თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2014, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 13
ერერა: "მინდა სქოულზს ვგავდე"
"იუნაიტედის" ახალწვეულს სურს კლუბის ლეგენდას დაემსგავსოს.
ერერა:
ანდერ ერერა აცხადებს, რომ იგი ძალიან ბედნიერი იქნებოდა თუ ისეთივე წარმატებული და გოლეადორი ფეხბურთელი იქნებოდა, როგორ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი.

ესპანელმა ნახევარმცველმა საკლუბო ტელევიზიას განუცხადა, რომ სქოულზი, რომელსაც 20 წლის წინ 22 სექტემბერს ჰქონდა "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი ყოველთვის იყო მისი მისაბაძი მაგალითი.

საკვირაო შეხვედრა შესაძლოა არ იყო "იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილი, მაგრამ ერერამ ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ესპანელს იმედი აქვს, რომ თავისი თამაშის ეს კუთხე სწორედ ის იქნება, რომელსაც სქოულზის დონემდე აიყვანს.

"გოლის გატანა ჩემი საუკეთესო უნარი არ არის. მაგრამ მიმაჩნია, რომ ნახევარმცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს, თუნდაც ისეთს, როგორიც პოლ სქოულზია ასობით გოლი აქვთ გატანილი. მინდა უფრო მეტი გოლი გავიტანო და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სქოულზის მსგავსი ვიქნები."

"მას დიდ პატივს ვცემ და მისი ხილვით მუდამ სიამოვნებას ვიღებდი. ის ყოველთვის ბევრს მუშაობდა, ეხმარებოდა გუნდს და მომენტებს ქმნიდა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც. ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ ვისურვებდი ერთ დღეს მას ვგავდე."


იმავე ინტერვიუში ერერამ "იუნაიტედში" გატარებულ პირველ თვეებზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან რამდენიმე თვეში ყველაფერი გამოვცადე - "ოლდ ტრაფორდი", ქალაქი და კლუბი. ახლა მესმის, რამდენად დიდია ეს კლუბი. ტურნეზე ყოფნა კარგია, მაგრამ როცა მანჩესტერში ჩამოდიხარ და "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობ, ხვდები თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი". მოვლენებისგან სიამოვნებას ვიღებ და მინდა კლუბს ჩვენი მიზნების მიღწევაში დავეხმარო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 08:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დღევანდელ "იუნაიტედში" ჩემი საყვარელი ფეხბურთელია love

ერთ დღეს შენ მაგას მიაღწიე და ჩვენზე ბედნიერ კაცს ვერ ნახავ დედამიწაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
23 სექტემბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ამას როგორ გამოსდის იცი ? crying
ვასო ფხაკაძეს რო უნდა "მონა" რომ ყავდეს რა derphappycry
ოცნებას კაცი არ მოუკლავს ანდერ derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: chudikone
23 სექტემბერი 2014 09:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დღევანდელ მანჩესტერში დი მარია. ჩრდილავს ამას.. ძაან მაგარი ბიჭია და იმედია კიდევ მოუმატებს.. ძაან მეიმედება ერერასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: RedTeen
23 სექტემბერი 2014 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
კარგია, მეტი შეუძლია და გამოჩნდება მომავალში..
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 სექტემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა გინდათ გემოვნება აქვს love wink
0
№6
ავტორი: Esi
23 სექტემბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მიდი ანდეერ... მაგარი კაცი ხარ! არ მეგონა თუ ასე ითამაშებდი პირველივე მატჩებს და ვაბშე არ მქონია შენი იმედი, მაგრამ...
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სქოულზის მსგავსი ვიქნები


კაია იმედი რო გაქვს კაი ბიჭი ხარ მარა ეგ დაივიწყე wink მაგრად მევასება ეს, ზოგს ავიწყდება რო დებიუტანტია პრემიერ ლიგაში და მშვენივრად თამაშობს ასე თუ ისე ჯერ.
0
№8
ავტორი: ელენე
23 სექტემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ძალიან გყავთ გაკერპებული სქოულზი. ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ ერთ დღესაც სქოულზის დონის ფეხბურთელი გახდეს?
0
№9
ავტორი: chudikone
23 სექტემბერი 2014 20:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ელენე,
+11111111
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: salome-rooney
23 სექტემბერი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
ძალიან ძალიან ძალიან მომწონს love გემოვნებაც არაჩვეულებრივი აქვს wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top