თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2014, 16:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 12
ბლინდი: "ვან გაალი განმავითარებს"
დეილი ბლინდი ვან გაალთან მუშაობით მოხარულია.
ბლინდი:
დეილი ბლინდი მოხარულია ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით და აცხადებს, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი მას უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

"ის ყველასთან მიმართებაში პატიოსანია, იცის რა სურს და თავის ფილოსოფიას იცნობს. მას შეუძლია გუნდსაც გადასცეს ეს და გუნდი თითოეული ფეხბურთელისგან შექმნას. თუ ერთად რამის გაკეთება გსურს ეს კარგი დასაწყისია. ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობით ბევრ რამეს ვსწავლობ და მომწონს მასთან ერთად მუშაობა."

"მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში არ მიმუშავია. მასთან ერთად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიმუშავე. დროის უდიდესი ნაწილი "აიაქსში" ფრანკ დე ბურთან ერთად გავატარე და ვფიქრობ ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა სწორედ "აიაქსი" დამეხმარა. რა თქმა უნდა ვან გაალმაც ბევრი რამ მასწავლა და ბევრ რამეში დამეხმარა. მინდა მისგან ბევრი რამ ვისწავლო მომდევნო სეზონშიც."

"ვფიქრობ, მას შეუძლია პოზიციურ საკითხში უკეთესი ფეხბურთელი გამხადოს, მასწავლოს თუ სად დავდგე და თამაშის ტაქტიკაც შემასწავლოს, რადგან ნახევარდაცვა მნიშვნელოვანი პოზიციაა თამაშში. იმედი მაქვს ამ კომპონენტში ყოველ დღე გავუმჯობესდები."


დეილი ბლინდი პრემიერ-ლიგის რიტმისა და სათამაშო სხვაობაზეც საუბრობს.

"ცოტა უცნაური იყო, რადგან მოწინააღმდეგეები უკან იხევდნენ და დიდი სივრცე მქონდა ბურთის საკონტროლებლად და ფლანგიდან ფლანგზე სათამაშოდ. დიდი სივრცე მქონდა და ეს შესანიშნავი იყო ჩემთვის. როცა ბურთს ვკარგავდით მისთვის მთელი გუნდით ვიბრძოდით. ბურთი ბევჯერ დავიბრუნეთ, ასე რომ, კარგი სამუშაო გავწიეთ."

"რა თქმა უნდა მაღალი ტემპი იყო და ამას ფეხებშიც ვგრძნობ, მაგრამ მე თავისუფლად შემიძლია 90 წუთის თამაში. მხოლოდ ჰოლანდიის ლიგასა და საერთაშორისო მატჩებში მითამაშია, მაგრამ ვფიქრობ, პრემიერ-ლიგა ყველაზე სწრაფი და მაღალი დონის ჩემპიონატია."


ბლინდი ახალწვეულებსაც შეეხო.

"როცა აქ მოვედი მართლაც თბილი დახვედრა მომიწყვეს და გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. რობინი დამეხმარა ყველაზე მეტად, რადგან მას ჰოლანდიის ნაკრებიდან ვიცნობ."

"მაგრამ სხვა ბიჭებიც დამეხმარნენ, ვინც ახლახანს მოვიდნენ. ყველას სურს ერთმანეთისთვის ბრძოლა და ვფიქრობ ეს თამაშშიც ვაჩვენეთ. ყველას სურს ერთმანეთის ბურთის მიწოდება და ასეთი გუნდური თამაში მომწონს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
15 სექტემბერი 2014 22:02
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
dachi_mu,
მე დავწერე რაფიკაზე კომენტარებში მართლა საუცხოოდ ითამაშა თან იმის ფონზე რო როხოზე 2ჯერ მეტი დატვირთვა დააწვა თითქმის მარტო იყო მარჯვენა ფლანგზე და როგორც შეტევაში ისე დაცვაში კარგად ითამაშა იმედია 4 მცველს კიდე ბევრჯერ ვიხილავთ )))
0
№12
ავტორი: VaRdo
15 სექტემბერი 2014 23:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Manchester_M
VaRdo,
სად ნახულობ მაგ მონაცემებს ?


რავი უცხოურ საიტებზე ამოაგდო და ხშრიად ვაწყდები მსგავს სტატისიტკებს. სად ვნახე აღარ მახსოვს,

ციტატა: RojoDiablo
dachi_mu,
ვარდო დაწერს დაჩი აუცილებლად, ვარდო


იასნად. რაფაელის დაბრუნება ყველაზე მეტად გამხიარდა და მისი თამაშიც ავღნიშნე. იმენა პატარა გარი ნევილი მყავს. როგორ მევასება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top