თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 16:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 12
ბლინდი: "ვან გაალი განმავითარებს"
დეილი ბლინდი ვან გაალთან მუშაობით მოხარულია.
ბლინდი:
დეილი ბლინდი მოხარულია ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით და აცხადებს, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი მას უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

"ის ყველასთან მიმართებაში პატიოსანია, იცის რა სურს და თავის ფილოსოფიას იცნობს. მას შეუძლია გუნდსაც გადასცეს ეს და გუნდი თითოეული ფეხბურთელისგან შექმნას. თუ ერთად რამის გაკეთება გსურს ეს კარგი დასაწყისია. ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით ბევრ რამეს ვსწავლობ და მომწონს მასთან ერთად მუშაობა."

"მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში არ მიმუშავია. მასთან ერთად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიმუშავე. დროის უდიდესი ნაწილი "აიაქსში" ფრანკ დე ბურთან ერთად გავატარე და ვფიქრობ ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა სწორედ "აიაქსი" დამეხმარა. რა თქმა უნდა ვან გაალმაც ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეში დამეხმარა. მინდა მისგან ბევრი რამ ვისწავლო მომდევნო სეზონშიც."

"ვფიქრობ, მას შეუძლია პოზიციურ საკითხში უკეთესი ფეხბურთელი გამხადოს, მასწავლოს თუ სად დავდგე და თამაშის ტაქტიკაც შემასწავლოს, რადგან ნახევარდაცვა მნიშვნელოვანი პოზიციაა თამაშში. იმედი მაქვს ამ კომპონენტში ყოველ დღე გავუმჯობესდები."


დეილი ბლინდი პრემიერ-ლიგის რიტმისა და სათამაშო სხვაობაზეც საუბრობს.

"ცოტა უცნაური იყო, რადგან მოწინააღმდეგეები უკან იხევდნენ და დიდი სივრცე მქონდა ბურთის საკონტროლებლად და ფლანგიდან ფლანგზე სათამაშოდ. დიდი სივრცე მქონდა და ეს შესანიშნავი იყო ჩემთვის. როცა ბურთს ვკარგავდით მისთვის მთელი გუნდით ვიბრძოდით. ბურთი ბევჯერ დავიბრუნეთ, ასე რომ, კარგი სამუშაო გავწიეთ."

"რა თქმა უნდა მაღალი ტემპი იყო და ამას ფეხებშიც ვგრძნობ, მაგრამ მე თავისუფლად შემიძლია 90 წუთის თამაში. მხოლოდ ჰოლანდიის ლიგასა და საერთაშორისო მატჩებში მითამაშია, მაგრამ ვფიქრობ, პრემიერ-ლიგა ყველაზე სწრაფი და მაღალი დონის ჩემპიონატია."


ბლინდი ახალწვეულებსაც შეეხო.

"როცა აქ მოვედი მართლაც თბილი დახვედრა მომიწყვეს და გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. რობინი დამეხმარა ყველაზე მეტად, რადგან მას ჰოლანდიის ნაკრებიდან ვიცნობ."

"მაგრამ სხვა ბიჭებიც დამეხმარნენ, ვინც ახლახანს მოვიდნენ. ყველას სურს ერთმანეთისთვის ბრძოლა და ვფიქრობ ეს თამაშშიც ვაჩვენეთ. ყველას სურს ერთმანეთის ბურთის მიწოდება და ასეთი გუნდური თამაში მომწონს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაგარი იყავი გუშინ, აი ძალიან მაგარი...ასეთ ნახევარდაცვის დუეტი თუ გვეყოლა და იმედია ტრავმები იშვიათად შეგვაწუხებს ძალიან კარგად ვითამაშებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 სექტემბერი 2014 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია როცა ახალწვეულები ესე ბედნიერად გრძნობენ თავს მანჩესტერში. დარწმუნებული ვარ ლუი კიდე უფრო შეათამაშებს გუნდს და ჩვენ კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ.
0
№3
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გუშინ 112 პასი გააკეთა და აქედან 108 ზუსტი იყო. კაროჩე ას რაღაც პასი იყო და 5 არაზუსტი რა. საროლ კარგი მაჩვენებელია. მატამ საერთოდ 100%_იანი მაჩვენებელი დადო მგონი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2014 17:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მინდოდა ამ კაცის მოსვლა და მიხარია რო შედგა ამის ტრანსფერი. გუნდს მაგრად დაეხმარება და მითუმეტეს ვან გაალი სწორად გამოიყენებს
0
№5
ავტორი: chestersa
15 სექტემბერი 2014 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
შეილება ვაჭარბებ მაგრამ არამგონია ვინმეს როდესმე ესეთი შედეგი ქონოდეს საყრდენი ნახევარმცველია და 112 პასიდან 108 ზუსტი ქონდა 99% სიზუსთით აკეთებდა პასებს ვითოს სხვასაც აქ ესეთი შედეგი ოდესმე დადებული? რაღაც არამგონია :))
0
№6
ავტორი: ლადო
15 სექტემბერი 2014 19:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მომეწონა ძალიან ბლინდი-ერერას დუეტი და იმედია კიდევ ბევრჯერ ვიიხილავთ ერთად
0
№7
ავტორი: Manchester_M
15 სექტემბერი 2014 20:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
VaRdo,
სად ნახულობ მაგ მონაცემებს ?

ძან კარგი შენაძენია ესეც მოკლედ ვან გაალმა ვინ მოიყვანა ყველა ადგება საკაიფოდ გუნდს ერთი შოუ არის შემოსაბრუნებელი და მაგის იმედიც მაქ :)
0
№8
ავტორი: Wardell
15 სექტემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მართლა ძალიან კარგი ბიჭია, მონდომებული უკან დაბრუნება და ბურთისტვის ბრძოლა არ ეზარება მაგრამ გუშინ ძალიან დიდი სივრცეები მოგვცეს და ამიტომ ქონდა ამხელა მაჩვენებელი არამგონია სიტიმ და ჩელსიმ ამხელა სივცე დაგვითმონ ამიტომ მოსამატებელი აქ სისწრაფეში უნდა გამოვცადოთ როგორია. მაგრამ დიდი პოტენციალი ჩანს დეილში და ეს მიხარია იმედია გადაიმტვრევენ იაიას და მატიჩს ეს და ჰერერა ))))
0
№9
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
RojoDiablo,
მთავარია ფლეტჩერი არ იყოს და არ დავინახო თვალით... ტანჯვაა მაგის ყურება რა მართლა... ბლინდი კარგი იყო..საერთოდ ტველა კარგი იყო რა..რაფაელი ძალიან მაგარი იყო კიდე და რატომღაც არავინ წერს ამას...
0
№10
ავტორი: RojoDiablo
15 სექტემბერი 2014 21:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
ვარდო დაწერს დაჩი აუცილებლად, ვარდო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top