თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 07:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 11
ფალკაოს დიდხანს დარჩენა სურს
რადამელ ფალკაო დიდ კლუბში თამაშზე ოცნებობდა.
ფალკაოს დიდხანს დარჩენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო აცხადებს, რომ ახალ კლუბში დიდი ხნით დარჩენა სურს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ფალკაო "იუნაიტედმა" "მონაკოდან" იჯარის წესით აიყვანა. კოლუმბიელი არ მალავს, რომ ახალ კლუბზე დიდ იმედებს ამყარებს და დიდი ხნით დარჩენაზეც არ იქნება წინააღმდეგი.

"აქ ყოფნა ძალიან მახარებს. ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. მიხარია, რომ ისეთ დიდ კლუბში ვთამაშობ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

"იმედი მაქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ხნით დავრჩები, იმედი მაქვს ამ კლუბში ისტორიას შევქმნი. "პორტუსა" და "ატლეტიკოში" გამოსვლისას ყოველთვის მინდოდა მომატება, გაძლიერება. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც "იუნაიტედია" და ახლა აქ მრავალი წლის გატარება მინდა."


კოლუმბიელმა ასევე განაცხადა, რომ გუნდთან ადაპტირების ეტაპი უკვე დასრულებულია და ტრავმა, რომელიც მსოლფიო ჩემპიონატის გამოტოვების მიზეზად იქცა აღარ აწუხებს.

"თავს კარგად ვგრძნობ. მოედანს ორი თვის წინ დავუბრუნდი და გოლების გატანაც დავიწყე. საკუთარ ფიზიკურ ფორმაში დარწმუნებული ვარ, მუხლთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა."

"აქ ახალი გუნდი შენდება, ეს ახალი პროცესია. ზაფხულში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვიდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდ გუნდს აშენებს და მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო."

"ყველაფერი რიგზეა, კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა კარგად მიმიღეს და არამგონია ადაპტირებისთვის დიდი დრო დამჭირდეს."
- განაცხადა ფალკაომ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 სექტემბერი 2014 07:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"მონაკოში" როცა გადავიდა მაშინაც მასგავსი რამ თქვა: "ისეთ კლუბში, როგორიც "მონაკოა" ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მოხვედრას. ეს ახალი პროექტია, რომელიც ახალი, დიდი გუნდის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ."

საშინელებაა, როცა ფეხბურთელის სიტყვები არაფრად ფასობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
12 სექტემბერი 2014 07:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
RojoDiablo,
ხო მაშინაც ეს თქვა ან ტვინში რაღაც გადაუტრიალდა ან მისი ჭკუით იტყვილება :X
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 სექტემბერი 2014 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია გულწრფელად ლაპარაკობს, მაგრამ რაც მთავარია კარგად უნდა ითამაშოს და ნუ ეხლა გამოსასყიდი თანხა არ იქნება პრობლემა, ბიძია ედმა თქვა შენ ოღონდ გოლები გაიტანე და ერთ მუთაქას კიდე მოვხსნი თავსო wink
0
№4
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2014 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
radamel golebi gaitane shen ra,tore eg zgaprebi ukve mosmenili gvaqvs
0
№5
ავტორი: FanMU_Alex
12 სექტემბერი 2014 09:50
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 23
რატომღაც მგონია რომ ჩვენთან დარჩება და არსადაც არ წავა, პლიუს ლიგაზეც ითამაშებს. ჩვენთან ერთად დაწერს ახალ ისტორიას : DD
0
№6
ავტორი: chudikone
12 სექტემბერი 2014 10:02
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაკვირვებს ეს კაცი დღითიდღე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: ლადო
12 სექტემბერი 2014 11:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Yvelgan amas amhobs..etyoba darcheba..preskonferenciaze luim ra ubraguna bechebshi :-D

Yvelgan amas amhobs..etyoba darcheba..preskonferenciaze luim ra ubraguna bechebshi :-D
0
№8
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
მონაკოში არ ვიცი, მაგრამ აქ ახალი გუნდი ნამდვილად შენდება... წარმატებები... შენ კარგად ითამაშე და დარჩენაც არ იქნება პრობლემა... ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. =))))))
0
№9
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 12:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამოვისყიდით ამას არამგონია სადმე გაუშვან. ჯერ ვნახოთ წელს რას იზამს
0
№10
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 15:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დარჩი კაცო. ზაფხულში რონალდოც მოვა და მერე ნახეთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top