თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 18:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2377,
კომენტარები: 12
ქლევერლის დაბრუნება აღარ უნდა
ტომი წასვლით ბედნიერია.
ქლევერლის დაბრუნება აღარ უნდა
"ასტონ ვილაში" განათხოვრებულმა ტომ ქლევერლიმ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა ახარებს.

მას შემდეგ, რაც ვან გაალმა ტომს კარისკენ მიუთითა, 25 წლის ქლევერლი საკუთარ ადგილს "ოლდ ტრაფორდზე" ვეღარ ხედავს.

ტომის სიტყვებით, "იუნაიტედში" ნეგატიური ატმოსფერო სუფევდა და იგი ბედნიერია, რომ კლუბი დატოვა. ქლევერლი დაბრუნებას აღარ ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს "ასტონ ვილაზე".

"მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემ ირგვლივ არსებული ნეგატიური ატმოსფერო დავტოვე. როცა საკუთარი ქომაგი გაკრიტიკებს ეს ძალიან, ძალიან მტკივნეულია. მაგრამ ამან ხასიათი გამიმყარა და გამაძლიერა."

"მესმის, რომ მოთამაშეები მანამ ვერ დააღწევენ კრიტიკას თავს, სანამ "იუნაიტედი" თასს არ მოიგებს. ამასთან ერთად, ცუდი მოთამაშე იმის გამო არ გავმხდარვარ, რომ ასე ვიღაცამ ტვიტერზე დაწერა. ბოლოს და ბოლოს ჩემპიონის ტიტული და ნაკრებში ჩატარებული 13 მაქვს ანგარიშზე."

"სიმართლე გითხრათ არა მგონია "იუნაიტედის" მაისურით კიდევ ვითამაშო. მწვრთნელმა ნათლად მითხრა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ კვირიდან კვირამდე ვერ ვითამაშებდი."

"იუნაიტედიდან" წასვლის არ შემშინებია. ვიცი, რომ თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი შემთხვევაა მთელი ცხოვრების ერთი კლუბისთვის მიძღვნა, როგორც ეს გიგზმა და სქოულზმა გააკეთეს."

"ცვლილებები მჭირდებოდა, რათა საკუთარი კარიერა სწორი გეზით წარმემართა. მინდა "ასტონ ვილაში" მოვუმატო. მინდა უფრო ძლიერი ვიყო, როგორც მოთამაშე. მინდა ინგლისის ნაკრებში დავბრუნდე, ანუ გავაკეთო ის, რაც ფაბიან დელფმა გააკეთა."

"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე წარსულია, ჩემი მომავალი "ასტონ ვილაა" და ეს არ მაწუხებს."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გაგინო, როგორ გაგინო მანჩესტერის აღზრდილიხარ.
0
№12
ავტორი: ლადო
13 სექტემბერი 2014 01:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Ighadavet ro atamashdes magram mainc a

Aramgonia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top