თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 07:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2419,
კომენტარები: 12
ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკას ხსნის
ლუი ვან გაალმა ფეხბურთელების გაშვების მიზეზი ახსნა.
ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკას ხსნის
პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის "დედლაინზე" გადმოსულ ფეხბურთელებს, დეილი ბლინდსა და რადამელ ფალკაოს ეძღვნებოდა ვან გაალმა განაცხადა, რომ ახალწვეულებს ადგილს მოუძებნის და ახალგაზრდებსაც მისცემს შანსს.

"ჩვენ 5 ფეხბურთელი ვიყიდეთ და ერთი იჯარით მოვიყვანეთ. შესაძლო მომდევნო წელს ვიყიდოთ კიდეც - ეს ფალკაოა. ჩვენ 14 ფეხბურთელს მივეცით წასვლის საშუალება, ასე რომ, როგორ მოვარგებ ამ ფეხბურთელებს გუნდს? არც ისე რთულია. როცა 14 ფეხბურთელს აძლევ წასვლის საშუალებას და მათ ნაცვლად მხოლოდ ექვსი მოდის, შენ ახალგაზრდული განათლებაც გჭირდება, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" პოლიტიკას შეესაბამება. როცა ფეხბურთელებს სხვა კლუბში წასვლის საშუალებას არ აძლევ, ვერასდროს მოახერხებ ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას და ამ პოლიტიკის გამო ჩვენ ახალგაზრდებს შანსი მივეცით."

"მაგრამ საკითხავია გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ შანსს. რა თქმა უნდა ეს უფრო სარისკოა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა "მანჩესტერ იუნაიტედში" ამის გასაკეთებლად, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა გუნდში მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი. ეს ერთადერთი გზაა."

"რვა პოზიციაზე მეტია ამჟამად ვაკანტური და ის ახალგაზრდებისთვისაა ვაკანტური. წინასასეზონო მატჩებშიც და ამ სეზონშიც ბევრი ახალგაზრდა ვათამაშე. ასე რომ, მე ყოველთვის ვაძლევ შანსს ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ."

"ამას მათ ნაცვლად ვერ გავაკეთებ. ეს თავად უნდა გააკეთონ. ჩვენი პოლიტიკა ასეთია. შესაძლობლობა არსებობს და ახალგაზრდებმა ეს უნდა იცოდნენ. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მე სწორედ ამის გამო ამირჩია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 07:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამდენი ფეხბურთელი გავუშვით და იანგი არ მოხვდა მათ სიაში :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 სექტემბერი 2014 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ახალგაზრდებზე გამახსენდა, ცოტა დრო ზაჰასთვისაც რო მიგეცა ხოლმე არააა?? ხო კაი wink ისე ცოტა გასაკვირია როცა ამხელა ნიჭის პატრონი ვერც მოიესთან და ვერც ვან გაალთან ვერაფერს ამტკიცებ, არადა პალასში მართლა კარგად თამაშობდა. რავიცი იქნებ ჩადგეს ფორმაში და ვან გაალსაც მოაწონოს თავი winked
0
№3
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 08:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვახო ( G G M U),
მაგ ბიჭშია ეტყობა პრობლემა და გამოსასწორებელი აქვს ეტყობა მწვრთვნელთან მიდგომა აქვს ცუდი და მაგიტო ააპანღურა 2ივემ :X
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 სექტემბერი 2014 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Manchester_M,
ხოო გეთანხმები. კაი ვთქვათ მოიესი დებილი იყო, მაგრამ ვან გაალს ეხლა არაფერი შეეშლებოდა ზაჰაში რამე ისეთი რო დაენახა და აუცილებლად მისცემდა შანსს.
0
№5
ავტორი: AkkRed
12 სექტემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U), ან უბრალოდ არარი იუნაიტედის დონის ეგ ფეხბურთელი რამდენი ფეხბურთელი ყოფილა მატრაკვეცა გუნდიდან დიად გუნდში გადასული და ჩაუსვრია იგივე სიტუაციაა აქაც რა მე მასე მგონია
0
№6
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ადნანი მოწონს ლუის, შანსი მიეცემა... ერთხელ თქვა იმიტომ ვათამაშე ცენტრში რომ თამაშის მოგება მინდოდაო. მალე ყველაფერი დალაგდება. ამას ქპრ-თან მოფებაც შეუწყობს ხელსს.
0
№7
ავტორი: ლადო
12 სექტემბერი 2014 11:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Shedegi dadet da amas romeli fexburteelebit gaaketebt jerjerobit arsebiti mnishvneloba ar akvs
0
№8
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 12:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაიწმინდა გუნდი. ერთი ეს მოუშორებელი ჭირი დაგვრჩა და ეგაა რა
0
№9
ავტორი: bziki
12 სექტემბერი 2014 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
all in მოიესიც არ იყო პატარა ბიჭი, ზაჰა არიყო ალბათ სათანადო დონე რასაც ვარჯიშებზე ამტკიცებდა ალბათ თორე მაგ მიზეზი ძაან არასერიოზულად მიმაჩნია მაშინ როცა ამხელა კლუბის ტრენერი ხარ და თან საქმეები არ მიგდის კარგად. ან უდისციპლინო იყო ან რავი, ცოტა ტავშიც წაუვარდა ჯერ გადასული არ იყო და ეიფორიაში იყო უკვე თავის განცხადებები მახსოვს თვითერზე
0
№10
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ როგორ გამხიარდა გუნდი რომ განიწმინდა ნაგვებისგან . კდიე დარჩა ერთი-ორი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top