თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 16:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2523,
კომენტარები: 11
ლეგიონერების რიცხვი შემცირდება
საფეხბურთო ასოციაცია ლეგიონერთა რიცხვს გაანახევრებს.
ლეგიონერების რიცხვი შემცირდება
ინგლისის საფებურთო ასოციაციამ პრემიერ-ლიგაში ლეგიონერთა რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა. მოსალოდნელია, რომ შემცირება 50%-ანი იქნება, მაგრამ ის მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ფეხბურთელებს შეეხება.

FA-მ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც ნათლად ასახავდა იმას, რომ ინგლისის საზღვრებს ძალიან ბევრი უცხოელი შეუერთდა. ამიერიდან კი, საფეხბურთო ასოციაცია შესაბამისი ფეხბურთელებისთვის სპეციალურ შეზღუდვებს დააწესებს.

2009 წლიდან 2013 წლამდე 122 ფეხბურთელს დასჭირდა ინგლისში მუშაობის ნებართვა და მათ შორის 23 ფეხბურთელი საფეხბურთო ლიგიდან იყო. 2015/16 წლების სეზონიდან კი უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის აღების უფლება მხოლოდ პრემიერ-ლიგის გუნდებს შეეძლებათ.

"2009 წლის შემდეგ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი 122 ფეხბურთელი გადმოვიდა ინგლისში. დაახლოებით 50% ვერ აკმაყოფილებდა ამჟამინდელ კრიტერიუმებს და სააპელაციო განცხადება შეიტანეს, რომლის 79% დაკმაყოფილებულ იქნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიზის მფლობელთა მხოლოდ 58% დარჩა ინგლისში მეორე სეზონამდე"
- განაცხადა FA-ს პრეზიდენტმა, გრეგ დაიკმა.

მაქინაციებისგან თავის არიდების მიზნით FA-მ პრემიერ-ლიგის გუნდებს იმ მოთამაშეთა იჯარით გაშვება აუკრძალა, რომელთაც ინგლისში სამუშაო ვიზა არ აქვთ.

გარდა ამისა, კლუბებს მხოლოდ იმ ქვეყნებიდან ექნებათ ფეხბურთელის აყვანის ნებართვა, რომელიც FIFA-ს რეიტინგში პირველ 50-ეულში შედიან. გამონაკლისი დასაშვებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელის ღირებულება მინიმალურ ზღვარს, 10-დან 15 მლნ. ფუნტამდე თანხის რაოდენობას უნდა აჭარბებდეს.

საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელებისთვის კი პირიქით, გარკვეული წახალისებები არსებობს. როგორც ცნობილია, უცხოელ ფეხბურთელს, რომელიც სამუშაო ნებართვის აღებას გეგმავს თავის ნაკრებში თამაშების 75% უნდა ჰქონდეს ჩატარებული. FIFA-ს რეიტინგში შემავალი პირველი 30 ქვეყნის წარმომადგენლისთვის კი ეს მაჩვენებლი 30%-მდე დაეცა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 03:44
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ მაგრად მკიდია ნაკრები უკვე. მანჩესტერი იყოს კარგად და ინგლისისაც რა. კი ვბალეშიკობ ინგლისს, მაგრამ ისე არა როგორც იუნაიტედს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top