თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 09:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2573,
კომენტარები: 16
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი "ლესტერთან" მარცხის შემდეგ განცხადებას აკეთებს.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ "ლესტერთან" მატჩში მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

შეხვედრის მსვლელობისას 1-3 ანგარიშზე, "იუნაიტედმა" თამაში შეწყვიტა, რის გამოც დაისაჯა და საბოლოო ანგარიშად 5-3 დაფიქსირდა. ვან გაალი არ აპირებს თავისი გუნდის მცველების, ან მარკ კლატენბურგის დადანაშაულებას, რომელმაც "იუნაიტედის" კარში როი პენალტი დანიშნა. ლუი გუნდური თამაშის შესახებ ამჯობინებს საუბარს.

"ვფიქრობ, მაყურებელმა შესანიშნავი წარმოდგენა იხილა. კარგად დავიწყეთ და კარგი გოლებიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შეხვედრა გამარჯვებამდე უნდა მიგვყავდეს, ეს კი ვერ მოვახერხეთ. ბურთის კონტროლი საჭირო დონეზე ვერ მოვახერხეთ."

"ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც გოლის გატანა სურთ. "არსენალის" და "სტოკის" წინააღმდეგ "ლესტერმა" უკვე დაამტკიცა, რომ მათ მატჩის შემობრუნება შეუძლიათ და ეს მშვენივრად გააკეთეს."

"პირველი პენალტის შემთხვევაში გადაწყვეტილება მსაჯს ეკუთვნის, მაგრამ როგორც მოთამაშე, ასეთ რამეს არ უნდა უშვებდე. უნდა გესმოდეს, რომ საჯარიმოში ხარ და მსაჯი დაუსტვენს თუ კი წესებს დაარღვევ. არ ვიცი იყო თუ არა პენალტი, მაგრამ ყურადღება საკუთარ თავს უნდა მივაქციოთ, რადგან ჩვენ, როგორც გუნდმა უამრავი შეცდომა დავუშვით."

"ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. როცა "ბარსელონას" მწვრთნელი ვიყავი, პირველ სეზონში შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 3-0 ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ 3-4 წავაგეთ. ასეთი რამ ხდება, ასეთი ფეხბურთი, მაგრამ ამაში კარგი არაფერია, რადგან ყველაფერი ჩვენ ხელში იყო და შედეგი ხელიდან გავუშვით. საქმე მხოლოდ "ლესტერში" არაა, ეს ჩვენ დავუთმეთ მათ თამაში და ეს ძალიან არ მომწონს."

"ვერ იტყვი, რომ დაცვა სუსტია. მეორე ტაიმში "ლესტერი" გუნდურად თამაშობდა, ჩვენ კი არ ვთამაშობდით გუნდურად და არა მარტო დაცვაში. დაცვაში არსებული სიტუაციისთვის პასუხისმგებელი არა თუ ერთი ფეხბურთელი, არამედ მთელი გუნდია."


fapl.ru
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 09:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან გაბრაზებული ჩანს... რაფაელმა მიიღო საყვედური, მთელმა გუნდმაც მიიღო საყვედური. ალბათ რამე სადამსჯელო ვარჯიშებს მოიფიქრებს. არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. რატომ უნდა უშვებდე 5 გოლს "იუნაიტედი" და მითუმეტეს ამ 5 გოლს "ლესტერი" რატომ უნდა გიტანდეს.

ბლეკეტის პოზიციური შეცდომა ვერ მომინელებია - მატას მიერ ბურთის დაკარგვის მომენტში მაგან რაც გააკეთა, ასეთი რამ არ ემართება ნორმალურ მცველს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ვაპატიოთ.

რაფაელი პენალტის დროს უბრალოდ ემოციას აჰყვა. წააქციეს, ჯარიმა იყო, მაგრამ არ დაიდო. ესეც ადგა და უთავაზა.

