თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 16:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 11
ლეგიონერების რიცხვი შემცირდება
საფეხბურთო ასოციაცია ლეგიონერთა რიცხვს გაანახევრებს.
ლეგიონერების რიცხვი შემცირდება
ინგლისის საფებურთო ასოციაციამ პრემიერ-ლიგაში ლეგიონერთა რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა. მოსალოდნელია, რომ შემცირება 50%-ანი იქნება, მაგრამ ის მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ფეხბურთელებს შეეხება.

FA-მ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც ნათლად ასახავდა იმას, რომ ინგლისის საზღვრებს ძალიან ბევრი უცხოელი შეუერთდა. ამიერიდან კი, საფეხბურთო ასოციაცია შესაბამისი ფეხბურთელებისთვის სპეციალურ შეზღუდვებს დააწესებს.

2009 წლიდან 2013 წლამდე 122 ფეხბურთელს დასჭირდა ინგლისში მუშაობის ნებართვა და მათ შორის 23 ფეხბურთელი საფეხბურთო ლიგიდან იყო. 2015/16 წლების სეზონიდან კი უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის აღების უფლება მხოლოდ პრემიერ-ლიგის გუნდებს შეეძლებათ.

"2009 წლის შემდეგ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი 122 ფეხბურთელი გადმოვიდა ინგლისში. დაახლოებით 50% ვერ აკმაყოფილებდა ამჟამინდელ კრიტერიუმებს და სააპელაციო განცხადება შეიტანეს, რომლის 79% დაკმაყოფილებულ იქნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიზის მფლობელთა მხოლოდ 58% დარჩა ინგლისში მეორე სეზონამდე"
- განაცხადა FA-ს პრეზიდენტმა, გრეგ დაიკმა.

მაქინაციებისგან თავის არიდების მიზნით FA-მ პრემიერ-ლიგის გუნდებს იმ მოთამაშეთა იჯარით გაშვება აუკრძალა, რომელთაც ინგლისში სამუშაო ვიზა არ აქვთ.

გარდა ამისა, კლუბებს მხოლოდ იმ ქვეყნებიდან ექნებათ ფეხბურთელის აყვანის ნებართვა, რომელიც FIFA-ს რეიტინგში პირველ 50-ეულში შედიან. გამონაკლისი დასაშვებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელის ღირებულება მინიმალურ ზღვარს, 10-დან 15 მლნ. ფუნტამდე თანხის რაოდენობას უნდა აჭარბებდეს.

საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელებისთვის კი პირიქით, გარკვეული წახალისებები არსებობს. როგორც ცნობილია, უცხოელ ფეხბურთელს, რომელიც სამუშაო ნებართვის აღებას გეგმავს თავის ნაკრებში თამაშების 75% უნდა ჰქონდეს ჩატარებული. FIFA-ს რეიტინგში შემავალი პირველი 30 ქვეყნის წარმომადგენლისთვის კი ეს მაჩვენებლი 30%-მდე დაეცა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 სექტემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალბათ ეს ყველაფერი ნაკრებზეა გათვლილი. უცხოელის მოსვლით ადგილობრივი ფეხბურთელი ხშირად იჩაგრება, რაც მერე ნაკრებზე აისახება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2014 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ იქნება ჩვენთვის დიდად კარგი მაგრამ ნაკრებს მაგრად ერხევა და უკვე დიდი ხანია ესეა. დროა მგონი რო მიხედონ ამ საკითხს
0
№3
ავტორი: chudikone
17 სექტემბერი 2014 17:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ისე რო დაუკვირდეთ ჩვენ მარტო რუნი და ჯონსი გვყავს ძირითადში ინგლისელი.. ეს ცოტა არ იყოს საგანგაშოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Malboro463
17 სექტემბერი 2014 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ეგ არაფერი კაცო მეთქი ძველებური წესი შემოაქვთ 4 თუ 5 ფეხბურთელზე მეტს რომ ვერ დაყენებდი უცხოელს ძირითადში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2014 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
პირდაპირ ესე ამ წესის შემოღება ყველა გუნდს მაგრად დააზარალებს და არამგონია სწორი იყოს. ნელ–ნელა უნდა მიხედონ
0
№6
ავტორი: tupaca
17 სექტემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ჩვენ ეგ ამბავი არ დაგვაზარალებს სამი არაევროკავშირელი გვყავს რაფაელი, როხო და ფალკაო დიმარიას იტალიის პასპორტი აქ და დანარჩენები კიდე ევროპელები არიან ასე რომ სიტის გაედება :-)
0
№7
ავტორი: Malboro463
17 სექტემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
გიორგი,
ეგრე ჯობია.
გრანდებს რომ თავი დანებო ეგ დაბალი დონის გუნდებიც შეფერებულები არიან სუ ლეგიონერები ყავთ არადა U21 ში მაგათზე უკეთესებიც მოიძებნებიან.
ამ ევროპაზე ინგლის რამის დამტკიცება თუ უნდა სამწვრთვნელლო შტაბი უნდა შეცვალონ.
0
№8
ავტორი: Wazza
17 სექტემბერი 2014 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
არაევროკავშირელი არც ისე ბევრი გვყავს და არამგონია სერიოზული პრობლემები შეგვექმნას :))
0
№9
ავტორი: Best 7
17 სექტემბერი 2014 21:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Martalia raa
0
№10
ავტორი: Manchester_M
17 სექტემბერი 2014 21:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნაკრებს წაადგება ეგ მაგრამ სანამ ჰოჯსონს არ გააჯმევინებენ მანამდე არაფერი ეშველებათ მაგათ ასე რომ ჯერ ჰოჯსონით დაიწყონ საქმის მოგვარება :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top