თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 09:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3014,
კომენტარები: 12
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ვან გაალი კვლავ სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს.
მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ "ლესტერთან" მატჩის გამო პანიკის მოწყობა საჭირო არ არის.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარების დღიდან ვან გაალი მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთელები მის იდეებსა და ფილოსოფიას თანდათან შეეგუებიან - ეს პროცესი კი მისი თქმით სამ თვეს საჭიროებს.

"ქპრ"-ს დამარცხების შემდეგ გაჩნდა რწმენა, რომელსაც მომდევნო შეხვედრაში განცდილმა მარცხმა ჩრდილი მიაყენა, თუმცა ვან გაალი "ლესტერში" მომხდარ ფაქტზე შემდეგნაირად რეაგირებს:

"არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ამ კვირაში სხვა მხრივ მაჩვენეს საკუთარი თავი. ჩემი მოთამაშეები რობოტები არ არიან, ისინი ადამიანები არიან და ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მე ასევე ვარ მწვრთნელი, რომელსაც საგნების განხილვა და შეფასება სურს. აი როგორ ვაკეთებ საქმეს. ახლაც ასე მოვიქეცი და არც ეს კვირა გახლავთ გამონაკლისი."

"ეს უკვე მოხდა, ეს გარდამავალი მოვლენაა. ეს არ არის მუდმივი შემთხვევა - თუ კი პრემეირ-ლიგის შეხვედრებს გადახედავთ, "ლესტერთან" მატჩის გარდა ყველა მატჩში თავს კარგად ვიცავდით. საშუალოდ ერთ გოლს ვუშვებდით და უამრავი გოლი გაგვქონდა. ვფიქრობ, ამ მხრივ მეხუთე, ან მეექვსე მაჩვენებელი გვაქვს. თითოეული ჟურნალისტი განსხვავებულად ხედავს ამას."


ჟურნალისტებმა ისიც შეახსენეს ვან გაალს, რომ პრემიერ-ლიგის ხუთ ტურში აღებული 5 ქულის შემდეგ "იუნაიტედი" არც თუ შორსაა გასავარდნი ზონისგან.

"ამჟამად ეს შესაძლოა ჩემთვის ურთულესი სამუშაოა, მაგრამ ერთ წელიწადში ვნახავთ, ამას ტრავმით გაჯერებული კვირის გამო ნუ იტყვით. როგორც მწვრთნელმა, კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა. კლუბი გარდატეხის პროცესშია. რაც წინასწარ არ იცი, ეს არის რთული მომენტების არსებობა"

"საწყის ეტაპზე თითოეული შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ახლა რთულ მდგომარეობაში ვართ. წინა კვირაში უნდა გაგვემარჯვებინა - ვალდებულები ვიყავით მოგვეგო, როცა ანგარიში 3:1 იყო. თუ ამას გავაკათებდით, მეორე ადგილს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებოდით."

"მაგრამ სწორედ მარცხის გამო მეკითხებით ახლა ამას. გამარჯვება რომ მოგვეპოვებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. პრობლემებს გადავლახავთ - სეზონი ხანგრძლივია."


ლუი ვან გაალმა დაადასტურა ისიც, რომ მის კლუბს შაბათის შეხვედრაში, რომელსაც "წითლები" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ ოთხი ცენტრალური მცველი დააკლდება.

ამჟამად, ჯონი ევანსი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ტრავმირებულები არიან, ტაილერ ბლეკეტს კი "ლესტერთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო არ შეუძლია კლუბის დახმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მარკოს როხოს სახით ერთადერთი ნომინალური ცენტრალური მცველით რჩება.

"ჩვენ 9 ტრავმირებული და 1 დისკვალიფიცირებული გვყავს. შესაძლოა შანსი მიიღონ უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. მარჯვენა ფეხით მოთამაშე თითოელი ცენტრალური მცველი ტრავმირებულია და არ ვიცი, რამდენ ხანს გამოტოვებენ."

"ევანსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას რთული დაზიანება აქვს და დასკვნების გაკეთებისთვის მოცდა მოგვიწევს. გუშინდელ ვარჯიშზე სმოლინგმა ფეხის კუნთები დაიზიანა. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებ."




პრეს-კონფერენციის ვიდეო ვერსია

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:48
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ლუი ტრავმებს რო მოიშუშებენ ფეხბურთელები მერე უკვე მოგეთხოვება სტაბილურად აათამაშო გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top