ჩვენი ბრალია რომ წავაგეთ. გუნდია თვითონ დამნაშავე. არ ღირდა გაჩერება. სხვისი მაგალითი უნდა გამოგვეყენებინა. ეს გაკვეთილი იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: manutd---10
22 სექტემბერი 2014 09:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ბატონო ლუი მე გეტყვი წაგების მიზეზს, ყოველ ვარჯიშზე და თამაშზე სხვადასხვა ტაქტიკა ვის გაუგია ვერ გავიგეე? ვაფშე შენ ეს 90იანი წლების ბარსელონა ხო არ გგონია ცდებს რო გვიტარებ? სულ მკიდია მე შენი ტაქტიკები, ან შედეგი დადე ან დახვიე აქედან, 150 მილიონიო დავხარჯეთ რაც ლესტერს საერთოდ ნანახიც არ აქვს და გინდ მსაჯიც რო დახმარებოა როგორ უნდა მოეგოთ?? ან რატომ დასვი მატა სკამზე??? ლუი საზამთრო ტრასფერებამდე თუ შედეგი არ იქნება ის მოგელის რაც თვით მოიესს დაემართა, ეხლა ვხვდები მეგობრბო რო ამის მოყვანას აზროი არ ქონდა, ამაზე უკეთეს შედეგს გიგზც დადებდა რააა. მე ერთი თამაშით არ ვსაზგვრავ არაფერს, მაგრამ ვერ ავიტან ცდებს იუნაიტედში როცა ასე ძალიან გვიჭირს. 3 მცველიდან არცერი არ გვყავს გამოცდილი, მიტუმეტეს ჯონსიც არ გვყავს. არვიცი რაა, ისღა დამრჩენია ან ფერგის დაბრუნებაზე ან კლოპის ან სიმიონეს მოყვანაზე ვიოცნებოოოო :(
0
№3
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მე გეტყვით სინამდვილეში რისი ბრალია ეს,ესე უცებ დაცვის მოშლა და გაახალგაზრდავება შეცდომაა, ვიდა ევრა და ფერდინანდი წავიდნენ, ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყვნენ.მესმის რო საუკეთესო წლები უკან დარჩათ მაგრამ გამოცდილება ქონდათ,რომელიც ამათ აკლიათ,მერე მეორე.იანუზათი და მატათი უნდა თამაშების მოტრიალება? და ველბეკი გაუშვა რაც კატასტროფულად მიმაჩნია,ყველა ვხედავთ რო პერსიკა ისეთი ვეღარაა,თან გუშინ სამივე ეყენა და დავდასხმას რით აძლიერებ რო მე გეტყვით სინამდვილეში რისი ბრალია ეს,ესე უცებ დაცვის მოშლა და გაახალგაზრდავება შეცდომაა, ვიდა ევრა და ფერდინანდი წავიდნენ, ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყვნენ.მესმის რო საუკეთესო წლები უკან დარჩათ მაგრამ გამოცდილება ქონდათ,რომელიც ამათ აკლიათ,მერე მეორე.იანუზათი და მატათი უნდა თამაშების მოტრიალება? და ველბეკი გაუშვა რაც კატასტროფულად მიმაჩნია,ყველა ვხედავთ რო პერსიკა ისეთი ვეღარაა,თან გუშინ სამივე ეყენა და დავდასხმას რით აძლიერებ რო მე გეტყვით სინამდვილეში რისი ბრალია ეს,ესე უცებ დაცვის მოშლა და გაახალგაზრდავება შეცდომაა, ვიდა ევრა და ფერდინანდი წავიდნენ, ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყვნენ.მესმის რო საუკეთესო წლები უკან დარჩათ მაგრამ გამოცდილება ქონდათ,რომელიც ამათ აკლიათ,მერე მეორე.იანუზათი და მატათი უნდა თამაშების მოტრიალება? და ველბეკი გაუშვა რაც კატასტროფულად მიმაჩნია,ყველა ვხედავთ რო პერსიკა ისეთი ვეღარაა,თან გუშინ სამივე ეყენა და დავდასხმას რით აძლიერებ რო მე გეტყვით სინამდვილეში რისი ბრალია ეს,ესე უცებ დაცვის მოშლა და გაახალგაზრდავება შეცდომაა, ვიდა ევრა და ფერდინანდი წავიდნენ, ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყვნენ.მესმის რო საუკეთესო წლები უკან დარჩათ მაგრამ გამოცდილება ქონდათ,რომელიც ამათ აკლიათ,მერე მეორე.იანუზათი და მატათი უნდა თამაშების მოტრიალება? და ველბეკი გაუშვა რაც კატასტროფულად მიმაჩნია,ყველა ვხედავთ რო პერსიკა ისეთი ვეღარაა,თან გუშინ სამივე ეყენა და დავდასხმას რით აძლიერებ რო რამე?
0
№4
ავტორი: Jonberi
22 სექტემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
me mainc mjera vaangaalis da daramunebuli var otxeulshi dagvabrunebs cels minimum
0
№5
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
დამშვიდდი. სანერვიულო ჯერ მხოლოდ ის გვაქვს, რომ გუნდია დასალაგებელი... ექსპერიმენტებს იმიტომ მიმართავს, რომ ჯერ არ არის შემადგენლობა ჩამოყალიბებული... რა დროს ამის გაგდებაზეა საუბარი. წელს ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ლიგა ოთხეულია. ლუის შესწევს ამის ძალა... უბრალოდ დრო მიეცით ამ კაცს. ეს არი არის მოიესი ან რომელიმე გამოუცდელი მწვრთნელი, რომ პანიკას აჰყვეს. მითუმეტეს მასზე არ არის ისეთი ზეწოლა, როგორიც მოიესს ჰქონდა... უბრალოდ მოითმინე და ყველაფერი რიგზე იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2014 10:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში დაცვას მიხედოს და როხო მოიყვანოს აზრზე

