თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2014, 19:54
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2896,
კომენტარები: 13
ვან გაალის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლუი: "თავდასხმაში 5 ფეხბურთელი გვყავს.არჩევანის გაკეთება მომიწევს"
ვან გაალის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტრავმები
"გამიხარდა, რომ მკითხეთ. ლაზარეთში ექვსი ტრავმირებული დარჩა. ამჯერად კრის სმოლინგი დაგვიბრუნდა".

წინა მატჩი
"რა თქმა უნდა შედეგი მშვენიერი იყო. გარდა შედეგისა, ვფიქრობ ფანებმა ჩვენი თამაშის ხარისხით ძალიან ისიამოვნეს".

კვირის ჭორი - კრისტიანო რონალდოს დაბრუნება
"გაზეთებში ამ თემას ბოლო პერიოდში ხშირად განიხილავენ, მაგრამ არამგონია მედიამ რონალდო იყიდოს. ეს "იუნაიტედმა" უნდა გააკეთოს. არც ის მგონია, რომ "რეალმა" მისი გაყიდვა გადაწყვიტოს".

კომენტარი იანუზაის ჰეთ-თრიკზე (21-წლამდელთა მატში)
"იანუზაის ამის გაკეთება პირველ გუნდში, ძლიერ ფეხბურთელებთან მოუწევს. არ შემიძლია ძირითადში 15 მოთამაშის ჩასმა, 11 კაციან სისტემაში კი მას საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებთან მოუწევს კონკურენცია. როცა 4-3-3 სისტემით ვთამაშობთ, მას შეიძლება უფრო მეტი შანსი მიეცეს. ეს ბუნებრივია, ყველაფერი სათამაშო სისტემაზეა დამოკიდებული. მე შევცვალე ტაქტიკა, მას კი შანსი მიეცა".

შეუძლიათ თუ არა ვან პერსის და ფალკაოს ერთად თამაში?
"არ ვფიქრობ, რომ ვან პერსიმ რაიმეში ხელი შეუშალა ფალკაოს ან პირიქით, ფალკაომ შეუშალა ხელი რობინს. რადამელი შესანიშნავი ფეხბურთელია, ეს წინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი. რობინიც ძალიან მომწონს, ისიც მშვენიერი თავდამსხმელია. ასევე, ჩვენ უეინ რუნი და ადნან იანუზაი გვყავს, ჯეიმს ვილსონიც. თავდასხმაში ხუთი ფეხბურთელი გვყავს და არჩევანის გაკეთება მომიწევს".

შეცვლილი ტაქტიკა
"წინა მატჩში ტაქტიკა შევცვალე, მაგრამ შემიძლია ეს კიდევ გავაკეთო. პრობლემა გადაწყვეტილი ჯერ არ არის. ასეთი მომენტი "აიაქსშიც" მქონდა. ამ კლუბში 4-3-3-ით თამაში კანონად იყო ქცეული, მაგრამ 4-4-2 ვამჯობინე, რადგან ვფიქრობდი, გუნდს ეს წყობა უფრო მოუხდებოდა. ეს 1998 წელს მოხდა, დიდი ხნის წინ".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 სექტემბერი 2014 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რონალდუ დააბრუნე! cerealguy

სმოლინგი დაგვიბრუნდა ავშენდით და ეგაა რა. მთავარია ისევ 4 მცველი დააყენოს და გუნდიც ათამაშდება

ლესტერთან ქულების დაკარგვის დრო არაა
0
№2
ავტორი: Manchester_M
19 სექტემბერი 2014 20:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რონალდოზე ისეთი პასუხი მისცა მგონი მართლაც რაღაცას ფიქრობენ ასე რომ არ იყოს უფრო უხეშ პასუხს გასცემდა :X
0
№3
ავტორი: Wardell
19 სექტემბერი 2014 20:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
სმოლინგის დაყენებას ბევრად ჯობია შუაში როხო შემოიწიოს და შოუ ფლანგზე )))) მე ლუისას ადგილზე ეგრე ვიზავდი
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 სექტემბერი 2014 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მგონი ისევ 4-3-3-ით ვითამაშებთ...
0
№5
ავტორი: Wardell
19 სექტემბერი 2014 20:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
ისევ რატო როდის ვითამაშეთ? :D 4-4-2(დაიმონდი) იყო ქპრ-სთან
0
№6
ავტორი: Esi
19 სექტემბერი 2014 21:18
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
lashavk6,
აშკარად 4-3-3 იყო. მომწონს და მოერგება კიდეც 4-3-3 გუნდს. მატა ერერა დი მარია გვყავს და
0
№7
ავტორი: manutd---10
19 სექტემბერი 2014 22:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
საღოო სმოლინგ, იქნებ აწი მაინც მოასორო ლუი ეს როხო ძირითადს rage
0
№8
ავტორი: gilmour
19 სექტემბერი 2014 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ტაქტიკის შეცვლამ პირველივე თამაშში გამოიღო შედეგი და ლუი გამოიტანს დასკვნებს. ადნანს მინდა რომ მიეცეს შანსი ოღონდ ფლანგზე და არა ცენტრში.
0
№9
ავტორი: Berba 9
20 სექტემბერი 2014 00:34
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
სმოლინგის დაბრუნება მეორეს მხრივ არც ისე კაია, იმიტომ რომ შეიძლება 3 მცველზე გადაგვიყვანოს ისევ wink

ვნახოთ, იმედია ქპრსთან მოგებას ლესტერთან დიდი სხვაობით მოგებასაც მიაყოლებს ლუი და მერე უფრო შორს წავალთ...

რონალდოზე რაღაც ისე ილაპარაკა, რა იცი შეიძლება დააბრუნოს ეგ წაკლა :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: Wardell
20 სექტემბერი 2014 00:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Esi,
4-3-3 ფალკაოს შემოსვლის მერე გახდა მარა მანამდე 4-4-2 იყო ცენტრში დი მარია მატა და ერერა ადგილებს ცვლიდნენ სულ და ეგ არის ზუსტად დაიმონდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top