თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 23:12
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 3098,
კომენტარები: 17
ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა
გთაზავობთ გუშინდელი მატჩის ტაქტიკურ მიმოხილვას...
ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი -
ტაქტიკის შესახებ

როგორც უკვე შეამჩნიეთ ლუი ვან გაალმა დააბრუნა 4 მცველი "იუნაიტედის" ტაქტიკაში. ის იყენებდა "დაიმონდს" ბლინდთან, მატასთან, ერერასთან და დი მარიასთან ერთად.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


აღსანიშნავია, რომ დი მარია და ერერა ხშირად ცვლიდნენ ადგილებს. ნომინალურად კი დი მარია მარცხენა ფლანგზე იყო ხოლო ერერა მარჯვენაზე. მატა ხშირად იყო ცხრიანის პოზიციაზე ხოლო პერსი და რუნი ფლანგებზე.

რაფაელი და როხო აქტიურად მიდიოდნენ წინ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თამაშობდნენ ისე როგორც 3-5-2 ტაქტიკაში.

ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


არის რიგი მიზეზებისა, რომ სწორედ დეილი ბლინდი დავასახელოთ მთავარი ფიგურა გუშინდელ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ ერერა და დი მარია ბრწყინავდნენ აღსანიშნავია დეილი ბლინდის როლი გუშინდელ თამაშში.

ბლინდმა გაათავისუფლა ცენტრალური მცველები შეტევის დაწყებისგან. უკვე ბევრჯერ აღინიშნა, რომ კლუბში ყველაზე მეტ პასს ბლეკეტი და ევანსი აკეთებდნენ. სწორედ ამ ბიჭებიდან იწყებოდა შეტევა რადგანაც ისინი ვერ იშველიებდნენ ქლევერლის და ფლეტჩერს.

საბოლოოდ ყველაფერი ან არაეფექტური ჩაწოდებებით მთავრდებოდა ან ფორვარდების უკან ჩამოსვლით, ხუან მატა კი საერთოდ საყრდენის პოზიციაზე დგებოდა.

შევადაროთ ახალგაზრდა ბლეკეტის პასების რაოდენობა "ბარნლისთან" მატჩის დროს "ქპრსთან" მატჩში.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა

მარცხნივ "ბარნლის" წინააღმდეგ პასები, ხოლო მარჯვნივ "ქპრს".


იგივე რამ ეხება ჯონი ევანსსაც.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა

მარცხნივ "ბარნლისთან" მატჩი, მარჯვნივ "ქპრსთან".


რაც შეეხება დეილი ბლინდს, მისი 112 პასიდან 107 ზუსტი იყო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ჰოლანდიელი არ გამოირჩეოდა იდეალური გრძელი პასებით, თუმცა მშვენივრად თამაშობდა საყრდენ ზონაში.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


დეილი ხშირად ხვდებოდა მცველის პოზიციაზეც, თუმცა მას არც შეტევა ავიწყდებოდა. ალბათ გახსოვთ მეორე ტაიმში მისი მშვენიერი დარტყმა გრინის კარის მიმართულებით.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა

ბლინდის სათამაშო პოზიციები


ნათელია, რომ დეილი ბლინდის სახით "იუნაიტედმა" შეიძინა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდათ. როცა წინ ერერა, მატა და დი მარია გყავს არაა საჭირო რაიმე მოიგონო. შენ უბრალოდ ზუსტი პასი უნდა გადააწადო, რასაც ჰოლანდიელი 5_იანზე ასრულებდა.

"ქპრ" არ არის "იუნაიტედის" საზომი

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" მხოლოდ და მხოლოდ "ქპრს" ეთამაშებოდა. გუშინდელ მატჩში "იუნაიტედს" დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ "ქპრსთან" მატჩში ეს მოსალოდნელიცა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა პროგრესი ძალიან დიდია.

გუშინდელ მატჩში ერერას, დი მარიას და მატას საკმაოდ დიდი თავისუფლება ჰქონდათ და მოფიქრებისთვისაც საკმაოდ დიდი დრო მიცეს მათ მეტოქის მოთამაშეებმა.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


ეს მცველებსაც ეხებათ, ბლეკეტს და ევანსს ყოველთვის ჰქონდათ ვარიანტები, ამიტომ დე ხეა თითქმის არც იყო ჩართული თამაშში.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


"მანჩესტერის" მოთამაშებს ჰქონდათ მოლხენის დრო, რაც მათ გამოიყენეს.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


შეცდომები

ასეთ მეტოქესთან ხიფათი დე ხეას კართან თითქმის არ იყო. ხიფათი თვითონ დე ხეამ მოიტანა როცა დაუფიქრებლად გამოვარდა კარიდან, თუმცა ჯონი ევანსმა მოასწრო გუნდის გადარჩენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ერერამ მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც "ქპრმ" შეძლო კონტრშეტევის განხორციელება.

