თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 00:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 14
ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ
რიო ფერდინანდის წიგნის მცირე ნაწილი.
ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ
Daily mail გამოსცემს რიო ფერდინანდის წიგნის გვერდებს, რომელშიც რიო ფერდინანდი გასულ წლებს იხსენებს. მომდევნო ნაწილი კრიშტიანუსა რონალდუსა და ანტირასიზმული აქციისადმი ფერგიუსონის დამოკიდებულებას ეხება.

"მახსოვს 2006 წელს "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით და ეს ძალიან ემოციური დღე იყო რონალდუსთვის. მას სურდა დაემტკიცებინა პორტუგალიისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ღირსი იყო. საბოლოოდ, მთელი ჩვენი ყურადღება რონალდუსადმი იყო მიპყრობილი, თავად ის კი განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევდა თავისი ინდივიდუალური მონაცემებითაც კი. იმ დღეს დავმარცხდით, სერ ალექსმა კი ის უბრალოდ გაანადგურა გასახდელში: "ჯანდაბა, შენ რა, თავში აგივარდა?"

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


მე უარი ვთქვი ანტირასიზმული მაისურის ჩაცმა მატჩის წინა გახურებაზე, რადგანაც ეს ორგანიზაცია უარს აცხადებდა ჯონ ტერისა და ჩემი ძმის დავაში ანტონისთვის მხარდაჭერას. მშობლები უბრალოდ ვერ გამიგებდნენ ასეთ სიტუაციაში. როცა გასახდელში დავბრუნდი, სერ ალექსმა მითხრა: "რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? მე ხომ ვთქვი, რომ ყველა მოთამაშეს ჩაეცვა მაისური?" მე ვუთხარი: "ჩემთვის ამ აქციიეს შესახებ აზრი არ გიკითხავთ და რომ გეკითხათ მაინც არავითარ შემთხვევაში არ ჩავიცვამდი." სერ ალექსი: "ასე არა, კარგი, მაშინ ამ კვირის ხელფასით დაჯარიმდები"

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


მომდევნო დღეს მის კაბინეტში შევხვდით. ის იჯდა, მე ვიდექი. სერ ალექსმა მითხრა: "მისმინე, მესმის, რომ შენი ოჯახის ინტერესთა სფეროს შესაბამისად მოქმედებდი. მაგრამ ამ ქმედების ფორმას არ ვეთანხმები. ჩემ ცოლს ვესაუბრე და ასე მითხრა: "ამ აქციის იდეა ბიჭთან ერთად განიხილე?" როცა უარყოფითი პასუხი გავეცი, მან მითხრა: "აი რაში შეცდი". ძალიან იშვიათად ვაღიარებ ჩემ შეცდომებს, მაგრამ მაშინ შენთან უნდა მესაუბრა. ჯარიმას გიხსნის. ისევ მიმაჩნია, რომ ის მაისური უნდა ჩაგეცვა, მაგრამ შენ ქმედებას ვიღებ." იმ მომენტში გაოცებული ვიყავი. მას შემდეგ სერ ალექსს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ.

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


წყარო: redevils.ru
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
18 სექტემბერი 2014 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ბაბუ ხო გენიოსი იყო შე ჩემა რა გაგიკვირდა ეგრე... ეჰ ბაბუუ..
0
№2
ავტორი: Qavtara
18 სექტემბერი 2014 02:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
ბაბუ :* ფერდი :* <3
0
№3
ავტორი: dachi_mu
18 სექტემბერი 2014 03:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რა ამასთან კავშირშია მარამ ნანიმ მაგარი გოლი შეაგდო :)


აი ნახეთ აქ
0
№4
ავტორი: Best 7
18 სექტემბერი 2014 07:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Fergi legends
0
№5
ავტორი: chudikone
18 სექტემბერი 2014 08:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საოცარი ადამიანია ფერგი ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RojoDiablo
18 სექტემბერი 2014 08:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველაზე კარგი თვისება ადამიანში სიჯიუტის გადაფარვაა. ფერგიუსონს შეეძლო ეთქვა ასე მინდაო და ასე იქნებოდა, მაგრამ თუ კი ის არასწორი იყო ამას აღიარებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2014 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რონალდუ იმენა ციდან მიწაზე დაანარცხა wink ბაბუუუუ love
0
№8
ავტორი: TOSHIBA
18 სექტემბერი 2014 08:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
dachi_mu,
წელიწადში ერთხელ იანგიც ყვავდება wink
0
№9
ავტორი: dachi_mu
18 სექტემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
TOSHIBA,
შენი არ ვიცი მაგრამ მე ძველი ნანი გამახსენა ამ გოლმა.იანგი რაც არ უნდა აყვავდეს იანგია მაინც..აი ნანი თუ აყვავდა ოოო
0
№10
ავტორი: manutd---10
18 სექტემბერი 2014 14:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ფერგიზე უფრო მაგარი კაცი არ არსებობს, კი ზოგჯერ ძაან მაბრაზებდა როცა ზამენას აგვიანებდა ან როცაა უაზროდ გააკეთებდა რაღაცას მაგრამ მაინც პირველი ხარ ფერგი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top