თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 18:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3094,
კომენტარები: 11
რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში
Matt Henderson - ის მიერ მატჩის განხილვა.
რა გავიგეთ
პირველ რიგში ვიტყვი ამას: მსაჯი არ არის დამნაშავე. დანარჩენს ტექსტთან ერთად გავარკვევთ.

1. იზოლირებული მცველები = გოლები

სიტუაციაში, რომელშიც ორი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ თამაშობს, ორს ორჯერ მეტი შანსი აქვს მოგების. ასე შეემთხვა ტაილერ ბლეკეტსაც, რომელიც მარტო დატოვეს. ასე შედგა გოლი, რომელიც მატას შეცდომას მოჰყვა. რატომ რჩება გუნდის ყველაზე გამოუცდელი ფეხბურთელი მარტო დაცვაში, სად არიან სხვები? ბლეკეტმა ცუდი მატჩი ჩაატარა, დიახ, მაგრამ რა უნდა მოგვეთხოვა ასეთ სიტუაციაში?

2. დაუფიქრებელე ქმედებებს პენალტები მოაქვს

ის კი ორი იყო. პირველი რაფაელის საშინელი ქმედების ბრალი იყო, რომელიმაც ისეთ გუნდში თამაშისას "რომელიც ყველაფერს წყვეტს", ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი მის მიერ ხელისკვრას ვარდის შეუმჩნეველი ფოლის გამო იგნორს უკეთეს (ჯარიმა კი საერთოდ არ იყო. ეს მხოლოდ ძალისმიერი თამაში, რომელშიც ძლიერმა ფეხბურთელმა იმარჯვა), მაგრამ სწორედ რაფაელის სულელურმა ხელის კვრამ მოიტანა პენალტი. ბავშვური შეცდომა. მეორე პენალტიც იმავე სერიიდანაა: ბლეკეტის დაუფიქრებელი ვარდნა კიდევ ერთ გოლად დაგვიჯდა. ეს 100%-ანი პენალტი და წითელი ბარათია. ბავშვური შეცდომები - წინა შეხვედრის მთავარი თემა.

რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში


3. შეტევა არასაკმარისად კარგი იყო საჭირო დროს

"მაგრამ სამი გოლი გავიტანეთ!"

დიახ, გავიტანეთ. მაგრამ აი მესამე გოლის შემდეგ ერთხელაც არ დაგვირტყამს კარში. ვან პერსი აგრძელებს იდეალური მომენტების გამოუყენებლობას, რუნი შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ ყველაფერი მაინც სუსტადაა. ფალკაოც არ იყო ცუდი, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვსაუბრობთ. შესაძლოა მატამ კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა თავისი მანჩესტერული კარიერის კუბოში. იანუზაი ჯერ კიდევ წინა სეზონის დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მალე შეწყვეტენ ცუდი თამაშის პატიებას.

4. ბოლოს როდის გააკეთა დე ხეამ სეივი?

კიდევ ერთი გაცვეთილი თამაში ესპანელისგან. სეზონის დასაწყისიდანვე თავის თავს არ ჰგავს და გასულმა მატჩმა ეს მხოლოდ დაადასტურა. დე ხეა არსდროს ყოფილა კარგი პენალტის მოგერიებაში, მაგრამ პირველი გოლის ეპიზოდს მაყურებელივით უყურებდა. აქ რაღაც ისე ვერ არის და ღრუბლებში ფრენას თავი უნდა დაანებოს.

5. დი მარია, ერერა და ფალკაო

თუ კი ვინმე იმსახურებს დადებით სიტყვებს, ეს სამეულია. დი მარიამ ფენომენალური გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ერერას დადანაშაულებაც არ შეიძლება, იგი ცდილობდა დაცვას და შეტევას. ფალკაომ თავის ანგარიშზე შესანიშნავი ჩაწოდება ჩაიწერა (ისწავლეთ ვალენსია და იანგ!) და ხარიხარს გაარტყა. ის ჯერ კიდევ ეჩვევა ინგლისს და მასზე უდიდესი ზეწოლაა. იმედი ვიქონიოთ, რომ "ვესტ ჰემთან" უკეთესად ითამაშებს.

რა გავიგეთ "ლესტერთან" მატჩში


შეჯამება

ძალიან ცუდები ვართ დაცვაში. მსაჯმა ერთი შეცდომა დაუშვა, ჩვენ - ათი. თითოეული გოლი შეცდომისა და ცუდი თამაშის ბრალია. ეს ყველაფერი ვან გაალმაც თქვა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია და მომდევნო კვირაში შედეგით უნდა დაამტკიცოს. ტრანსფერებში 150 მლნ. დაიხარჯა, მაგრამ ნულოვანი მცველები უფრო ძვირად დაგვიჯდება. ვნახოთ რა იქნება მომდევნო კვირაში, ჯერ-ჯერობით კი მეზიზღება ფეხბურთი.

redevils.ru
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
23 სექტემბერი 2014 09:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
3-2მდე გუნდი გუნდს გავდა მერე კიდე იმენა სვარკა წავიდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top