვარდება. ბევრს ავიწყდება რომ ახალწვეულების უმეტესობა პირველად თამაშობს პრემიერ ლიგაში. ძირითადში ერთბაშად 4–5 დებიუტანტია მაინც არის ხოლმე და არაა ასე ადვილი გუნდის დალაგება. + ამას ახალი მწვრთნელი
0
№5
ავტორი: VaRdo
26 სექტემბერი 2014 02:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მე მჯერა ამ გუნდის და ამ მწვრთვნელის. მემგონი ატყობთ, რომ ყოველ ტურში უმატებენ. ლესტერთანაც კარგი იყო უბრალოდ მსაჯმა დაგვაღალატა და + ამას ის ათასსში ერთხელ მხოდა .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: RedTeen
26 სექტემბერი 2014 02:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მაგ სიგიჟეების გამო იტრავმებით ხოლმე ვარჯიშზე არა??

მჯერა ამ ბიჭის, მართლა ძალიან მონდომებულია, იმედია ტემპს არ დააგდებს...
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 სექტემბერი 2014 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დე ხეა ყველას ძმაკაცია ( იანგის გარდა რა თქმა უნდა tongue wink )
0
№8
ავტორი: Jubo
26 სექტემბერი 2014 11:33
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ახალწვეულებიდან ყველაზე მაგარი კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: chudikone
26 სექტემბერი 2014 14:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოსვლის დღიდანვე და მანამდეც მჯეროდა მე ამ კაცის ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Nistelrooy
26 სექტემბერი 2014 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ეს მაგარი გვყავს <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top