თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 09:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3001,
კომენტარები: 12
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ვან გაალი კვლავ სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს.
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "ლესტერთან" მატჩის გამო პანიკის მოწყობა საჭირო არ არის.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარების დღიდან ვან გაალი მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთელები მის იდეებსა და ფილოსოფიას თანდათან შეეგუებიან - ეს პროცესი კი მისი თქმით სამ თვეს საჭიროებს.

"ქპრ"-ს დამარცხების შემდეგ გაჩნდა რწმენა, რომელსაც მომდევნო შეხვედრაში განცდილმა მარცხმა ჩრდილი მიაყენა, თუმცა ვან გაალი "ლესტერში" მომხდარ ფაქტზე შემდეგნაირად რეაგირებს:

"არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ამ კვირაში სხვა მხრივ მაჩვენეს საკუთარი თავი. ჩემი მოთამაშეები რობოტები არ არიან, ისინი ადამიანები არიან და ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მე ასევე ვარ მწვრთნელი, რომელსაც საგნების განხილვა და შეფასება სურს. აი როგორ ვაკეთებ საქმეს. ახლაც ასე მოვიქეცი და არც ეს კვირა გახლავთ გამონაკლისი."

"ეს უკვე მოხდა, ეს გარდამავალი მოვლენაა. ეს არ არის მუდმივი შემთხვევა - თუ კი პრემეირ-ლიგის შეხვედრებს გადახედავთ, "ლესტერთან" მატჩის გარდა ყველა მატჩში თავს კარგად ვიცავდით. საშუალოდ ერთ გოლს ვუშვებდით და უამრავი გოლი გაგვქონდა. ვფიქრობ, ამ მხრივ მეხუთე, ან მეექვსე მაჩვენებელი გვაქვს. თითოეული ჟურნალისტი განსხვავებულად ხედავს ამას."


ჟურნალისტებმა ისიც შეახსენეს ვან გაალს, რომ პრემიერ-ლიგის ხუთ ტურში აღებული 5 ქულის შემდეგ "იუნაიტედი" არც თუ შორსაა გასავარდნი ზონისგან.

"ამჟამად ეს შესაძლოა ჩემთვის ურთულესი სამუშაოა, მაგრამ ერთ წელიწადში ვნახავთ, ამას ტრავმით გაჯერებული კვირის გამო ნუ იტყვით. როგორც მწვრთნელმა, კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა. კლუბი გარდატეხის პროცესშია. რაც წინასწარ არ იცი, ეს არის რთული მომენტების არსებობა"

"საწყის ეტაპზე თითოეული შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ახლა რთულ მდგომარეობაში ვართ. წინა კვირაში უნდა გაგვემარჯვებინა - ვალდებულები ვიყავით მოგვეგო, როცა ანგარიში 3:1 იყო. თუ ამას გავაკათებდით, მეორე ადგილს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებოდით."

"მაგრამ სწორედ მარცხის გამო მეკითხებით ახლა ამას. გამარჯვება რომ მოგვეპოვებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. პრობლემებს გადავლახავთ - სეზონი ხანგრძლივია."


ლუი ვან გაალმა დაადასტურა ისიც, რომ მის კლუბს შაბათის შეხვედრაში, რომელსაც "წითლები" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ ოთხი ცენტრალური მცველი დააკლდება.

ამჟამად, ჯონი ევანსი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ტრავმირებულები არიან, ტაილერ ბლეკეტს კი "ლესტერთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო არ შეუძლია კლუბის დახმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მარკოს როხოს სახით ერთადერთი ნომინალური ცენტრალური მცველით რჩება.

"ჩვენ 9 ტრავმირებული და 1 დისკვალიფიცირებული გვყავს. შესაძლოა შანსი მიიღონ უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. მარჯვენა ფეხით მოთამაშე თითოელი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია და არ ვიცი, რამდენ ხანს გამოტოვებენ."

"ევანსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას რთული დაზიანება აქვს და დასკვნების გაკეთებისთვის მოცდა მოგვიწევს. გუშინდელ ვარჯიშზე სმოლინგმა ფეხის კუნთები დაიზიანა. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ."




პრეს-კონფერენციის ვიდეო ვერსია

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 სექტემბერი 2014 21:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გაბრაზებული არ ჩანს, მაგრამ პირველი კითხვის დროს ძლივს იპოვა ფეხბურთელების გასამართლებელი სიტყვები.

დარწმუნებული ვარ საშინელ მდგომარეობაში შეიყვანდა ფეხბურთელებს "ლესტერის" მერე, მაგრამ საჯაროდ რა თქმა უნდა ამას არ იტყვის. უნდა დაეტყოს გუნდს ლუის სიბრაზე. "ვესტ ჰემი" ძალიან რთულია მეტოქეა და დაცვის პრობლემებს ტრავმაც ემატება. მოკლედ ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ როგორც რედნაპმა თქვა: "ახლა გამოჩნდება შენი გენია"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
25 სექტემბერი 2014 22:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპული ქულებს იმედია დაკარგავს და ეს შანსიც არ უნდა გავანიავოთ. წელს მთავარი კონკურენტები ალბათ ეგენი იქნებიან ოთხეულისთვის ბრძოლაში.
0
№3
ავტორი: love united
25 სექტემბერი 2014 23:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აი ხო ძაან ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მაინც იმედიანათ ვარ. ვან გაალის მჯერა მაგრად. ეგეც თუ გაფლოპდა მართლა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი wink
0
№4
ავტორი: Berba 9
25 სექტემბერი 2014 23:42
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხო ნუ ვან გაალია და სხვას რას ილაპარაკებდა )))

ესეთი თამაშები ყოველთვის არის, მითუმეტეს პრემიერ ლიგაში, მაგრამ მთავარია ხშირი არ იყოს და შემდეგი თამაშები წარმატებული აღმოჩნდეს, არც ჩვენ ვართ რობოტები ლუი (გულშემატკივრები), რომ ამდენ ვერ მოგებულ თამაშს ვეგუებოდეთ. ეს ისე უბრალოდ, თორემ არაფერს ვუწუნებ ამ კაცს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Count Alucard
26 სექტემბერი 2014 01:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არადა რა მაგარი გოლები გაიტანეს ანხელამ და ერერამ recourse დაცვა მართლა ჩასვრილი გვყავს, 7 წლის ბავშვებივით დარბიან.
0
№6
ავტორი: VaRdo
26 სექტემბერი 2014 02:08
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალე მოვიდეს 27 და დამავიწყეთ ეს მატჩი თორე ცუდად ვარ. იმედია დამაჯერებლად მოიგებენ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: RedTeen
26 სექტემბერი 2014 02:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
სიმშვიდე კარგია, ჩვენც ვცდილობთ მშვიდად ყოფნას, მაგრამ ხანდახან ძნელია შეინარჩუნო ის..
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 სექტემბერი 2014 08:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაზე მეტად მე რაც მინდა არის ის, რომ გუნდებს მანჩესტერის შიში დაუბრუნდეთ, მაგრამ ისეთი თამაშები თუ ვერ მოვიგეთ როგორი თამაშიც იყო ლესტერთან , მაშინ შიში კი არა პირიქით...
0
№9
ავტორი: Jubo
26 სექტემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
3 თამაშის შემდეგ სიტისთან, ჩელსისთან და არსენალთან გვიწევს შეხვედრა 4 კვირის შუალედში. ევერტონი ჯანდაბას მარა ვესთ ჰემთან და ვესთ ბრომვიჩთან წესიერი შედეგი თუ ვერ დადეს საშინელი მოტივაციით შევხვდებით გრანდებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: ლადო
27 სექტემბერი 2014 12:52
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Didi imedi makvs luis da vnaxot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top