თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 21:39
ავტორი: washington,
ნანახია: 2260,
კომენტარები: 12
ერერა "მანჩესტერს" ეგუება
"ტელეგრაფის" ჟურნალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ახალწვეულ ანდერ ერერას გაესაუბრა, რომელაც სხადასხვა თემებზე ისაუბრა
ერერა
"ტელეგრაფის" ჟურნალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის ახალწვეულ ანდერ ერერას გაესაუბრა, რომელაც სხადასხვა თემებზე ისაუბრა.

– რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

– "იუნაიტედმა" ჩემს გადასაბირებლად ყველაზე მეტი გააკეთა, რის გამოც ყველაზე მეტად უარის თქმა ამ გუნდისთვის გამიჭირდა. მოიესის დროსაც ჩემს აგენტს ლამის ყოველდღე ეხმიანებოდნენ და მის დარწმუნებას ცდილობდნენ, რამაც უფრო დიდი სიამოვნება და სიამაყე მომანიჭა. სიმართლე რომ გითხრათ, ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ".

- გულშემატკივრებმა თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვეს?

- "უკეთეს ალბათ ვერსად ვნახავდი. ამ გუნდს მართლაც არაჩვეულებრივი გულშემატკივრები ჰყავს. რაც შეეხება ფანთა დაჯგუფებას, ისინი მართლაც დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან, რადგან გუნდს გახსნილად და ლამაზად ქომაგობენ".

- როდესაც ქუჩაში გულშემატკივრები გხვდებიან, რას გეუბნებიან?

- "ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მათ ჩემი სჯერათ, რაც ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და თუ ლუი ვან გაალის ყველა რჩევას გავითვალისწინებ, მაშინ მართლაც ბევრ რამეს მივაღწევ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რადგან გულშემატკივრები მხარს ასე მიჭერენ. მათი თანადგომის ფონზე არაფერი გამიჭირდება".

- სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედმა", ასევე კონკურენტებმაც საკმარისზე მეტად იაქტიურეს

- "განსაკუთრებით “ჩელსის” და “არსენალს” გამოვყოფდი, რაც იმის მაუწყებელია, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის არამხოლოდ ჩვენ, "ჩელსი" და "არსენალი”, არამედ ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს"

- რისი ბრალია "მანჩესტერის" წარუმატებელი სტარტი?

- "ფეხბურთელებს ერთმანეთში შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება. გუნდში ბევრი ახალწვეული ვართ, ამიტომ დროთა განმავლობაში ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და თამაშსაც მატჩიდან მატჩამდე გავაუმჯობესებთ".

- მოკლედ, რას ეტყვით საკუთარ თავს?

- "ასეთ შეკითხვას არ ველოდი. მშვიდი და მხიარული ადამიანი ვარ, რომელსაც ვარჯიშთან ერთად, თანაგუნდელებთან მოედნის გარეთ "სიგიჟეების" გაკეთებაც უყვარს".

- ადაპტაციაში განსაკუთრებით ვინ გეხმარებათ?

- "ამას თქვენც შეამჩნევთ, რომ ყველაზე ხშირი კონტაქტი დე ხეასთან და ხუან მატასთან მაქვს".

წყარო: www.telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
26 სექტემბერი 2014 23:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magari xar andeeer!
0
№12
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:51
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგარი ბიჭია. ჯერ ვითარდება და ლუი ამას მაქსიმუმს ამოაქაჩინებს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top