ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა
გთაზავობთ გუშინდელი მატჩის ტაქტიკურ მიმოხილვას...
ტაქტიკის შესახებროგორც უკვე შეამჩნიეთ ლუი ვან გაალმა დააბრუნა 4 მცველი "იუნაიტედის" ტაქტიკაში. ის იყენებდა "დაიმონდს" ბლინდთან, მატასთან, ერერასთან და დი მარიასთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ დი მარია და ერერა ხშირად ცვლიდნენ ადგილებს. ნომინალურად კი დი მარია მარცხენა ფლანგზე იყო ხოლო ერერა მარჯვენაზე. მატა ხშირად იყო ცხრიანის პოზიციაზე ხოლო პერსი და რუნი ფლანგებზე.
რაფაელი და როხო აქტიურად მიდიოდნენ წინ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თამაშობდნენ ისე როგორც 3-5-2 ტაქტიკაში.
ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა
არის რიგი მიზეზებისა, რომ სწორედ დეილი ბლინდი დავასახელოთ მთავარი ფიგურა გუშინდელ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ ერერა და დი მარია ბრწყინავდნენ აღსანიშნავია დეილი ბლინდის როლი გუშინდელ თამაშში.
ბლინდმა გაათავისუფლა ცენტრალური მცველები შეტევის დაწყებისგან. უკვე ბევრჯერ აღინიშნა, რომ კლუბში ყველაზე მეტ პასს ბლეკეტი და ევანსი აკეთებდნენ. სწორედ ამ ბიჭებიდან იწყებოდა შეტევა რადგანაც ისინი ვერ იშველიებდნენ ქლევერლის და ფლეტჩერს.
საბოლოოდ ყველაფერი ან არაეფექტური ჩაწოდებებით მთავრდებოდა ან ფორვარდების უკან ჩამოსვლით, ხუან მატა კი საერთოდ საყრდენის პოზიციაზე დგებოდა.
შევადაროთ ახალგაზრდა ბლეკეტის პასების რაოდენობა "ბარნლისთან" მატჩის დროს "ქპრსთან" მატჩში.
მარცხნივ "ბარნლის" წინააღმდეგ პასები, ხოლო მარჯვნივ "ქპრს".
იგივე რამ ეხება ჯონი ევანსსაც.
მარცხნივ "ბარნლისთან" მატჩი, მარჯვნივ "ქპრსთან".
რაც შეეხება დეილი ბლინდს, მისი 112 პასიდან 107 ზუსტი იყო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
ჰოლანდიელი არ გამოირჩეოდა იდეალური გრძელი პასებით, თუმცა მშვენივრად თამაშობდა საყრდენ ზონაში.
დეილი ხშირად ხვდებოდა მცველის პოზიციაზეც, თუმცა მას არც შეტევა ავიწყდებოდა. ალბათ გახსოვთ მეორე ტაიმში მისი მშვენიერი დარტყმა გრინის კარის მიმართულებით.
ბლინდის სათამაშო პოზიციები
ნათელია, რომ დეილი ბლინდის სახით "იუნაიტედმა" შეიძინა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდათ. როცა წინ ერერა, მატა და დი მარია გყავს არაა საჭირო რაიმე მოიგონო. შენ უბრალოდ ზუსტი პასი უნდა გადააწადო, რასაც ჰოლანდიელი 5_იანზე ასრულებდა.
"ქპრ" არ არის "იუნაიტედის" საზომირა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" მხოლოდ და მხოლოდ "ქპრს" ეთამაშებოდა. გუშინდელ მატჩში "იუნაიტედს" დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ "ქპრსთან" მატჩში ეს მოსალოდნელიცა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა პროგრესი ძალიან დიდია.
გუშინდელ მატჩში ერერას, დი მარიას და მატას საკმაოდ დიდი თავისუფლება ჰქონდათ და მოფიქრებისთვისაც საკმაოდ დიდი დრო მიცეს მათ მეტოქის მოთამაშეებმა.
ეს მცველებსაც ეხებათ, ბლეკეტს და ევანსს ყოველთვის ჰქონდათ ვარიანტები, ამიტომ დე ხეა თითქმის არც იყო ჩართული თამაშში.
"მანჩესტერის" მოთამაშებს ჰქონდათ მოლხენის დრო, რაც მათ გამოიყენეს.
შეცდომებიასეთ მეტოქესთან ხიფათი დე ხეას კართან თითქმის არ იყო. ხიფათი თვითონ დე ხეამ მოიტანა როცა დაუფიქრებლად გამოვარდა კარიდან, თუმცა ჯონი ევანსმა მოასწრო გუნდის გადარჩენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ერერამ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც "ქპრმ" შეძლო კონტრშეტევის განხორციელება.
ბლინდმა პრესინგის საშუალებით შეძლო ფეხბურთელის ბურთიანად ფლანგზე გადაწევა, სადაც ჯონი ევანსი იყო, რომელმაც ცუდად ითამაშა და მეტოქეს პასის გაკეთების საშუალება მიცა.
ზემოთ აღნიშნული ერერა კი რატომღაც გამოეთიშა ეპიზოდს და მეტოქეს დარტყმის უფლება მისცა, რის შემდეგაც დე ხეამ იხსნა თავისი გუნდი.
მეორე სახიფათო მომენტი 77_ე წუთზე შეიქმნა როცა ბლეკეტის შეცდომის შემდეგ ვარგასმა არაზუსტად დაარტყა.
გულშემატკივარიარ შეიძლება ამ თემის გამოტოვება. გუშინ გულშემატკივრები მართლაც რომ ბრწყინვალენი იყვნენ. ისინი უმღეროდნენ რუნის, ვან პერსის და ასევე მღეროდნენ აი ამას: «You Scouse Bastards», «Twenty Times».
ტრიბუნების მოსმენა სასიამოვნო იყო. ყველაფერი ახლა იწყება.