თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2014, 00:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2549,
კომენტარები: 14
ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ
რიო ფერდინანდის წიგნის მცირე ნაწილი.
ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ
Daily mail გამოსცემს რიო ფერდინანდის წიგნის გვერდებს, რომელშიც რიო ფერდინანდი გასულ წლებს იხსენებს. მომდევნო ნაწილი კრიშტიანუსა რონალდუსა და ანტირასიზმული აქციისადმი ფერგიუსონის დამოკიდებულებას ეხება.

"მახსოვს 2006 წელს "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით და ეს ძალიან ემოციური დღე იყო რონალდუსთვის. მას სურდა დაემტკიცებინა პორტუგალიისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის ღირსი იყო. საბოლოოდ, მთელი ჩვენი ყურადღება რონალდუსადმი იყო მიპყრობილი, თავად ის კი განსაკუთრებულ წარმატებას ვერ აღწევდა თავისი ინდივიდუალური მონაცემებითაც კი. იმ დღეს დავმარცხდით, სერ ალექსმა კი ის უბრალოდ გაანადგურა გასახდელში: "ჯანდაბა, შენ რა, თავში აგივარდა?"

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


მე უარი ვთქვი ანტირასიზმული მაისურის ჩაცმა მატჩის წინა გახურებაზე, რადგანაც ეს ორგანიზაცია უარს აცხადებდა ჯონ ტერისა და ჩემი ძმის დავაში ანტონისთვის მხარდაჭერას. მშობლები უბრალოდ ვერ გამიგებდნენ ასეთ სიტუაციაში. როცა გასახდელში დავბრუნდი, სერ ალექსმა მითხრა: "რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? მე ხომ ვთქვი, რომ ყველა მოთამაშეს ჩაეცვა მაისური?" მე ვუთხარი: "ჩემთვის ამ აქციიეს შესახებ აზრი არ გიკითხავთ და რომ გეკითხათ მაინც არავითარ შემთხვევაში არ ჩავიცვამდი." სერ ალექსი: "ასე არა, კარგი, მაშინ ამ კვირის ხელფასით დაჯარიმდები"

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


მომდევნო დღეს მის კაბინეტში შევხვდით. ის იჯდა, მე ვიდექი. სერ ალექსმა მითხრა: "მისმინე, მესმის, რომ შენი ოჯახის ინტერესთა სფეროს შესაბამისად მოქმედებდი. მაგრამ ამ ქმედების ფორმას არ ვეთანხმები. ჩემ ცოლს ვესაუბრე და ასე მითხრა: "ამ აქციის იდეა ბიჭთან ერთად განიხილე?" როცა უარყოფითი პასუხი გავეცი, მან მითხრა: "აი რაში შეცდი". ძალიან იშვიათად ვაღიარებ ჩემ შეცდომებს, მაგრამ მაშინ შენთან უნდა მესაუბრა. ჯარიმას გიხსნის. ისევ მიმაჩნია, რომ ის მაისური უნდა ჩაგეცვა, მაგრამ შენ ქმედებას ვიღებ." იმ მომენტში გაოცებული ვიყავი. მას შემდეგ სერ ალექსს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ.

ფერდინანდი ფერგიუსონის შესახებ


წყარო: redevils.ru
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 14:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბაბუ love ამაზე მაგარი მწვრთნელი არ ვიცი კიდევ თუ ეყოლება საფეხბურთო სამყაროს. როგორც ადამიანი და როგორც მწვრთნელი

შეცდომებს ფერგიც კი აღიარებდა თურმე wink
0
№12
ავტორი: Manchester_M
18 სექტემბერი 2014 15:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ფერდინანდს ამდენი როგორ შეჰბედა ფერგის :D
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
18 სექტემბერი 2014 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ბაბუ ბაბუუუ :) ყველას გვენატრები...
0
№14
ავტორი: RedTeen
19 სექტემბერი 2014 02:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ორივე მენატრება.. love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top