თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 18:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2371,
კომენტარები: 12
ქლევერლის დაბრუნება აღარ უნდა
ტომი წასვლით ბედნიერია.
ქლევერლის დაბრუნება აღარ უნდა
"ასტონ ვილაში" განათხოვრებულმა ტომ ქლევერლიმ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა ახარებს.

მას შემდეგ, რაც ვან გაალმა ტომს კარისკენ მიუთითა, 25 წლის ქლევერლი საკუთარ ადგილს "ოლდ ტრაფორდზე" ვეღარ ხედავს.

ტომის სიტყვებით, "იუნაიტედში" ნეგატიური ატმოსფერო სუფევდა და იგი ბედნიერია, რომ კლუბი დატოვა. ქლევერლი დაბრუნებას აღარ ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს "ასტონ ვილაზე".

"მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემ ირგვლივ არსებული ნეგატიური ატმოსფერო დავტოვე. როცა საკუთარი ქომაგი გაკრიტიკებს ეს ძალიან, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ამან ხასიათი გამიმყარა და გამაძლიერა."

"მესმის, რომ მოთამაშეები მანამ ვერ დააღწევენ კრიტიკას თავს, სანამ "იუნაიტედი" თასს არ მოიგებს. ამასთან ერთად, ცუდი მოთამაშე იმის გამო არ გავმხდარვარ, რომ ასე ვიღაცამ ტვიტერზე დაწერა. ბოლოს და ბოლოს ჩემპიონის ტიტული და ნაკრებში ჩატარებული 13 მაქვს ანგარიშზე."

"სიმართლე გითხრათ არა მგონია "იუნაიტედის" მაისურით კიდევ ვითამაშო. მწვრთნელმა ნათლად მითხრა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ კვირიდან კვირამდე ვერ ვითამაშებდი."

"იუნაიტედიდან" წასვლის არ შემშინებია. ვიცი, რომ თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი შემთხვევაა მთელი ცხოვრების ერთი კლუბისთვის მიძღვნა, როგორც ეს გიგზმა და სქოულზმა გააკეთეს."

"ცვლილებები მჭირდებოდა, რათა საკუთარი კარიერა სწორი გეზით წარმემართა. მინდა "ასტონ ვილაში" მოვუმატო. მინდა უფრო ძლიერი ვიყო, როგორც მოთამაშე. მინდა ინგლისის ნაკრებში დავბრუნდე, ანუ გავაკეთო ის, რაც ფაბიან დელფმა გააკეთა."

"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე წარსულია, ჩემი მომავალი "ასტონ ვილაა" და ეს არ მაწუხებს."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 18:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხედავთ რას ამბობს ეს ბიჭი? თითქოს ვარსკვლავებს წყვეტდა და გავაგდეთ. ცუდი ატმოსფერო გექნებოდა აბა მუდმივად სისულელეებს სჩადიოდი. მაგ თამაშში, ფოტოზე რომ ხარ რაც შენ დაწოლილი პასები აკეთე მაგდენ მწოლარე ფეხბურთში არ გააკეთებდნენ. და ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ასტონ ვილა შენი მომავალია და ამით დიდი რამე. რა დონისაც ხარ იმ დონის კლუბში ხარ და შეირგე. შენი მომავალი მართლაც "ვილა პარკზეა", თუ გიყიდეს ჯერ რა თქმა უნდა. აი ნაკრებში დაბრუნებაზე კი რა გითხრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Z A C K™
12 სექტემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
დედიშენსამ არ გაწუხებს areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№3
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 19:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვაი შე საწყალოო ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: kOsTiA
12 სექტემბერი 2014 19:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
დავაი ნახუი cerealguy
0
№5
ავტორი: chudikone
12 სექტემბერი 2014 19:16
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამას შეხედეთ ერთი რა დღეშია. შემტევი ნახევარმცველია პოზიციით და კარიერიშ მანძილზე ათი ასისტი არ ექნება გაკეთებული. კიდე რა დიდ გულზეა, აქამდეც უნდა გაეგდოთ ეს ვალენსია და იანგი. გამოვიდა მართლა განტევების ვაცი.. ფუუფფ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მანჩესტერის დონის რომ არ ხარ ფაქტია...
0
№7
ავტორი: Berba 9
12 სექტემბერი 2014 19:37
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხოო, რაღა ქლევერლი და რაღა სქოულზი, ერთი დონეა wink

ეჰ ტომი ტომი... რამდენი შანსიც მოგცეს ვერცერთი ვერ გამოიყენე და აქეთ გაქვს პრეტენზიები ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 19:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენ რო მთელი ცხოვრება კლუბისთვის მიგეძღვნა პირობას გაძლევ პირადად მოგტეხავდი ორივე ფეხს
0
№9
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
მე ეჭვი მეპარება ეს ასტონ ვილას დონისაც რომ იყოს აი ნახე ძირითადში არ ათამაშებენ ამას :X
0
№10
ავტორი: kOsTiA
12 სექტემბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Manchester_M,
გამოუშვით ტორბედოს დუბლებში wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top