თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 18:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2865,
კომენტარები: 11
რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში
Matt Henderson - ის მიერ მატჩის განხილვა.
რა გავიგეთ
პირველ რიგში ვიტყვი ამას: მსაჯი არ არის დამნაშავე. დანარჩენს ტექსტთან ერთად გავარკვევთ.

1. იზოლირებული მცველები = გოლები

სიტუაციაში, რომელშიც ორი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ თამაშობს, ორს ორჯერ მეტი შანსი აქვს მოგების. ასე შეემთხვა ტაილერ ბლეკეტსაც, რომელიც მარტო დატოვეს. ასე შედგა გოლი, რომელიც მატას შეცდომას მოჰყვა. რატომ რჩება გუნდის ყველაზე გამოუცდელი ფეხბურთელი მარტო დაცვაში, სად არიან სხვები? ბლეკეტმა ცუდი მატჩი ჩაატარა, დიახ, მაგრამ რა უნდა მოგვეთხოვა ასეთ სიტუაციაში?

2. დაუფიქრებელე ქმედებებს პენალტები მოაქვს

ის კი ორი იყო. პირველი რაფაელის საშინელი ქმედების ბრალი იყო, რომელიმაც ისეთ გუნდში თამაშისას "რომელიც ყველაფერს წყვეტს", ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი მის მიერ ხელისკვრას ვარდის შეუმჩნეველი ფოლის გამო იგნორს უკეთეს (ჯარიმა კი საერთოდ არ იყო. ეს მხოლოდ ძალისმიერი თამაში, რომელშიც ძლიერმა ფეხბურთელმა იმარჯვა), მაგრამ სწორედ რაფაელის სულელურმა ხელის კვრამ მოიტანა პენალტი. ბავშვური შეცდომა. მეორე პენალტიც იმავე სერიიდანაა: ბლეკეტის დაუფიქრებელი ვარდნა კიდევ ერთ გოლად დაგვიჯდა. ეს 100%-ანი პენალტი და წითელი ბარათია. ბავშვური შეცდომები - წინა შეხვედრის მთავარი თემა.

რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში


3. შეტევა არასაკმარისად კარგი იყო საჭირო დროს

"მაგრამ სამი გოლი გავიტანეთ!"

დიახ, გავიტანეთ. მაგრამ აი მესამე გოლის შემდეგ ერთხელაც არ დაგვირტყამს კარში. ვან პერსი აგრძელებს იდეალური მომენტების გამოუყენებლობას, რუნი შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც სუსტადაა. ფალკაოც არ იყო ცუდი, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ. შესაძლოა მატამ კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა თავისი მანჩესტერული კარიერის კუბოში. იანუზაი ჯერ კიდევ წინა სეზონის დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მალე შეწყვეტენ ცუდი თამაშის პატიებას.

4. ბოლოს როდის გააკეთა დე ხეამ სეივი?

კიდევ ერთი გაცვეთილი თამაში ესპანელისგან. სეზონის დასაწყისიდანვე თავის თავს არ ჰგავს და გასულმა მატჩმა ეს მხოლოდ დაადასტურა. დე ხეა არსდროს ყოფილა კარგი პენალტის მოგერიებაში, მაგრამ პირველი გოლის ეპიზოდს მაყურებელივით უყურებდა. აქ რაღაც ისე ვერ არის და ღრუბლებში ფრენას თავი უნდა დაანებოს.

5. დი მარია, ერერა და ფალკაო

თუ კი ვინმე იმსახურებს დადებით სიტყვებს, ეს სამეულია. დი მარიამ ფენომენალური გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ერერას დადანაშაულებაც არ შეიძლება, იგი ცდილობდა დაცვას და შეტევას. ფალკაომ თავის ანგარიშზე შესანიშნავი ჩაწოდება ჩაიწერა (ისწავლეთ ვალენსია და იანგ!) და ხარიხარს გაარტყა. ის ჯერ კიდევ ეჩვევა ინგლისს და მასზე უდიდესი ზეწოლაა. იმედი ვიქონიოთ, რომ "ვესტ ჰემთან" უკეთესად ითამაშებს.

რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში


შეჯამება

ძალიან ცუდები ვართ დაცვაში. მსაჯმა ერთი შეცდომა დაუშვა, ჩვენ - ათი. თითოეული გოლი შეცდომისა და ცუდი თამაშის ბრალია. ეს ყველაფერი ვან გაალმაც თქვა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია და მომდევნო კვირაში შედეგით უნდა დაამტკიცოს. ტრანსფერებში 150 მლნ. დაიხარჯა, მაგრამ ნულოვანი მცველები უფრო ძვირად დაგვიჯდება. ვნახოთ რა იქნება მომდევნო კვირაში, ჯერ-ჯერობით კი მეზიზღება ფეხბურთი.

redevils.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია თუ წაიკითხავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
22 სექტემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ცოტა გაბრაზებული გულშემატკივარის ნაწერს გავს, მაგრამ ბევრ რამეში ვეთანხმები. ვერ დავეთანხმები რაფაელის ეპიზოდზე, როცა ჯერ რაფაელზე ირღვეოდა თამაშის წესები, თან ძალიან აშკარად, ტიპმა ხელი ისე კრა ტრუბუნებზე დააგდო და მერე ოდნავ შეხებაზე პენალტი დაგვიდეს.
დეხეას რაც შეეხება, არ ვიცი იმედს ვიტოვებ რომ ყველა აუღებელი იყო, თუმცა საერთოდ ურეაქციოდ დარჩენა ცოტა ცუდად ჩანს.
0
№3
ავტორი: giggs11-93
22 სექტემბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
რაფაელს პენალი მსაჯმა აკიდა, რაც შეეხება პირველ გოლს როხოს დიდი შეცდომის მერე გავიდა და დე ხეაც აშკარად ვერაა ფორმაში.
ლესტერის 9 ნომერმა( ვარდმა) ათრია მთელი დაცვა ტო.
ვან პერსის სისწრაფე აქვს დაკარგული აშკარად და ფორმიდანაც ამოვარდნილია. მოკლედ უახლოეს მომვალში უნდა დალაგდეს გუნდი, რაც 2 მცველის დამატებას გულისხმიბს ზამთარში , როგორც მინიმუმ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფამ ცოტა ნერვები რო დაიწყნაროს ხოლმე უკეთესი იქნება. საერთოდ გუნდი აირია, შეტევა რაც დი მარია გავიდა იმის შემდეგ ვაბშე 0 გახდა
0
№5
ავტორი: Manchester_M
22 სექტემბერი 2014 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი სტატია იყო ვან პერსიმ ძან აურია მართლა ამ ბოლო დროს რამდენს მაზავს :X ეს რა ქნეს ბიჭო 3-1 დან როგორ წააგეს თან 5-3 ? კიდე კაი არ ვუყურებდი ლივში ამ თამაშს თორე შემომელეწებოდა რაღაც :X
0
№6
ავტორი: Best 7
22 სექტემბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი სტატია! ყველაფერი მართალია!
0
№7
ავტორი: teduna1
22 სექტემბერი 2014 20:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
magari statia
0
№8
ავტორი: kOsTiA
22 სექტემბერი 2014 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
კარგი სტატიაა.მომეწონა..დეტალურად ასახავს კლუბის ჩავარდნას.
0
№9
ავტორი: RedTeen
22 სექტემბერი 2014 22:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მთელი გუნდი დი მარიას შეჰყურებს, მარტომ რა გააკეთოს... მატა ძირითადში ყოფნის დროს უფრო კარგია... ერერა-დი მარია ყოველ თამაშზე ესენი აკეთებენ მაქსიმუმს... მაგარი სისულელე იყო პერსის, რუნის და ფალკაოს დაყენება ერთად.... პერსი დასვას სკამზე ცოტა ხნით ასე სჯობს.. ჯერ კიდევ ამოვარდნილია ფორმიდან..
0
№10
ავტორი: nika1997
23 სექტემბერი 2014 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
გაბრაზებულ იცერდა ეს ადმინი მარა სიამრთლეც არის რათქმა უნდა და დე ხეა გამოპხიზრდება და ნახეთ დაცვაც გვეყოლება და მერე ნახეთ

პერს სკამზე უდნადასვას სანამ არ გმოპხიზლდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top