თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 09:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2707,
კომენტარები: 11
გვარდიოლა: "იუნაიტედს" ფული არ ჰყოფნიდა"
რატომ ვერ იყიდა "იუნაიტედმა" "ბაიერნის" ფეხბურთელები?
გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად ცდილობდა მისი კლუბის ვარსკვლავების შეძენას.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჭორების თანახმად ბასტიან შვაინშტაიგერის, ტონი კროოსის, ტომას მიულერისა და არიენ რობენის ყიდვა სურდა, თუმცა გვარდიოლა ამტკიცებს, რომ "იუნაიტედს" საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა მათ შესაძენად.

"მათ საკმარისი ფული არ აქვთ "ბაიერნის" ფეხბურთელების შესაძენად. დავინახე, რომ მათ დიდი თანხა დახარჯეს და ეს ჩემი მეგობრისთვის, ლუისთვის ძალიან კარგია. ეს თამაშის ნაწილია. მსოფლიოს თითოეულ კლუბს სურს სხვა კლუბის ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ეს მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული."

"თუ მოთამაშეს თამაში სურს ის ითამაშებს, თუ დარჩენა სურს, ის დარჩება. "მანჩესტერს" ჩვენი ფეხბურთელები სურდა, მაგრამ მათ დარჩენა მოინდომეს."
- განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელმა "იუნაიტედის" თავს გადახდენილი შარშანდელი იმედგაცრუება დიდი კლუბების მისამართით გაფრთხილებად გამოიყენა.

"ეს დიდი კლუბებისთვის კარგი გაკვეთილია. ისინი ფიქრობენ: "ჩვენ დაუმარცხებლები და ძლიერები ვართ". ერთ დღეს კი შესაძლოა ისინი აქ (ჩემპიონთა ლიგაზე) არ იყვნენ და ისინი უკვე არ არიან აქ."

"სწორედ ეს ალამაზებს ფეხბურთს. ყოველ კვირას მზად უნდა იყო. ყოველ კვირას შენი შესაძლებლობები უნდა წარმაოჩინო. ცუდი 45 წუთი და ნახვამდის."
- დაამატა გვარდიოლამ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 სექტემბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტონი კროოსის სანაცვლოდ რასაც ითხოვდით სულ რომ უფულოდ ვყოფილიყავით ბანკიდან ვალს აიღებდნენ და იყიდნენ...უბრალოდ თავად ტონიმ არ ისურვა წამოსვლა და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
17 სექტემბერი 2014 09:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რაო ? :დ 135 მილიონად ბავარიას არ ვიყიდი :) კათარძისიაააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: AkkRed
17 სექტემბერი 2014 09:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას რა თავში აქ ავარდნილი თავისი ჩოილარა ტაქტიკით :))
0
№4
ავტორი: bziki
17 სექტემბერი 2014 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არადა ფულზე კი არა ფეხბურთელის სურვილზე ლაპარაკობს ამ სტატიაში bigboss2
0
№5
ავტორი: manutd---10
17 სექტემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
წადი შე იდიოტო აქედან!!! შენს ბებერ ბასტიანტან ერთად.......
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 სექტემბერი 2014 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აუ ეს რა ტუპოია, მანჩესტერს არ აქვს ფული და ბაიენრს აქვს ხო??? ეტყობა ამან ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არაფერი იცის, თორე მაგას არ იტყოდა მანჩესტერს ფული არ აქვსო. არ უნდოდათ და არ გადმოვიდნენ, რა შუაშია ფული...
0
№7
ავტორი: ლადო
17 სექტემბერი 2014 13:29
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Rroosi rom gveyida martla dzlieri centri gvekneboda, magram reali undoda da iyos axla ik...rac sheexeba gvardiolas baiernianad iyidis manchesteri magas
0
№8
ავტორი: GeorgeBest
17 სექტემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კროოსს რო სდომოდა გადმოვიდოდა კიდეც დ აიუნაიტედი ფულს რომ არ დაინანებდა გამოჩნდა მგონი წელს ტრანსფერებზე. გუნდს ფული არასდროს აკლდა და არც არასდროს უფიქრია რომელიმეს რო დაუმარცხებლები ვიყავით, მითუმეტეს ბოლო წლებში, ეს საიდანღა მოიტანა. მგონი პირიქიტ ეგ უფრო ფიქრობდა ეგრე და იმიტომაც გაედო როცა საჭირო იყო

კროოსს რო სდომოდა გადმოვიდოდა კიდეც დ აიუნაიტედი ფულს რომ არ დაინანებდა გამოჩნდა მგონი წელს ტრანსფერებზე. გუნდს ფული არასდროს აკლდა და არც არასდროს უფიქრია რომელიმეს რო დაუმარცხებლები ვიყავით, მითუმეტეს ბოლო წლებში, ეს საიდანღა მოიტანა. მგონი პირიქიტ ეგ უფრო ფიქრობდა ეგრე და იმიტომაც გაედო როცა საჭირო იყო
0
№9
ავტორი: Manchester_M
17 სექტემბერი 2014 19:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ ერთი ბაიერნს როდის შევხვდებით თუნდაც ამხანაგურში რევანში მწყურია მაგ კლუბთან :3
0
№10
ავტორი: Best 7
17 სექტემბერი 2014 22:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მტყუანს შევთხარე!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top