თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 21:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 12
რუნი: "ის ყველა დროის საუკეთესოა"
უეინ რუნი ფერგიუსონს აქებს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ ჭორებს წერტილი დაუსვა და სერ ალექს ფერგიუსონს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერ ალექს ფერგიუსონი ღიად აცხადებს, რომ უეინ რუნის "იუნაიტედის" დატოვება მართლაც სურდა. რუნი ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ხან არ თამაშობდა, ხან თავისთვის შეუფერებელ პოზიციაზე თამაშობდა.

რამდენიმე წლით ადრე კი რუნისა და ფერგიუსონს ერთმანეთშიც მოუხდათ შუღლი, რისი მიზეზიც რუნის მიერ კლუბის ამბიციებში საჯარო დაეჭვება გახლდათ. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში "იუნაიტედს" რუნისთან შერიგება და მისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზება მოუხდა.

თუმცა, ინგლისის ნაკრების კაპიტანმა დღეს ყველა ჭორს დაუსვა წერტილი და ფერგიუსონის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

"სერ ალექსმა ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია. მისი მადლობელი ვარ, რადგან მომენდო და "ევერტონიდან" მომიწვია."

"ვფიქრობ, ის დაუჯერებელი ადამიანი და მწვრთნელია, რასაც თამაშისდმი მისი წადილი მაფიქრებინებს. რა თქმა ის ძალიან დამეხმარა და დაგხვემარა თითოეულ ჩვენგანს. როცა გუნდში მოვედი აქ უკვე იყვნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. თითოეული ჩვენგანი ერთად შეგვკრიბა და ჩემპიონები გაგვხადა." ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.


"ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების გახსენებისას რუნი აცხადებს: "ეს უდიდესი გრძნობა იყო! სერ ალექსი სამართლიანად ითვლებოდა საუკეთსოდ და მის მიერ ჩემი ნიჭის შემჩნევა და მოწვევა დიდი პატივი იყო ჩემთვის"

"ძალიან ვნერვიულობდი. აქ, კარინგტონზე უნდა შევხვედრილიყავით, რის შემდეგაც "ოლდ ტრაფოდზე" წავიდოდით, რათა დეტალები მოგვეგვარებინა. ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოდ მოხდა. თავად წამიყვანა, მანქანაში მხოლოდ მე და ის ვისხედით. საშინლად ვღელავდი, მაგრამ სერ ალექსი იმდენად მოკრძალებული იყო, რომ უცებ დავმშვიდდი."

"ყოველთვის თავდაჯერებული ადამიანი ვიყავი, ხშირად ვიღებდი რთულ გადაწყვეტილებებს და ამას თავად ვაკეთებდი. ვწუხდი "ევერტონის" დატოვების გამო, მაგრამ აგენტსა და თანაგუნდელებს წინასწარვე ვაცნობე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ვცდილობდი. არასდროს მინანია, რომ ასე მოვიქეცი."


"თავიდან ოჯახს ძალიან გაუჭირდა, რადგან მე მანჩესტერში გადავედი, ისინი კი ლივერპულში დარჩნენ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია."

რუნი ამჟამად 28 წლისაა და აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის ამოწურვამდე სურს დარჩენა: "იმედი მაქვს ასეც მოხდება. მცირე ხნის წინ ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს, რომ 5 წლის შემდეგ მე და თქვენ დავსხდებით და აქ გატარებული 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ინტერვიუს ჩავწერთ. ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ასე."

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 სექტემბერი 2014 21:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მანქანაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვისხედით.


შეგიძლია მთელი ცხოვრება იამაყო, რომ ასეთი მძღოლი გყავდა.

5 წლის შემდეგ მე და თქვენ დავსხდებით და აქ გატარებული 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ინტერვიუს ჩავწერთ


ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება და ამ პერიოდში ახალი ისტორიის შექმნას შეძლებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: bziki
17 სექტემბერი 2014 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
sir alex ferguson _------- no comment
0
№3
ავტორი: Manchester_M
17 სექტემბერი 2014 22:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფერგიუსონი რო გენიაა და რაღაც ბუნების მოვლენა მაგას დავა რად უნდა მაგრამ ახლანდელი ბავშვები რომ მოდიან და გარტყმაში არ არიან განაგონიც არ აქვთ ამ კაცის სახელი და რო ახსენო ისეთ როჟებს დაკერავენ აზრს დაგაკარგვინებენ არადა ფეხბურთის მცოდნეებად რომ მოაქვთ თავი მაგაზე მეშლება ნერვები :X
0
№4
ავტორი: Best 7
17 სექტემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აბა რა ფერგიუსონ ნუმბერ ონე
0
№5
ავტორი: kOsTiA
17 სექტემბერი 2014 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Fორევერ Fერგი ♥
0
№6
ავტორი: ელენე
17 სექტემბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ჩემთვის, ფერგიუსონი იყო, არის და იქნება ნომერ პირველი. ♥
0
№7
ავტორი: GeorgeBest
18 სექტემბერი 2014 00:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია ამაზე კიდე დაობდეს ვინმე
0
№8
ავტორი: Moxito 7
18 სექტემბერი 2014 03:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
მაგარი ხარ უეინ...ჩვენი შრეკი good2

მაგარი ხარ უეინ...ჩვენი შრეკი good2
0
№9
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 03:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
წასვლის შემდეგ კიდევ უფრო დაფასდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: chudikone
18 სექტემბერი 2014 07:58
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფერგი უკომენტაროდ და რუნიმ მინდა შირერის რეკორდი მოხსნას !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top