თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2014, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 13
ერერა: "მინდა სქოულზს ვგავდე"
"იუნაიტედის" ახალწვეულს სურს კლუბის ლეგენდას დაემსგავსოს.
ერერა:
ანდერ ერერა აცხადებს, რომ იგი ძალიან ბედნიერი იქნებოდა თუ ისეთივე წარმატებული და გოლეადორი ფეხბურთელი იქნებოდა, როგორ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, პოლ სქოულზი.

ესპანელმა ნახევარმცველმა საკლუბო ტელევიზიას განუცხადა, რომ სქოულზი, რომელსაც 20 წლის წინ 22 სექტემბერს ჰქონდა "ოლდ ტრაფორდზე" დებიუტი ყოველთვის იყო მისი მისაბაძი მაგალითი.

საკვირაო შეხვედრა შესაძლოა არ იყო "იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილი, მაგრამ ერერამ ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ესპანელს იმედი აქვს, რომ თავისი თამაშის ეს კუთხე სწორედ ის იქნება, რომელსაც სქოულზის დონემდე აიყვანს.

"გოლის გატანა ჩემი საუკეთესო უნარი არ არის. მაგრამ მიმაჩნია, რომ ნახევარმცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებს, თუნდაც ისეთს, როგორიც პოლ სქოულზია ასობით გოლი აქვთ გატანილი. მინდა უფრო მეტი გოლი გავიტანო და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სქოულზის მსგავსი ვიქნები."

"მას დიდ პატივს ვცემ და მისი ხილვით მუდამ სიამოვნებას ვიღებდი. ის ყოველთვის ბევრს მუშაობდა, ეხმარებოდა გუნდს და მომენტებს ქმნიდა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც. ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ ვისურვებდი ერთ დღეს მას ვგავდე."


იმავე ინტერვიუში ერერამ "იუნაიტედში" გატარებულ პირველ თვეებზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან რამდენიმე თვეში ყველაფერი გამოვცადე - "ოლდ ტრაფორდი", ქალაქი და კლუბი. ახლა მესმის, რამდენად დიდია ეს კლუბი. ტურნეზე ყოფნა კარგია, მაგრამ როცა მანჩესტერში ჩამოდიხარ და "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობ, ხვდები თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი". მოვლენებისგან სიამოვნებას ვიღებ და მინდა კლუბს ჩვენი მიზნების მიღწევაში დავეხმარო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
23 სექტემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ელენე შენ ეტყობა ძალიან პატარა ხარ და არ იცი რას წარმოადგენდა სკოულზი , ერერა ძალიან მაგარი ბიჭია მაგრამ მანჩესტერში სკოულზზე მაგარი ნახევარმცველი არ ყოფილა და არც იქნება კიდე
0
№12
ავტორი: Wardell
23 სექტემბერი 2014 21:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ლესტერთან რო გაიტანა ეგრევე სქოულზი გამახსენდა აქ ეგეთი გოლი გატანილი პოლს. რატო გგონიათ რო მიუღწეველია ვერ ვხვდები მარადონამდე რო ვინმე მივიდოდა ეგონათ ადრე არა ხო? მარა მესიმ სასწაული ქნა ამიტომ დაველოდოთ ძააან მომწონს მაგარი ბიჭია
0
№13
ავტორი: ელენე
24 სექტემბერი 2014 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
tupaca,
მჯობნის მჯობნი არ დაილევა. დაუწერელი კანონია და თამაში ნანახი რომც არ მქონდეს, ეს კანონი მაინც არსებობს :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top