თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2014, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2634,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ახალგაზრდები მცველები არიან"
ლუი ვან გაალი ტრადიციების შენარჩუნებას აპირებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს არწმუნებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს კლუბის მიერ საკუთარი ტალანტების აღზრდის ტრადიციის შესანარჩუნებლად.

ვან გაალმა სატრანსფერო ფანჯარაზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და "ოლდ ტრაფორდზე" ცნობადი სახეები გადაიბირა.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" არც ზამთარში იქნება უქმად და კევინ სტროოტმანის შეძენას შეეცდება.

თუმცა "იუნაიტედის" ბოსი აცხადებს, რომ ის ახალგაზრდების აღზრდას გააგრძელებს, რაც ჩვეული ტრადიციაა მის მიერ წარსულში გაწვრთნილ კლუბებშიც.

"ჩემთვის, ფული არაფრისმთქმელია. ხარისხი კი ყველაფერს ნიშნავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბის მცველებს ვეძახი. თითოეული ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის მცველია, რადგან იგი კლუბის კულტურას ახალგაზრდობაშივე სწავლობს."

"კლას 92"-ც კლუბის კულტურის მცველები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბს მცველები ჰყავს - თუმცა მნიშვნელოვანია ახალგაზრდული განათლებაც."


ვან გაალს ასევე სჯერა, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

"რუნი კარგი ფეხბურთელია. ის კაპიტანია და ისიც ამ კლუბის მცველია. მას შეუძლია თავისი ცოდნა სხვებს გადასცეს."

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს "ბარსელონაშიც" გავაკეთე. მე დებიუტის საშუალება მივეცი ჩავის, ინიესტას, ვალდესს, პუიოლს და ასევე ბადშტუბერს, მიულერსა და ალაბას "ბაიერნში".


წყარო: mirror
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 სექტემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ახალგაზრდები რა თქმა უნდა საჭიროა და კლუბმა უნდა აღზარდოს კიდეც, მაგრამ თუ კი კიდევ იმაზე ვწუხვართ, რომ "იუნაიტედმა" არჩეულ გზას გადაუხვია, მაშინ ჩვენ უბრალოდ მისი კეთილდღეობისთვის საჭირო აუცილებლობას ვერ ვაცნობიერებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
21 სექტემბერი 2014 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
RojoDiablo,
შენ მეისპე:D:D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№3
ავტორი: RojoDiablo
21 სექტემბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბაბუ ბების მაბუ,
რა მაგარი ნიკი გაქვს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Count Alucard
21 სექტემბერი 2014 12:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვილსონს მისცეს ერთხელ შანსი რა, შარშან ერთხელ გაუშვეს და 2 გოლი გაიტანა და იქნებ ისევ ქანს რამე სასწაული lol
0
№5
ავტორი: nika1997
21 სექტემბერი 2014 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აბა რაა კანეშნა
0
№6
ავტორი: dachi_mu
21 სექტემბერი 2014 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ველბეკის გაშვებას ვერამფრით ვინელებ რა
0
№7
ავტორი: Manchester_M
21 სექტემბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ველბეკი რამ გააგშვებია მერე გუშინ გოლი და საგოლე გადაცემა იმედია ბარსასავით და ბაიერნივით ჩვენთანაც აღმოაჩენ ვინმეს
0
№8
ავტორი: RedTeen
21 სექტემბერი 2014 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ყველაზე მეტად უილსონის მეიმედება...
0
№9
ავტორი: AkkRed
21 სექტემბერი 2014 16:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დააცადეთ ხალხო 3 სეზონი წინ აქვს და სანამ წავა მანჩესტერის სასტარტოში ბევრი აღზრდილი იქნება
0
№10
ავტორი: GeorgeBest
21 სექტემბერი 2014 16:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ახალგაზრდებს განვითარებისთვის გვერდით გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ესაჭიროებათ, რომლებიც აქამდე გუნდს თითქმის არ ჰყავდა. ეხლა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top