თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 21:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 12
რუნი: "ის ყველა დროის საუკეთესოა"
უეინ რუნი ფერგიუსონს აქებს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ ჭორებს წერტილი დაუსვა და სერ ალექს ფერგიუსონს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერ ალექს ფერგიუსონი ღიად აცხადებს, რომ უეინ რუნის "იუნაიტედის" დატოვება მართლაც სურდა. რუნი ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ხან არ თამაშობდა, ხან თავისთვის შეუფერებელ პოზიციაზე თამაშობდა.

რამდენიმე წლით ადრე კი რუნისა და ფერგიუსონს ერთმანეთშიც მოუხდათ შუღლი, რისი მიზეზიც რუნის მიერ კლუბის ამბიციებში საჯარო დაეჭვება გახლდათ. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში "იუნაიტედს" რუნისთან შერიგება და მისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზება მოუხდა.

თუმცა, ინგლისის ნაკრების კაპიტანმა დღეს ყველა ჭორს დაუსვა წერტილი და ფერგიუსონის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

"სერ ალექსმა ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია. მისი მადლობელი ვარ, რადგან მომენდო და "ევერტონიდან" მომიწვია."

"ვფიქრობ, ის დაუჯერებელი ადამიანი და მწვრთნელია, რასაც თამაშისდმი მისი წადილი მაფიქრებინებს. რა თქმა ის ძალიან დამეხმარა და დაგხვემარა თითოეულ ჩვენგანს. როცა გუნდში მოვედი აქ უკვე იყვნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. თითოეული ჩვენგანი ერთად შეგვკრიბა და ჩემპიონები გაგვხადა." ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.


"ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების გახსენებისას რუნი აცხადებს: "ეს უდიდესი გრძნობა იყო! სერ ალექსი სამართლიანად ითვლებოდა საუკეთსოდ და მის მიერ ჩემი ნიჭის შემჩნევა და მოწვევა დიდი პატივი იყო ჩემთვის"

"ძალიან ვნერვიულობდი. აქ, კარინგტონზე უნდა შევხვედრილიყავით, რის შემდეგაც "ოლდ ტრაფოდზე" წავიდოდით, რათა დეტალები მოგვეგვარებინა. ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოდ მოხდა. თავად წამიყვანა, მანქანაში მხოლოდ მე და ის ვისხედით. საშინლად ვღელავდი, მაგრამ სერ ალექსი იმდენად მოკრძალებული იყო, რომ უცებ დავმშვიდდი."

"ყოველთვის თავდაჯერებული ადამიანი ვიყავი, ხშირად ვიღებდი რთულ გადაწყვეტილებებს და ამას თავად ვაკეთებდი. ვწუხდი "ევერტონის" დატოვების გამო, მაგრამ აგენტსა და თანაგუნდელებს წინასწარვე ვაცნობე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ვცდილობდი. არასდროს მინანია, რომ ასე მოვიქეცი."


"თავიდან ოჯახს ძალიან გაუჭირდა, რადგან მე მანჩესტერში გადავედი, ისინი კი ლივერპულში დარჩნენ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია."

რუნი ამჟამად 28 წლისაა და აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტის ამოწურვამდე სურს დარჩენა: "იმედი მაქვს ასეც მოხდება. მცირე ხნის წინ ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და იმედი მაქვს, რომ 5 წლის შემდეგ მე და თქვენ დავსხდებით და აქ გატარებული 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ინტერვიუს ჩავწერთ. ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ასე."

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 სექტემბერი 2014 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფერგი რო უდიდესი ნიჭით იყო დაჯოლდოებული ამას ეხლა თქმა რათ უნდა. რაც შეეხება რუნის, აშკარაა რო ის წყენა დავიწყებულია. რუნი დღეს უკვე მანჩესტერის კაპიტანია და მე დარწმუნებული ვარ რო მისი გვარი ქოროს ასოებით ჩაიწერება მანჩესტერის ისტორიაში... love
0
№12
ავტორი: lasha.baramidze
18 სექტემბერი 2014 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
number one coach of the worldwide
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top