დი მარიას გასვლის შემდეგ შეტევა აღარც გაგვიკეთებია თითქმის. იანუზაი მოკვდება ესე დ ამაგარი უსარგებლო გახდება
0
№7
ავტორი: Berba 9
22 სექტემბერი 2014 15:15
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რაფაელმა იმ მომენტში არანაირი შეცდომა არ დაუშვა და არ ეკუთვნის მაგ მომენტისთვის საყვედური, მაგრამ მემგონი ჯობია შოუ დააყენოს და სმოლინგი/ევანსი ამოაგდოს, როხო კი ცენტრში გადაწიოს :)) გუშინ დაცვა ჩავარდა ფაქტია, თამაში კარგი იყო, ოღონდ პირველ ტაიმში...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: giggs11-93
22 სექტემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
კააი რა ლესტერი რო 5 გოლს გაგიტანს დაცვა ზნაჩეტ საერთოდ არ გყავს, მარა მაინც მოგნია რო დალაგდება გუნდი და ზამთრის მერე მეორე წრეს ისე ჩაატარებს იფრენენ. პროსტა ესეთი თამაშები მაინც არ უნდა წააგოს მანჩესტერის დონის გუნდმა.
ლუიმ კიდე წაიღო ტვინი ამ ბარსაში რო ვიყავი ბაიერნში რო ვიაყვი... ეხლა მანჩესტერში ხარ და პრემიერ ლიგა სხვა ხილია ძმაკააც....
0
№9
ავტორი: manutd---10
22 სექტემბერი 2014 19:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
ძმაო რა მოვითმინო 2:0 შემდეგ ლესტერი 5 გოლს რომ გაიტანს ეს?? ამას ვერაფრით ვერ მოვინელებ, თან ასეთ დროს.... პროსტა ვერ წარმომიდგენია სიტი რას გვიზავს ეხლაა, და სალაპარაკო მიეცემაათ.. გუნდს ამდენი ხანი არ უნდა სჭირდებოდეს დალაგებაა. ბევრ კითხვაზე ვან გალი ვერ გამცემს პასუხს ვერაააა და ვერც ვერავინ, ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა ლუიმ, და მიტუმეტეს გამოუცდელი ფეხბურთელებით. არვიცი რაა ნამდვილად დასაცინები ვართ :( :( რატომ წახვედი ფერგი რატოომმმმმმმმმმმმ :( :( :(
0
№10
ავტორი: RojoDiablo
22 სექტემბერი 2014 20:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
ფეხბურთში რომ არავითარი ლოგიკა არ არსებობს ეს ხომ ნათელია... იმიტომ რომ ლესტერმა მოგვიგო არ ნიშნავს იმას, რომ სიტი გაგვანგრევს. გუნდი ერთ თამაშს აღმაფრენით ატარებს, მეორეს დაღმასვლით... სიტისთან გაცილებით მეტი მოტივაცია იქნება და გაცილებით მეტი მომზადება... წინასწარ ნუ დავითხრით თვალებს. ჯერ არაფერია დაკარგული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top