თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2014, 09:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 16
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი "ლესტერთან" მარცხის შემდეგ განცხადებას აკეთებს.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ "ლესტერთან" მატჩში მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

შეხვედრის მსვლელობისას 1-3 ანგარიშზე, "იუნაიტედმა" თამაში შეწყვიტა, რის გამოც დაისაჯა და საბოლოო ანგარიშად 5-3 დაფიქსირდა. ვან გაალი არ აპირებს თავისი გუნდის მცველების, ან მარკ კლატენბურგის დადანაშაულებას, რომელმაც "იუნაიტედის" კარში როი პენალტი დანიშნა. ლუი გუნდური თამაშის შესახებ ამჯობინებს საუბარს.

"ვფიქრობ, მაყურებელმა შესანიშნავი წარმოდგენა იხილა. კარგად დავიწყეთ და კარგი გოლებიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შეხვედრა გამარჯვებამდე უნდა მიგვყავდეს, ეს კი ვერ მოვახერხეთ. ბურთის კონტროლი საჭირო დონეზე ვერ მოვახერხეთ."

"ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც გოლის გატანა სურთ. "არსენალის" და "სტოკის" წინააღმდეგ "ლესტერმა" უკვე დაამტკიცა, რომ მათ მატჩის შემობრუნება შეუძლიათ და ეს მშვენივრად გააკეთეს."

"პირველი პენალტის შემთხვევაში გადაწყვეტილება მსაჯს ეკუთვნის, მაგრამ როგორც მოთამაშე, ასეთ რამეს არ უნდა უშვებდე. უნდა გესმოდეს, რომ საჯარიმოში ხარ და მსაჯი დაუსტვენს თუ კი წესებს დაარღვევ. არ ვიცი იყო თუ არა პენალტი, მაგრამ ყურადღება საკუთარ თავს უნდა მივაქციოთ, რადგან ჩვენ, როგორც გუნდმა უამრავი შეცდომა დავუშვით."

"ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. როცა "ბარსელონას" მწვრთნელი ვიყავი, პირველ სეზონში შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 3-0 ვიგებდით, მაგრამ საბოლოოდ 3-4 წავაგეთ. ასეთი რამ ხდება, ასეთი ფეხბურთი, მაგრამ ამაში კარგი არაფერია, რადგან ყველაფერი ჩვენ ხელში იყო და შედეგი ხელიდან გავუშვით. საქმე მხოლოდ "ლესტერში" არაა, ეს ჩვენ დავუთმეთ მათ თამაში და ეს ძალიან არ მომწონს."

"ვერ იტყვი, რომ დაცვა სუსტია. მეორე ტაიმში "ლესტერი" გუნდურად თამაშობდა, ჩვენ კი არ ვთამაშობდით გუნდურად და არა მარტო დაცვაში. დაცვაში არსებული სიტუაციისთვის პასუხისმგებელი არა თუ ერთი ფეხბურთელი, არამედ მთელი გუნდია."


fapl.ru
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
23 სექტემბერი 2014 00:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გუშინდელის მერე ძალიან ნერვებ აშლილი ვარ არცერთი წამით არ დამიბრალებია მსაჯისთვის ეს წაგება მთლიანად გუნდის ბრალია მეკარიდან დაწყებული დი მარიათი დამთავრებული. საათივით აწყობილი გუნდი გაჩერდა 3-2ზე. ეს არ შეიძლება როცა ამხელა გუნდი ხარ და 3-1ს იგებ ან კიდევ უფრო მაგრად უნდა შეუტიო ან არც შენ არ უნდა ითამაშო და არც ისინი ათამაშო. ყველაფერი იმის ბრალია რო უიღბლოები ვართ ჯერ ხო ისედაც რა დაცვა გვყავს და მერე აქედან 2 წამყვანი ფიგურა ლაზარეთშია, სმოლინგი ბლეკეტზე სუსტია და ამაში ვერავინ შემედავებით. მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა პირიქით ეხლა იწყება ცივ გონებაზე რო დავფიქრდი არაფერია დაკარგული მითუმეტეს რო ამ ტურში არსენალის გარდა ყველამ დაკარგა ქულები. ერთადერტი ჩელსი არის დიდი უპირატესობით თორემ ლივეპული-6, ევერტონი-5, ტოტენჰემი-7, სიტი-8, არსენალი-9. სრულიად არაფერი ყველა ერთ დონეზეა 33 ტურია კიდევ წინ და ყველაფერი გამოსწორდება ამის იმედი მაქ და მჯერა. GGMU
0
№12
ავტორი: manutd---10
23 სექტემბერი 2014 08:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
და ლესტერთან დაღმასვლ იყო ძმა?? ისეთი კლუბი როგორც მანჩესტერია, მითუმეტეს ასეთი ცუდი სტარტის შემდეგ ეს უკვე უპატიებელი რამააა. ვესტჰემმაც თუ მოგვიგო ჩათვალე რო შვიდეულიც სანატრელი გაგვიხდება წელს....
0
№13
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 09:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
ჩუ კაცო ენამ არ გიყივლოს. ვესტ ჰემის მოგება გვინდა კიდევ, რა დღეში ვართ... უბრალოდ ის ვთქვი, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არ ღირს. სიტისთან განსაკუთრებული მონდომება იქნება, ისევე როგორც ვესტ ჰემთან ახლა. რეაბილიტირება სჭირდება ახლა გუნდს და აუცილებლად უნდა გააკეთოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: manutd---10
23 სექტემბერი 2014 15:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
მე იმას ვამბობ რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ლუი... ჯერ ძირითად შემადგენლობაში და მერე ზამენებზე ხო საერთოდ. ყველაზე მეტად ბლინდი მეცოდება, მთელი ცენტრი მას ეჭირა საწყალს, არადა გახსოვს წინათ რა თქვა? ფეხებში ვგრძნობ პრემიერლიგასო :D არვიცი რა კიდევ თუ წავაგეთ ინფაქტი დამარ***ვსსს ან ფულს შევაგროვებ და გლეიზერებს, ვან გაალს და რუნსის კილერს დავუქირავებ wink
0
№15
ავტორი: RojoDiablo
23 სექტემბერი 2014 16:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
არავინ არ დაეხმაროთ ამ კაცს ფულის შეგროვებაში ხალხო გასაგებია? ერთი თეთრი არ მისცეთ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: manutd---10
23 სექტემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
აი ნახავ კიდევ ერთი წაგება და პირველი შენ დადებ შენს წილს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top