თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2014, 19:54
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2900,
კომენტარები: 13
ვან გაალის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლუი: "თავდასხმაში 5 ფეხბურთელი გვყავს.არჩევანის გაკეთება მომიწევს"
ვან გაალის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ტრავმები
"გამიხარდა, რომ მკითხეთ. ლაზარეთში ექვსი ტრავმირებული დარჩა. ამჯერად კრის სმოლინგი დაგვიბრუნდა".

წინა მატჩი
"რა თქმა უნდა შედეგი მშვენიერი იყო. გარდა შედეგისა, ვფიქრობ ფანებმა ჩვენი თამაშის ხარისხით ძალიან ისიამოვნეს".

კვირის ჭორი - კრისტიანო რონალდოს დაბრუნება
"გაზეთებში ამ თემას ბოლო პერიოდში ხშირად განიხილავენ, მაგრამ არამგონია მედიამ რონალდო იყიდოს. ეს "იუნაიტედმა" უნდა გააკეთოს. არც ის მგონია, რომ "რეალმა" მისი გაყიდვა გადაწყვიტოს".

კომენტარი იანუზაის ჰეთ-თრიკზე (21-წლამდელთა მატში)
"იანუზაის ამის გაკეთება პირველ გუნდში, ძლიერ ფეხბურთელებთან მოუწევს. არ შემიძლია ძირითადში 15 მოთამაშის ჩასმა, 11 კაციან სისტემაში კი მას საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელებთან მოუწევს კონკურენცია. როცა 4-3-3 სისტემით ვთამაშობთ, მას შეიძლება უფრო მეტი შანსი მიეცეს. ეს ბუნებრივია, ყველაფერი სათამაშო სისტემაზეა დამოკიდებული. მე შევცვალე ტაქტიკა, მას კი შანსი მიეცა".

შეუძლიათ თუ არა ვან პერსის და ფალკაოს ერთად თამაში?
"არ ვფიქრობ, რომ ვან პერსიმ რაიმეში ხელი შეუშალა ფალკაოს ან პირიქით, ფალკაომ შეუშალა ხელი რობინს. რადამელი შესანიშნავი ფეხბურთელია, ეს წინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი. რობინიც ძალიან მომწონს, ისიც მშვენიერი თავდამსხმელია. ასევე, ჩვენ უეინ რუნი და ადნან იანუზაი გვყავს, ჯეიმს ვილსონიც. თავდასხმაში ხუთი ფეხბურთელი გვყავს და არჩევანის გაკეთება მომიწევს".

შეცვლილი ტაქტიკა
"წინა მატჩში ტაქტიკა შევცვალე, მაგრამ შემიძლია ეს კიდევ გავაკეთო. პრობლემა გადაწყვეტილი ჯერ არ არის. ასეთი მომენტი "აიაქსშიც" მქონდა. ამ კლუბში 4-3-3-ით თამაში კანონად იყო ქცეული, მაგრამ 4-4-2 ვამჯობინე, რადგან ვფიქრობდი, გუნდს ეს წყობა უფრო მოუხდებოდა. ეს 1998 წელს მოხდა, დიდი ხნის წინ".

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: Giorgi Kuloshvili
20 სექტემბერი 2014 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
რაღაც 6-0 მგონია აგარიში :დ
0
№12
ავტორი: chudikone
20 სექტემბერი 2014 03:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: manutd---10
საღოო სმოლინგ, იქნებ აწი მაინც მოასორო ლუი ეს როხო ძირითადს

როხოს რაას ერჩიი ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 07:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა სმოლინგი კაცი, ჯერ ჯონსი დაბრუნდეს და როხო თუ ამოსაღებია ძირითადიდან მაგის მიზეზს ვერ ვხედავ საერთოდ. ერთი თამაში ჩაატარა და მასში ანტი რა დაინახეთ? პირიქით, იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ველოდებოდი. წინაც მაგრად თამაშობდა და დაცვაშიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top