ბლინდმა პრესინგის საშუალებით შეძლო ფეხბურთელის ბურთიანად ფლანგზე გადაწევა, სადაც ჯონი ევანსი იყო, რომელმაც ცუდად ითამაშა და მეტოქეს პასის გაკეთების საშუალება მიცა.

ზემოთ აღნიშნული ერერა კი რატომღაც გამოეთიშა ეპიზოდს და მეტოქეს დარტყმის უფლება მისცა, რის შემდეგაც დე ხეამ იხსნა თავისი გუნდი.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა




მეორე სახიფათო მომენტი 77_ე წუთზე შეიქმნა როცა ბლეკეტის შეცდომის შემდეგ ვარგასმა არაზუსტად დაარტყა.

ტაქტიკური მიმოხილვა. ბლინდი - "იუნაიტედის" საკვანძო ფიგურა


გულშემატკივარი

არ შეიძლება ამ თემის გამოტოვება. გუშინ გულშემატკივრები მართლაც რომ ბრწყინვალენი იყვნენ. ისინი უმღეროდნენ რუნის, ვან პერსის და ასევე მღეროდნენ აი ამას: «You Scouse Bastards», «Twenty Times».

ტრიბუნების მოსმენა სასიამოვნო იყო. ყველაფერი ახლა იწყება.
სტატიები, ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი სტატიაა. რაც შეეხება ბლინდს, გუშინ მართლა დიდი სამუშაო გაწია ამ ბიჭმა, მარტო ის რად ღირს რო ამდენი ზუსტი პასი გააკეთა. თუმცა ქპრ მანჩესტერის საზომი ნამდვილად არაა და ეს სტატიაშიც იყო აღნიშნული, მაგრამ მაინც სასიამოვნოა რა თქმა უნდა როცა ფეხბურთელები ისე მოქმედებენ როგორც საჭიროა.
0
№12
16 სექტემბერი 2014 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 59
ვააა რაააა.ყველაზე მეტად მე დაიმონდს მომეწონაა..დაა რიჰანას არ ევასება მანჩესტერი??::D:D:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ dadu777
№13
ავტორი: ლადო
16 სექტემბერი 2014 00:14
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
7.cantona.7,
Welcome feel

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს საუკეთესო ბევრი იყო...
0
№14
ავტორი: chudikone
16 სექტემბერი 2014 03:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
7.cantona.7,
წელქამ ♥

ბაბუ ბების მაბუ,
შაინ ბეაით ლაიქ ე დაიმონდ :-D:-D

მაგარი სტატია გამოვიდა ♥ ძალიან მომწობს ბლინდის და ერერას დუეტი ცენტრში. მთავარია ასე განაგრძონ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№15
ავტორი: GoGa.
16 სექტემბერი 2014 03:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
personals chvengan erti sachuqari gekutvnit amdens rom wvalobt da yvelaferi xarisxianat rom gamogdit :) manutd
0
№16
ავტორი: RojoDiablo
16 სექტემბერი 2014 09:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
GoGa.,
მერე ველოდებით :D

ყოჩაღ გიორგი, ძალიან მაგარია.

შეცდომებში დი მარიას ეპზოდს დავამატებდი, ერთი შეტევის დროს მეორე ტაიმში ორჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ ცენტრს იქით და მეორე საკუთარ საჯარიმოსთან არაზუსტი პასის გამო...

საერთო ჯამში კი ძალიან ბევრს შრომობდა ბლინდი, ერერა და თავდასხმის დროს გუნდის განლაგება სრულიად სხვაგვარი იყო, თავდაცვის დროს კი სხვაგვარი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: Manchester_M
16 სექტემბერი 2014 15:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყოჩაღ ავტორ კარგი ინალიზია !!!
ბლინდის და ასევე სხვა ახალწვეულების ძან მეიმედება და დარწმუნებული ვარ იმედებს არ გააცრუებენ :) ახალი სისხლი იყო საჭირო და არის კიდეც დაიწყება მოგებების სერია აწი დარწმუნებული ვარ :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top