თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 07:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2423,
კომენტარები: 12
ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკას ხსნის
ლუი ვან გაალმა ფეხბურთელების გაშვების მიზეზი ახსნა.
ვან გაალი სატრანსფერო პოლიტიკას ხსნის
პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის "დედლაინზე" გადმოსულ ფეხბურთელებს, დეილი ბლინდსა და რადამელ ფალკაოს ეძღვნებოდა ვან გაალმა განაცხადა, რომ ახალწვეულებს ადგილს მოუძებნის და ახალგაზრდებსაც მისცემს შანსს.

"ჩვენ 5 ფეხბურთელი ვიყიდეთ და ერთი იჯარით მოვიყვანეთ. შესაძლო მომდევნო წელს ვიყიდოთ კიდეც - ეს ფალკაოა. ჩვენ 14 ფეხბურთელს მივეცით წასვლის საშუალება, ასე რომ, როგორ მოვარგებ ამ ფეხბურთელებს გუნდს? არც ისე რთულია. როცა 14 ფეხბურთელს აძლევ წასვლის საშუალებას და მათ ნაცვლად მხოლოდ ექვსი მოდის, შენ ახალგაზრდული განათლებაც გჭირდება, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" პოლიტიკას შეესაბამება. როცა ფეხბურთელებს სხვა კლუბში წასვლის საშუალებას არ აძლევ, ვერასდროს მოახერხებ ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემას და ამ პოლიტიკის გამო ჩვენ ახალგაზრდებს შანსი მივეცით."

"მაგრამ საკითხავია გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ შანსს. რა თქმა უნდა ეს უფრო სარისკოა, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა "მანჩესტერ იუნაიტედში" ამის გასაკეთებლად, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა გუნდში მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი. ეს ერთადერთი გზაა."

"რვა პოზიციაზე მეტია ამჟამად ვაკანტური და ის ახალგაზრდებისთვისაა ვაკანტური. წინასასეზონო მატჩებშიც და ამ სეზონშიც ბევრი ახალგაზრდა ვათამაშე. ასე რომ, მე ყოველთვის ვაძლევ შანსს ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ."

"ამას მათ ნაცვლად ვერ გავაკეთებ. ეს თავად უნდა გააკეთონ. ჩვენი პოლიტიკა ასეთია. შესაძლობლობა არსებობს და ახალგაზრდებმა ეს უნდა იცოდნენ. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მე სწორედ ამის გამო ამირჩია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
12 სექტემბერი 2014 22:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ყველაფერი ისე წავა, როგორც შენ გაქ ჩაფიქრებული ლუი. ახალგაზრდებიდან რამდენიმე კაი ბიჭია, მაგრამ ბევრი ნაგავია.
0
№12
ავტორი: uri13
13 სექტემბერი 2014 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
RojoDiablo, :))))) am young tan ra undaartla gamovsirdii tooo :))) ras gadaekida tipi magari tugadumia :@
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top