თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2014, 09:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 11
გვარდიოლა: "იუნაიტედს" ფული არ ჰყოფნიდა"
რატომ ვერ იყიდა "იუნაიტედმა" "ბაიერნის" ფეხბურთელები?
გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად ცდილობდა მისი კლუბის ვარსკვლავების შეძენას.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჭორების თანახმად ბასტიან შვაინშტაიგერის, ტონი კროოსის, ტომას მიულერისა და არიენ რობენის ყიდვა სურდა, თუმცა გვარდიოლა ამტკიცებს, რომ "იუნაიტედს" საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა მათ შესაძენად.

"მათ საკმარისი ფული არ აქვთ "ბაიერნის" ფეხბურთელების შესაძენად. დავინახე, რომ მათ დიდი თანხა დახარჯეს და ეს ჩემი მეგობრისთვის, ლუისთვის ძალიან კარგია. ეს თამაშის ნაწილია. მსოფლიოს თითოეულ კლუბს სურს სხვა კლუბის ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ეს მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული."

"თუ მოთამაშეს თამაში სურს ის ითამაშებს, თუ დარჩენა სურს, ის დარჩება. "მანჩესტერს" ჩვენი ფეხბურთელები სურდა, მაგრამ მათ დარჩენა მოინდომეს."
- განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელმა "იუნაიტედის" თავს გადახდენილი შარშანდელი იმედგაცრუება დიდი კლუბების მისამართით გაფრთხილებად გამოიყენა.

"ეს დიდი კლუბებისთვის კარგი გაკვეთილია. ისინი ფიქრობენ: "ჩვენ დაუმარცხებლები და ძლიერები ვართ". ერთ დღეს კი შესაძლოა ისინი აქ (ჩემპიონთა ლიგაზე) არ იყვნენ და ისინი უკვე არ არიან აქ."

"სწორედ ეს ალამაზებს ფეხბურთს. ყოველ კვირას მზად უნდა იყო. ყოველ კვირას შენი შესაძლებლობები უნდა წარმაოჩინო. ცუდი 45 წუთი და ნახვამდის."
- დაამატა გვარდიოლამ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
18 სექტემბერი 2014 03:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეჰ გვარდიოლა გვარდიოლა :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top