თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2014, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2638,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ახალგაზრდები მცველები არიან"
ლუი ვან გაალი ტრადიციების შენარჩუნებას აპირებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს არწმუნებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს კლუბის მიერ საკუთარი ტალანტების აღზრდის ტრადიციის შესანარჩუნებლად.

ვან გაალმა სატრანსფერო ფანჯარაზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და "ოლდ ტრაფორდზე" ცნობადი სახეები გადაიბირა.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედი" არც ზამთარში იქნება უქმად და კევინ სტროოტმანის შეძენას შეეცდება.

თუმცა "იუნაიტედის" ბოსი აცხადებს, რომ ის ახალგაზრდების აღზრდას გააგრძელებს, რაც ჩვეული ტრადიციაა მის მიერ წარსულში გაწვრთნილ კლუბებშიც.

"ჩემთვის, ფული არაფრისმთქმელია. ხარისხი კი ყველაფერს ნიშნავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლუბის მცველებს ვეძახი. თითოეული ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის მცველია, რადგან იგი კლუბის კულტურას ახალგაზრდობაშივე სწავლობს."

"კლას 92"-ც კლუბის კულტურის მცველები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბს მცველები ჰყავს - თუმცა მნიშვნელოვანია ახალგაზრდული განათლებაც."


ვან გაალს ასევე სჯერა, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფიაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

"რუნი კარგი ფეხბურთელია. ის კაპიტანია და ისიც ამ კლუბის მცველია. მას შეუძლია თავისი ცოდნა სხვებს გადასცეს."

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს "ბარსელონაშიც" გავაკეთე. მე დებიუტის საშუალება მივეცი ჩავის, ინიესტას, ვალდესს, პუიოლს და ასევე ბადშტუბერს, მიულერსა და ალაბას "ბაიერნში".


წყარო: mirror
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: manutd---10
21 სექტემბერი 2014 16:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
dachi_mu,
აღმოაჩინა უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top